„თავისუფალი საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

813

“თავისუფალი საქართველო” საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს. პარტიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში მე-3 მოსმენით იხილება ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში” და ამ ცვლილებებით ერთ-ერთი ცვლილება შეეხება მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს როგორც მერის, ისე ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში.

“თავისუფალი საქართველო” მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას, ვენეციის კომისიასთან შეხვედრის დროს გამოთქმული დაპირებისამებრ, ამ საკითხის განხილვისას გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და არ გადადოს საკითხის მიღება მესამე მოსმენით.

“კანონპროექტი მოიცავს სხვადასხვა საკითხს, რომელთა ნაწილი ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკის საგანი იყო. ერთ-ერთი ცვლილება შეეხება მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს როგორც მერის, ისე ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეს ასეთი უფლება არ აქვს, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ოპოზიციურ პარტიებს და უზღუდავს მმართველ პარტიასთან თავისუფალი კონკურენციის საშუალებას. “თავისუფალი საქართველო” მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას, ვენეციის კომისიასთან შეხვედრის დროს გამოთქმული დაპირებისამებრ, ამ საკითხის განხილვისას გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და არ გადადოს საკითხის მიღება მესამე მოსმენით. ამავდროულად, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები საარჩევნო კანონმდებლობის სხვა პრობლემურ საკითხებზე, რაზეც შესაძლებელია კომპრომისული პროექტების შემუშავება”, – აცხადებენ პარტიაში.