პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში "სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან" დაკავშირებით იმსჯელეს.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კოდექსის პროექტის დასახვეწად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელშიც, პარლამენტის წევრებთან ერთად, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მშენებლობის, ურბანისტიკისა და არქიტექტურის ექსპერტები შედიან.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, „იურიდიული ტექნიკის სრულყოფის თვალსაზრისით, საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ახალი საპილოტე პროექტის - "სამოქალაქო ბიუჯეტის" განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ბორჯომის გამგეობა ავრცელებს.
ინიციატივა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასა და ხარჯვის პროცესებში მოსახლეობის ინტერესების გამოხატვასა და მათ ჩართულობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ ბორჯომსა და სოფელ კორტანეთში უკვე გაიმართა. დაგეგმილია შეხვედრები სხვა სოფლების მოსახლეობასთანაც.
როგორც გამგეობა იუწყება, შეხვედრები გაიმართება: 14 ივლისს, 14:00 საათზე - დაბა წაღვერში; 17 ივლისს, 14:00 საათზე - სოფელ ტაბაწყურში, 19 ივლისს, 14:00 საათზე...
ქობულეთის გამგეობასა და ორგანიზაცია - "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობა განთავსდება. ბიურო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართულებით იმუშავებს.
წყარო: TV25
ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზზე კონკურსი ისე გამოცხადდა, რომ ძეგლისათვის განკუთვნილი ადგილი შერჩეული არაა. ფაქტს ქალაქის მერიაში შემოქმედებისათვის მეტი თავისუფლების მინიჭების მოტივით ხსნიან.
"ჩვენ კონკურსანტებს მივეცით თავისუფალი აზროვნების საშუალება, რომ თვითონ განსაზღვრონ, თავიანთ ძეგლს სად ხედავენ, ქუთაისის რომელ ტერიტორიაზე. შეიძლება, კონკურსანტებმა ისეთი ადგილები შემოგვთავაზონ, რომელზეც კომისიას სულ არ უფიქრია", -განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში მერიის არქიტექტურიასა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა ჩხიკვაძემ.
ზაზა ჩხიკვაძის თქმით,...
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ტერიტორია მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობით და დამხმარე ფართით.
ნაკვეთის ფართობი - 359,0 კვ.მეტრია, სახლის - 86,8 კვ.მეტრი, დამხმარე ფართი - 31,4 კვ.მეტრის მოცულობისაა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ქირის ყოველთვიური საფასური 1 250 ლარია, წელიწადში 15 ათასი, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ბინის ქირას გუბერნატორის ადმინისტრაცია იხდის, საქართველოს საბიუჯეტო...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თიანეთი_ზარიძეები_ჟინვალის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის კმ10-კმ23 მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები.
მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ ადგილზე მოინახულა.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, 2...
ქალაქ ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე, N4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,შანსი 2010“ აწარმოებს. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ბაღი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და უახლესი ინვენტარით აღიჭურვება.
,,დღეს დავათვალიერეთ მეოთხე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. სამწუხაროდ, ქალაქში მხოლოდ ეს ბაღი არ იყო გარემონტებული, რის გამოც პატარებსა და პედაგოგებს შეუსაბამო გარემოში უწევდათ ყოფნა. მოხარული ვარ,...
ხვალ, ქობულეთში კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი გაიხსნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, შენობა ვიზიტორთა ცენტრს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეს, 4 სასტუმრო ნომერსა და კაფეტერიას აერთიანებს.
ვიზიტორთა ცენტრის პირველ სართულზე საგამოფენო სივრცე განთავსდება, რომელიც ეროვნული მუზეუმის დახმარებით მოეწყო. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უკეთ გაეცნონ ისტორიას და ინფორმაციას ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ. შენობაში ასევე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. სოფლის მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების თხოვნით ქვემო ქართლის გუბერნატორს გრიგოლ ნემსაძეს მიმართა.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაცია იტყობინება, ნემსაძე, მოადგილეებთან ერთად, სოფელ ალგეთში ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეხვდა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გუბერნატორი ამბობს, რომ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის საკითხზე კომპანია GWP-სთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თუ აღნიშნული წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია მოხდება, წყალმომარაგების პრობლემა მარნეულის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს -...
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „ჭყვიშის“ საქმიანობა...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში კონფერენცია, სახელწოდებით ,,ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის“, გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციას დასავლეთ საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მათივე განმარტებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
ტურიზმის ეროვნული...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
წინასწარი ინფორმაციით, კობახიძე უხელმძღვანელებს როგორც საკუთრივ კახა კალაძის საარჩევნო შტაბს, ისე "ქართული ოცნების" საარჩევნო პროცესს ქვეყნის მასშტაბით.
მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ადასტურებს, რომ შტაბის ხელმძღვანელად სწორედ ირაკლი კობახიძე განიხილება, თუმცა, მათი განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
წყარო: ინტერპრესნიუსი
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დაბრუნებასა და ამ ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებაზე ისაუბრა.
"გელათის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ქართველისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა, ასევე, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იუნესკოსთან ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
"მოგეხსენებათ, 2010 წელს...
ალექსანდრე ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე ამომრჩეველს საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარუდგინა.
ელისაშვილის თქმით, ის ხალხისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, იზრუნებს თბილისზე და დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებზე და დედაქალქის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებს.
„ მზად ვარ ვუპატრონო თბილისს. მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. მე ვაპირებ ანგარიში გაბაროთ მხოლოდ თქვენ, ყოველთვის, როცა იქნება საჭიროება - ყოველ საღამოს და სამუშაო დღის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას...
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა, რომლებმაც გორში მერისა და გამგებლის დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად გორის საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართეს, წერილი მიიღეს - საოლქო იტყობინება, რომ საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ეს იმას ნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფები ქალაქ გორსა და გორის თემის მუნიციპალიტეტში მერისა და გამგებლის დამოუკიდებელ კანდიდატებს ვერ დაარეგისტრირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო თვითმმართველი ქალაქის – გორისა და გორის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































