„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გია ჭანტურია და გივი კუბლაშვილი იქნებიან. პარტიამ დიდუბის მოსახლეობას თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა.
ცვლილებები ეხება 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებას; გამგებლებისა და გამგეობებისთვის სახელის შეცვლას და მათთვის მერის და, შესაბამისად, მერიის დარქმევას; მერის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ პროცედურებს; საკონსულტაციო საბჭოების ფუნქციონირებას; შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების 10%-იანი ზღვრის 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას და ა.შ.
ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში
„ამომრჩეველზე ძალადობა“, „საჩვენებელი აქტი“ „კოდექსის დარღვევა“, _ ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ, რომელიც დღეს ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.
ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის არიან: საქართველოს ახალგაზრდა...
https://www.youtube.com/watch?v=PTBnUZlMCHE
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე ოფიციალურად წარადგინა. კახი კალაძის საარჩევნო სლოგანი "ჩემი ოცნების თბილისი" იქნება.
პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღო.
ოფიციალური წარდგენის ცერემონია მთაწმინდის პარკში ჩატარდა.
კახა კალაძემ 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2012 წლიდან დღემდე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერია. 2008 წელს იყო "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი "კალა ფონდი", 2007 წელს - საერთაშორისო...
გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება. სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. მერის მოადგილე...
ხაშურში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს უკვე აქვთ ღია, თანამედროვე სპორტული მოედანი და დღეიდან შეუძლიათ გამართონ შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყო ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბალახის საფარი და გარე განათება.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე პროექტის საავტორო ჯგუფმა - შპს „თავისუფალმა არქიტექტორებმა“ დეტალურად განიხილეს და იმსჯელეს იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული.
იყალთოს განაშენიანების პროექტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს იყალთოს მიმდებარე ტერიტორიზე სივრცით-ტერიტორიული განვითარება, რაც მოიცავს იყალთოს ხევში რეგიონის და ადგილის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური სივრცეების ფორმირებას...
პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა "საქართველოს ორგანულ კანონში" "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. გარდამავალი დებულიებით დგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე, საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ცალკეული ღონისძიებები.
გარდა ამისა, ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება მერია...
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრეს, რამაც შესაძლოა მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესი შეაჩეროს.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დღეს, 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ საჩივრით, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდეს პარლამენტის 15 ივნისს მიღებული დადგენილება, ასევე მიმართავენ პრეზიდენტს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებაზე.
ორგანიზაციები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ რეფორმის პროცესში არ ყოფილა საჯარო განხილვები და არ გაუთვალისწინებიათ იმ...
რეგიონებში საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება დაიწყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზუგდიდია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რეფორმის შედეგად, საშტატო ნუსხა მკვეთრად შეიცვალა - 51 თანამშრომელი შრომით ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს.
რეფორმამდე გამგეობას 218 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო 12 ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი ჰყავდა. რეფორმის შემდეგ აღნიშნული 12-დან 11 საჯარო მოხელე გახდა, დარჩენილ ერთს კი 2 "აიტი" სპეციალისტი და 48 სოფლის რწმუნებული დაემატა. შესაბამისად, გამგეობაში ხვალიდან 51 შრომითი...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა.
კლიპში ტურისტის თვალით დანახული აჭარაა წარმოდგენილი, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, სულ, ამ ეტაპისთვის, 4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ისე საერთაშორისო მედიის მეშვეობით.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16...
"თავისუფალი საქართველო" საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს. პარტიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში მე-3 მოსმენით იხილება ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" და ამ ცვლილებებით ერთ-ერთი ცვლილება შეეხება მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს როგორც მერის, ისე ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში.
"თავისუფალი საქართველო" მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას, ვენეციის კომისიასთან შეხვედრის დროს გამოთქმული დაპირებისამებრ, ამ საკითხის განხილვისას გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და არ გადადოს საკითხის მიღება მესამე მოსმენით.
"კანონპროექტი მოიცავს სხვადასხვა საკითხს, რომელთა ნაწილი ბოლო...
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ბახმაროს განვითარების გეგმას, რომლითაც ის ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა. ბახმაროს განვითარების შესახებ მთავრობის სხდომაზე შესულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომელიც მინდა გამცნოთ, არის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობისთვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ბახმაროს ქალაქგეგმარებითი გეგმა, გამოდის მთავრობაზე, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის...
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას ეხმაურება, რომლითაც 10 არასამთავრობო საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ, "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს" ხელი არ მოაწეროს.
ანა დოლიძის განცხადებით, არასამთავრობოების მიმართვა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს ძირეული ცვლილებები თვითმმართველ ქალაქებს ეხება.
"თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც თვითმმართველობას და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ჩვენ გულისყურით მოვეპყრობით არასამთავრობოების მომართვას, ვნახავთ ამ...
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. მერიის ინფორმაციით, დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.
29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე მიაწოდა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსმა, ლაშა დალაქიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად საპროექტო სამუშაოების 80% დასრულებულია, სამშენებლო სამუშაოები კი ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება.
დალაქიშვილის განცხადებით, პროექტის მიხედვით, მთაწმინდის საბაგიროს ყველა, ოთხივე ანძა თავიდან აშენდება და ორივე სადგურის პლატფორმა მოეწყობა.
„საბაგიროს ერთი სადგური მეცნიერებათა აკადემიის ეზოში მდებარეობს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































