11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა, რომლის მიზანი ვროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ინფორმირება გახლდათ, "ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განხორციელებამ და უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ.
დამსწრე საზოგადოებას...
ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით სამუშაოები 5 ქუჩაზეა გათვალისწინებული.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, რუსთაველის №119-ში, ერეკლეს, ქეთევან წამებულისა და კოსტავას ქუჩებზე მოხდება არსებული მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო რობაქიძის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრეები არასოდეს ყოფილა სრულიად ახალი ქსელი მოეწყობა.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტის ფარლებში ობიექტებზე მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, ჭები და ცხაურები.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 27 970...
https://www.youtube.com/watch?v=9BmCpvWvbaQ&feature=youtu.be
რეგიონის განვითარების ცენტრმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობას სტუდენტებისთვის სათანადო სამსახურებში პრაქტიკის გავლის გზით, თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებსა და სფეროებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე იმსჯელეს.
დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და მას, სტუდენტებთან ერთად, ექსპერტები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგია.
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთობლივი პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მოკლედ მიმოიხილეს მოსალოდნელი ცვლილებების დადებითი...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს ქალაქ გარდაბანში შიდა გზების მოასფალტება პრაქტიკულად დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ფონდიდან 1 624 993 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ქვენიფნელი" 1 380 000 ლარად შეასრულებს.
პროექტის მიხედვით მოასფალტდება: ლელაშხას დასახლება, რობაქიძის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ს. ვურგუნის ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩის გაგრძელება, სანაპიროს I და II ჩიხი, ლესელიძის ქუჩა (კორპუსების უკანა...
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ოფურჩხეთსა და ნამოხვანზე გადის.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია 25 წელზე მეტია არ მომხდარა, რის შედეგადაც ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.
პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 6 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება რკინა-ბეტონის...
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გურიის რეგიონში შპს "იუვის ბერის" -მა "დანერგე მომავალის" პროექტის ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "დანერგე მომავალის"პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის, შპს "იუვის ბერის" მიერ 7.2 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღები დაათვალიერეს. ხსენებული...
საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები 4 მისამართზე მიმდინარეობს.
”მოედნებზე მესამე თაობის, ხელოვნური ბალახი დაიგება, დამონტაჟდება ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები.
2017 წელს, საბურთალოს რაიონში უკვე მოეწყო 18 სპორტული მოედანი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი არც ერთი მიკროავტობუსი (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობს. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.
"გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა - 101-ვე მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. ეს ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან...
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, "სოკარ ჯორჯია გაზი"-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლად აშენებული გაზგამანიწელებლი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომიჯვარში ადგილობრივი მოსახლეობის...
თბილისის იმ მონაკვეთებში, სადაც საგზაო სატრანსპროტო შემთხვევები მომატებულია, 18 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება, - ამის შესახებ “ინტერპრესიუსს“ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საგზაო მოძრაობის ორგანიზების განყოფილების უფროსმა დემურ კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალი შუქნიშნების დამონტაჟება სხვადასხვა მონაკვეთზე იგეგმება, მათ შორის არის კახეთის გზატკეცილი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი.
"ამჟამად დედაქალაქში განთავსებულია 237 შუქნიშანი, აქედან 180 ჩართულია ავტომატურ მართვის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიული) პარკში გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის ცენტრალური პარკი ტურისტული სეზონისათვის ემზადება.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პარკს 13 სახეობის 170 ძირი ხე-მცენარე გადაეცა.
"ნარგავები პარკის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდება. ხე-მცენარეების უმეტესობა ეგზოტიკური სახეობებს განეკუთვნება და უნიკალური ლანდშაფტის მქონე პარკს კიდევ უფრო დაამშვენებს", - აღნიშნა გამგებელმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე პარალელურად ყვავილების დარგვაც მიმდინარეობს. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ბორჯომის პარკებსა...
რუსთავს ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია სტუმრობს. ქალაქ რუსთავსა და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის დღეს დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და შაოგუანის ვიცე-მერმა ჩენ ლიმ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ შაოგუანთან დამეგობრების განზრახვის დოკუმენტზე ხელმოწერა. რუსთავს დამეგობრებული...
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილისგანცხადებით, გვირაბის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობას მთავრობა უახლოეს მომავალში დაიწყებს.
"გვირაბის მშენებლობის კონკრეტული პროექტი არ არსებობს, თუმცა მთავრობამ უკვე დაიწყო წინასაპროექტო სამუშაოები. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გვირაბის გაყვანის მეთოდზე, ხარჯთაღრიცხვასა და სხვა საკითხებზე. რაც შეეხება მარშრუტს, ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი ლოკაცია იქნება თურდოს ხეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უჯარმიდან სასადილომდე არსებული ტერიტორიები. ეს საკითხი რა თქმა უნდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































