გორის დემოკრატუილი ჩართულობის ცენტრში ქალაქების - გორისა და ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ   საქართველოს მთავრობის თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა უნდა მოხდეს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.   იხილეთ სრულად
ავტორი: კოკა კიღურაძე ვფიქრობ, ზედმეტი იქნება  საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის გამართული თვითმმართველობის სისტემა. საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელდა რეფორმები, რომელმაც ვერ უზრუნველყო საბოლოო სისტემის ჩამოყალიბება. უკანსკნელი მცდელობა დაკავშირებულია უკვე ახალი ხელისუფლების მოსვლასთან. ამ ეტაპზე, გვაქვს მთავრობის მიერ მოწონებული დეცენტრალიზაციის კონცეფცია, სადაც რეფორმის ძირითად მიმართულებებზეა საუბარი. შექმნილია საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელიბისგან. საბჭოსთან შექმნილია სამდივნო, რომელიც...
დღეს გორის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, გაიმართება გორისა და ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შექმნილი საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა.   შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ამ საკითხით დაინტერესებული საქართველოს სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლებიც.   შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები დამსწრეებს გაუზიარებენ გამოცდილებას და განსაზღვრავენ სამომავლო საქმიანობის სამოქმედო გეგმას, მოუწოდებენ სხვადასხვა ქალაქებს მსგავსი საინიციატივო ჯგუფების შექმნისაკენ და უპასუხებენ დაინტერესებული პირების შეკითხვებს. როგორც ცნობილია,...
რომელმაც  იმსჯელა   "სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოების შესახებ"  კანონპროექტის ირგვლივ საქართველოს პარლამენტის კომიტეტების,  სამინისტროების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ექსპერტების  მიერ გამოთქმული შენიშვნების თაობაზე. კანონპროექტის დღეს არსებულ რედაქციასა და გამოთქმულ შენიშვნებზე დაყრდნობით  სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ახალი რეკომენდაციები, რომელსაც უახლოესს დღეებში წარუდგენს  თვითმმართველობის რეფორმის საბჭოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში კოალიცია "ქართული ოცნების" მიდგომა წინა ხელისუფლების მიდგომებისგან პრინციპულად განსხვავებულია.   აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა დღეს თვითმმართველობის საკითხზე დადგეგმილი ცვლილებების კონტექსტში გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმა, რომელსაც ბევრი სხვა საკითხის მოგვარება უნდა მოჰყვეს, თვითმმართველობის რეფორმირებაა.   "წინა ხელისუფლება სახელმწიფოს მშენებლობას იწყებდა თავიდან - ანუ ამბობდა, რომ ცენტრი უნდა იყოს ძლიერი და...
1 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი. მან თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობაზე და ახალი ვებსაიტის, www.droa.ge-ს შესახებ ილაპარაკა. იხილეთ სრულად
1 მაისს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს და ახალი ვებგვერდის  -WWW.DROA.GE  პრეზენტაცია.  ვებგვერდზე ატვირთულია ყველა სახის  ინფორმაცია თითმმართველობის მიმდინარე რეფორმის შესახებ. იხილეთ სრულად
1 მაისს ფონდ "ღია საზოგადოება- საქართველოს" ოფისში გაიმართა თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს და ახალი ვებგვერდის  -WWW.DROA.GE  პრეზენტაცია.  ვებგვერდზე ატვირთულია ყველა სახის  ინფორმაცია თითმმართველობის მიმდინარე რეფორმის შესახებ. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის წარმომადგენელი თინათინ ბოლქვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილეი თენგიზ შერგელაშვილი, USAID/MSI-ის წარმომადგენელი საქართველოში უილიამ კარტიეი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი. მომხსენებლებმა ისაუბრეს თვითმმართველობის რეფორმის და...
რიცხოვნობით რაც უფრო პატარაა პოლიტიკური გაერთიანება, მით უკეთ ამჩნევენ მისი წევრები პრობლემების ერთობლივად გადაჭრის საჭიროებას. შესაბამისად, უფრო მარტივია თითოეული მათგანის ინფორმირება, დარწმუნება და, ასევე ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება.ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების თითქმის ყველა წევრის თანამონაწილეობას.პატარა გაერთიანებაში ცალკეული მოქალაქის წვლილი საერთო საქმეში  უფრო დიდია, ასევე, უფრო დიდია ცალკეული მოქალაქის შეხების ხარისხი (სარგებელი და ხარჯები) ამ საერთოსთან, რაც...
წამყვანი: ზვიად ქორიძე სტუმრები: ზურაბ ყირმელაშვილი; გიორგი ტოკლიკიშვილი; ირაკლი კობახიძე; ლიზა სოფრომაძე; დავით ლოსაბერიძე https://www.youtube.com/watch?v=c4ZEmHE5GXg
დღეს "თბილისი მარიოტში" საქართველოს პარლამენტთან არსებული NDI-ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო განხილული. კანონპროექტის მიზანი მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელებაა, რომლის საფუძველიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითი და დემოკრატიული სისტემის შექმნაა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 20 წლის განმავლობაში მოსახლეობა გადაწყვეტილება გადაწყვეტილებას არ...
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის მიერ სოფლის საზოგადოებრივი თვითმართველობების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც, მისი ავტორების მტკიცებით, სოფლის მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ხარისხს გაზრდის. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 24 აპრილს, ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ერეკლე ტრიპოლსკისა და მისი მოადგილის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა...
21-23 აპრილს ჩატარდა საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჯგუფისა და საარჩევნო ქვეჯგუფის სამუშაო გასვლითი შეხვედრა. განხილვის მთავარი თემა იყო სოფლის თვითმმართველობის საბჭოების არჩევის წესი და 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების სისტემა.
თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საბჭოსა და თემატური სამუშაო ჯგუფების აქტივობების განრიგი მრჩეველთა საბჭოს სამდივნო - მისამართი: ჭოველიძის 10, თბილისი, საქართველო მაღალმთიანი 25.04. 16:00 შეხვედრის ადგილი: სამდივნო 2.05. 16:00 შეხვედრის ადგილი: სამდივნო ტერიტორიული მოწყობა 24.04. 16:00 26.04. 16:00 შეხვედრის ადგილი: სამდივნო არჩევნები 21-23.04. გასვლითი სამუშაო შეხვედრა შეხვედრის ადგილი: ლოპოტა 1.05. 12:00 შეხვედრა სამინისტროსთან შეხვედრის ადგილი: სამდივნო სამდივნოს პრეზენტაცია სამინისტროსა და მედია + არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით 1.05. 11:00...
დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპები გააცნო. ახალი ცვლილება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ორდონიანი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას საკუთარის სოფლისა თუ ქალაქის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თვითმმართველობების უფლებები, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებისა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა იმერეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რწმუნებულებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა. სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ