მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშრომლებთან ერთად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
სამშენებლო სამუშაოები ქალაქ მარნეულის და რამდენიმე მიმდებარე სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენები და გამანაწილებელი ქსელი, აშენდება წყალარინების სატუმბი სადგურები.
ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურის ბოლო ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
პროექტი აზიის განვითარების...
https://www.youtube.com/watch?v=YO7fnqEzO2Y&feature=youtu.be
უკავშირდება თუ არა სტადიონებისა და ატრაქციონების მოწყობა საარჩევნო წელს?
https://www.youtube.com/watch?v=__3zabMt7qQ&feature=youtu.be
ანაკლიაში პირველი ბიზნეს-ფესტივალი „ანაკლიობა" გაიხსნა.
50-მდე კომპანიას პავილიონებში საკუთარი წარმოების პროდუქცია ჰქონდა გამოტანილი. პროდუქტი მრავალფეროვანი იყო: ყველიანი კვერები, ჩაი, ხელნაკეთი ნივთები, ღვინო, ნაყინი, ტანისამოსი.
„მოგეხსენებათ, რომ 2 დღეში იწყება მუსიკალური ფესტივალი და 10 ათასზე მეტ ადამიანს ველოდებით, ეს ფესტივალიც მიზნად ისახავს, რომ ადგილობრივებიც და ბიზნესმენებიც მომზადებულები დახვდნენ ტურისტების ამ რაოდენობას“, - გვითხრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ.
ფესტივალის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა აშშ განვითარების...
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა.
მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას – ბოლარდების დამონტაჟება. საჭიროების შემთხვევაში, ცინცაძის ქუჩაზე მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.
მერიის ცნობით, შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი –...
"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ მაისურაძე წარუდგინა. ამასთან, ხოშტარიამ ადგილობრივებს პარტიის სოციალური პროგრამა გააცნო.
საარჩევნო პროგრამის დეტალებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა და პარტიის წევრებმა ისაუბრეს. მათი თქმით, თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებზე 200 მილიონამდე ლარს ხარჯავს და პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ თანხების ოპტიმალურად გამოყენებაა შესაძლებელი.
წყარო: იმედინიუსი
ცნობილი ხდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც თბილისის განაშენიანების გეგმის ავტორები რეკრეაციული ზონების მოწყობას ითხოვენ.
დოკუმენტის განხილვას მერია მომავალი კვირიდან დაიწყებს, თუმცა გეგმაში დასახლებული ტერიტორიების ნაწილი კერძო საკუთრებაშია, რის გამოც დედაქალაქის მთავრობას ადგილების გამოსყიდვას ან მწვანე ზონებზე უარის თქმას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
გეგმის განხილვამდე გარემოსდამცველები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებენ და მერიას ბოლო კვლევებს ახსენებენ, რომელთა მიხედვით, ქალაქში გამწვანებული ტერიტორიების მკვეთრად შემცირებულია.
https://www.youtube.com/watch?v=iQPinKSWtAY
წყარო:...
მცხეთაში ახალი ნავსადგური გაიხსნა, საიდანაც სანაოსნო ტურები განხორციელდება. ტურისტებს მცხეთის და საქართველოს ისტორიას 15 ენაზე გააცნობენ. ნავსადგური მტკვრისა და არაგვის შეერთების კუთხეშია განთავსებული. სანაოსნო ტური 30 წუთი გრძელდება.
ახალ ნავსადგურში ფესტივალ „არტ-გენის“ რეგიონული ტური გაიმართა. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის გამოფენა, ასევე გაიმართა მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
წყარო: 1tv.ge
ფოტო: 1tv.ge
სააღმზრდელო წლის დასრულებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ბაღებში სხვადასხვა სახის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში შეიცვალა ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების...
"მოხარული ვარ, რომ ამ ტიპის შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებს შორის დაიწყო. ეს არის საკმაოდ დიდი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საბოლოოდ დასამარცხებლად. ოპოზიციური პარტიების წინასწარი პოზიცია უკვე ცნობილია, თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, რომელსაც ექნება რეალურად გამარჯვების შანსი. "დემოკრატიულ მოძრაობას", რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი კანდიდატურა და მოხარული ვიქნებით, თუ ოპოზიციური სპექტრი ჩვენს კანდიდატურას დაუჭერს მხარს,...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რძის საწარმო გაიხსნება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ არშაში შპს-ს "ნედლი რძე" 2 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადსეცა.
ახალი საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას შეძლებს, საჭირო ნედლეულს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.
წინასწარი ინფორმაციით, დასაქმდება 14 ადამიანი, ინვესტიცია კი 342 400 ლარს შეადგენს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამთავრობო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური...
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა. მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას - ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზე, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.
შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი...
"ცენტრი მომავლის ინიციატივები" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციამ თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილ საარჩევნო ოლქში დამკვირვებლად რეგისტრაცია ვერ შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ 2 თვეში ქალაქი მცხეთა, როგორც თვითმმართველი ერთეული, უქმდება, დამკვირვებლად რეგისტრაციის შესაძლებლობას ორგანიზაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აძლევს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველ ქალაქ მცხეთისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტების...
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა თელავის საოლქო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართა. გორის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოქალაქეები, რომლებიც ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს იყენებენ და საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციას სთხოვენ.
საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება 7 თვითმმართველი ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ ძალაში მას შემდეგ...
თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენის საკითხზე „თავისუფალი საქართველოსა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს კონსულტაცია არის „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, კონსულტაციები უკვე იყო „პატრიოტთა ალიანსთან“, ხოლო შემდგომ კონსულტაციებთან დაკავშირებითაც მედია ინფორმირებული იქნება.
„თავისუფალი საქართველოს“, „დემოკრატიული მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წინასწარი პოზიცია არის, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი წარვადგინოთ, რომელსაც...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები) წერილი-შეთანხმება განიხილეს. საკითხი კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსმა, სოსო სხირტლაძემ გააცნო.
სხირტლაძის განმარტებით, 2015 წლის 29 აპრილს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზიის განვითარების ფონდის (ADF) სასესხო ოპერაციების დასრულება და ADF-ის ოპერაციების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































