მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეამსუბუქა.
ახალი დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა. გამონაკლისებს შორის, რომელთაც შეზღუდვები არ ეხება, ნარჩენებისთვის (ნაგვის) განკუთვნილი პარკებიც მოხვდა.
შესაბამისად, ზოგადად, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
1. საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის...
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტიდან, 20 მილიონი ლარი ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამოიყოფა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის მერი ფიქრობს რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები კორპუსების რეაბილიტაციისთვის საკმარისი იქნება. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ობიექტების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება და პრიორიტეტები ექსპერტიზის დასკვნის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება. ამ ეტაპზე, 1500-მდე ოჯახის განსახლება და უსაფრთხო პირობებში გადაყვანა იგეგმება. ჩიქოვანი მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძო სუბიექტების ჩართვის საფუძველზე გეგმავს.
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხი, რომლის მიხედვითაც ეს სტატუსი მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა.
პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდება „მწვანე პასპორტის“ რეჟიმი. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც პირს “მწვანე სტატუსი” მიენიჭება, ეს არის COVID19-ის გადატანა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე NCDC-ს სხვა პოზიცია ჰქონდა, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება უმრავლესობით...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი ბიუჯეტი ცხრა დღეში მიიღო. ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ბოლო სხდომაზე დაუჭირა მხარი. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
კანონის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს, ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბრამდე წარუდგინა.
პროექტის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და განხილვის შემდეგ,წარმომადგენლობით ორგანოს, ხვალამდე, 25 ნოემბრამდე, ბიუჯეტი მერიისათვის შენიშვნებით უნდა დაებრუნებინა.
საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გასათვალისწინებლად, კი, მერიას, ვადა 10 დეკემბრამდე ჰქონდა.
გურჯაანის...
“ძველმა საკრებულომ ახალი ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს”- ეს განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რადიო ჰერეთთან გააკეთა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
არჩილ თხლაშიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დასამტკიცებლად, საკრებულოს სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ დგას და ამის საშუალება ახალ საკრებულოს უნდა მიეცეს.
” ჩემი პოზიციაა, რომ ახალი ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ დაამტკიცოს. გარკვეული პროცედურები ისედაც გასავლელია. 15 ნოემბრამდე, მერიამ ბიუჯეტი წარმოადგინა. ჩვენ კომისიებსა და ფრაქციებში...
წინა სტატია
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, ისინი გეგმავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერი მოასმენინონ.
მათი განცხადებით, „თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა მკვლელ ხელისუფლებას წარმოადგენენ“, რომლებიც საკრებულოებში უმრავლესობის შესაქმნელად ოპოზიციონერ წევრებზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ.
სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება...
ვიცეპრემიერის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული 200 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველის დასაქმების პროგრამა საკანონმდებლო დონეზე გაიწერება და დეტალების შესახებ საზოგადოებას 2022 წელს ეცნობება.
მისი თქმით, სამთავრობო გუნდს ამ პროგრამაში სწრაფი შედეგების ჩვენება სჭირდება, ამიტომ მისი შესრულების მინიმუმი 2022 წელს 50 000 სოციალურად დაუცველის დასაქმება, ხოლო მაქსიმუმი – 200 000 მოქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვაა.
„მკაფიო...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდის 2 ქუჩის - სტეფანწმინდისა და თამარ მეფის ქუჩების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო ნომბრის ბოლომდე ადგილზე სანიაღვრეებიც მოეწყობა.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ასევე, სოფელ ხურთისამდე მისასვლელი გზა კეთდება, რომლის ღირებულება 1 800 000 ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სოფლის...
ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით "ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
გუშინ, 24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში...
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსყიდვისა და შანტაჟის გამო, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
შეკრებილები მოითხოვენ, რომ გამოიძიონ ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და...
არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ძირითადი მიგნებები
2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი გააფორმა გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა.
გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეში გუშინ საგაკვეთილო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა. სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
სკოლის დირექტორი "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შემთხვევას დღეიდან შესაბამისი კომისია შეისწავლის. ის არ ასახელებს კომპანიას, რომელმაც ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს კი, ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერდება.
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სახელმწიფოს გამოცხადებულ 2 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, ავანსად ფული აიღეს, თუმცა სამუშაო არ შეასრულეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რის შემდეგაც,...
წინა სტატია
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება.
თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას.
„აღნიშნული სამუშაოების გამო,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 11.3 მილიონი ლარია.
სპორტული კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ გაეცნენ.
„ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მულტისენსორული სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ World Vision საქართველოს დირექტორ ეკატერინე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































