რას ფიქრობენ მერები და საკრებულოს წევრები ხელისუფლების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსი კვლავ გაუუქმდეს. თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგენიძე და მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე თავიანთი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან. იდეა არ მოსწონთ, ასევე, მცხეთისა და თელავის საკრებულოებსაც, რომლებმაც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს მოთხოვნით, არ გაუუქმონ ამ ქალაქებს თვითმმართველობა. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი,...
ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ83 დაკეტილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობითვე, დიზი-ლახამულას მონაკვეთზე კმ91-კმ101 მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე მოძრაობა წუხელ ჩაიკეტა და დღეს დილით ნაწილობრივ გაიხსნა.  
კასპის გამგეობის ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტის  სხდომათა დარბაზში, პროგრამის "აწარმოე საქართველოში"   შემდგომი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის მენეჯერი ირინე გიორგიძე უძღვებოდა.  დამსწრეთა შეკითხვებს  კონტრაქტორი ორგანიზაციის, შპს ბიზნეს ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელმა მალხაზ შუბითიძემ უპასუხა. სამთავრობო ინიციატივის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით 15 მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს...
პირიქითა ხევსურეთთან, შატილთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 92–ე კილომეტრზე, „გუროს კლდეებთან“ მცირე რაოდენობით ზვავია დარჩენილი, თუმცა მაღალი გამავლობის მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. შატილს იქით გზა ღია მუცოს ჭალამდეა, მუცომდე 6 კილომეტრია დარჩენილი.  საგზაო სამსახურის წარმომადგენელის -  ზურა არაბულის თქმით ა „გუროს კლდეებთან“, თოვლისგან გზის გაწმენდას ორ დღეში მთლიანად დაასრულებენ. „მუხოს ჭალის იქით გზის გაწმენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას არ ევალება....
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ხანდოს ხეობაში. ადგილობრივები ცდილობენ, შეაჩერონ სპეცტექნიკა, რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს. მოსახლეობის თქმით, ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებელ სახლებს. ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე ასვლას ითხოვენ, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის სწორედ ამის გამო მოხდა. ხანდოს...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრებ 40 ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლის დაცლა უწევს. ეკომიგრანტები წლებია საქართველოდან წასული ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობენ, თუმცა ახლა საცხოვრებელი სახლების მეპატრონეები მათ ფართის დაცლას სთხოვენ. „10 წლის წინ აჭარიდან იძულებით ჩამოვსახლდი ჯიგრაშენში, მეუღლეც აქ შევირთე და შვილებიც აქ გამიჩნდა. ათი წლის წინ ამ სახლის მეპატრონემ მითხრა, სახლს მიხედე, სასაფლაოებს მიხედე და იცხოვრე რამდენ ხანსაც მოგინდებაო. ახლა შემომითვალა...
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომელიც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინიციატივის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაა. პროგრამის ფარგლებში, დღეს გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ახალდაბაში მცხოვრები ოჯახები მოინახულა. მათივე ინფორმაციით, აუცილებელი საჭიროებების მოსაგვარებლად მათ უკვე გაეწიათ ფინანსური დახმარება. დღეს კი, პირველადი მოხმარების ნივთები და ტანისამოსი გადაეცათ. ამასთან, ოჯახებმა საყოფაცხოვრებო...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ცნობით,  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს,  შალვა გოგოჭურმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს - მერი მთიულიშვილს,...
თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე არც ერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, სადაც ის გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის გამოსვლას, რომლის თქმითაც, მიუღებელია ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის წართმევა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, 5 წელია სტაბილური ქვეყანა გვაქვს და 2012 წლის შემდეგ რყევები სხვადასხვა მიმართულებით, რომელმაც შეიძლება...
ზუგდიდელმა უკეთესად იცის ადგილობრივი საკითხები, თბილისიდან ელემენტარულად ვერ დაინახავ იმ ქუჩას, სადაც ასფალტია დასაგები, იმ სკოლას, რომელიც გასარემონტებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თვითმმართველობის რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "არა მარტო ზუგდიდთან, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქთან დაკავშირებით ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ მაქსიმალური თვითმმართველობა და უფლებათა დელეგირება - ეს არის ერთი მხრივ,...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში ახალი სკოლა აშენდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხემძღვანელმა, გულნაზი აფციაურმა განუცხადა. როგორც აფციაური აცხადებს, ენაგეთში სკოლა მე-19-ე საუკუნის ორ შენობაშია განთავსებული, შენობა ძველია და რემონტს არ ექვემდებარება. მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ენაგეთში მიმდინარე წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს, ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. "სკოლის ორივე, ზედა და ქვედა შენობა...
ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომლის შესახებაც ზუგდიდში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე ყველაზე მეტი კითხვა დაისვა და აუდიტორიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯეს" წარმომადგენელი ეგნატე შამუგია დაინტერესდა, უნდა გაუუქმდეს თუ არა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ზუგდიდს. ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან არ მიუღია. კობახიძის განმარტებით, მთავრობა ამზადებს წინადადებებს და მათ უნდა მოუსმინონ. სწორედ ამის...
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ. "რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მოხდა...
საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“  თავი პირველი. ზოგადი დებულებები მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: ა) კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ; ბ) სისხლის სამართლისა და სასჯელაღსრულების, სამოქალაქო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სავაჭრო, ადმინისტრაციული სამართლისა და...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის მაცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მოითხოვეს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ სოფელში ცენტრალურ გზაზე სადაც ასფალტის დაგება მიმდინარეობს, არ არსებობს სანიაღვრე არხები. ადგილობრივების თქმით, თუ სანიაღვრე არხები არ გაკეთდება, წყალი ვერ გაივლის  და ახლადდაგებული გზა დაზიანდება. იგივე პრობლემა აწუხებთ რეგიონის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში მოსახლეობა სისტემის სრულ რეაბილიტაციას წლებია ითხოვს. მოსახლეობა ალაზნის ხეობის...
"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, 2017 წელს მხატვრული მინათების პროექტებისათვის გამოყოფილია 1 250 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მხატვრული მინათების 30-მდე პროექტი განხორციელდება. 2016 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე (27) მხატვრული მინათების პროექტი უკვე განხორციელდა. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, მხატვრული მინათებების პროექტი დედაქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ​გარდა მხატვრული მინათებებისა, "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქში სტანდარტულ განათებებს LED სანათებით ჩაანაცვლებს, რითაც ელექტროენერგია 60-70%-ით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ