დავით უსუფაშვილი – ახალი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმა, თვითმმართველობის რეფორმირებაა

506

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში კოალიცია “ქართული ოცნების” მიდგომა წინა ხელისუფლების მიდგომებისგან პრინციპულად განსხვავებულია.

 

აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა დღეს თვითმმართველობის საკითხზე დადგეგმილი ცვლილებების კონტექსტში გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმა, რომელსაც ბევრი სხვა საკითხის მოგვარება უნდა მოჰყვეს, თვითმმართველობის რეფორმირებაა.

 

“წინა ხელისუფლება სახელმწიფოს მშენებლობას იწყებდა თავიდან – ანუ ამბობდა, რომ ცენტრი უნდა იყოს ძლიერი და ყველაფრის გამაკონტროლებელი.

ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფო უნდა აშენდეს ქვემოდან ზემოთ ანუ ფუნდამენტი, თვითმმართველობები, მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი ქალაქის, სოფლის, თემის საკითხებზე მიუწვდებათ ხელი და იქ ახერხებენ არჩეული მმართველების გაკონტროლებას და მათი ანგარიშვალდებულების მიღწევას, მხოლოდ ამ შემთხვებაში მივიღებთ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც კონსტიტუციური დებულება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, მართლაც რეალიზიბული იქნება. სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ რეალობა, რომ ხელისუფლების წყაროა ერთი კონკრეტული პიროვნება ან მისი საძმაკაცო”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

პარლამენტის თავმჯდომარე თვითმმართველობის სფეროს რეფორმირების მიმართულებით მთავრობიდან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენას ახლო მომავალში ელის.