medianews.ge – თვითმმართველობის საკითხზე საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა

523

დღეს გორის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, გაიმართება გორისა და ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შექმნილი საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა.

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ამ საკითხით დაინტერესებული საქართველოს სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლებიც.

 

შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები დამსწრეებს გაუზიარებენ გამოცდილებას და განსაზღვრავენ სამომავლო საქმიანობის სამოქმედო გეგმას, მოუწოდებენ სხვადასხვა ქალაქებს მსგავსი საინიციატივო ჯგუფების შექმნისაკენ და უპასუხებენ დაინტერესებული პირების შეკითხვებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ დაიწყო თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა, რომლის შედეგად უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. დღეს საქართველოში სულ ხუთი თვითმმართველი ქალაქია“ – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი.

 

შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფებმა რეფორმით დეკლარირებული თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდის საზოგადოებრივი მხარდაჭერიის მიზნით, გორისა და ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ამ ეტაპისთვის გორში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, 1 500 ხელმოწერამდეა შეგროვებული, ხოლო ზუგდიდში _ 3000-მდე.

 

ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხელმოწერების ადრესატია საქართველოს პარლამენტი და მთავრობა.