კულტრის სამინისტროში "რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის" პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციის მონაწილეთა თქმით, ფესტივალის ჩატარება რეგიონული თეატრების გააქტიურებას და პროფესიულ გაზრდას შეუწყობს ხელს.
ფესტივალი 21-30 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები, ისე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები. ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება მასტერ-კლასები და სემინარები.
ფესტივალი 30 ივლისს, სპეციალური პერფორმანსით დაიხურება, რომელსაც იტალიიდან...
23 მუნიციპალიტეტში დღეს "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში, 500-ზე მეტი ახალგაზრდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებს ცოდნას, როგორიც არის საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.
წეროვანის დასახლებაში, “საარჩევნო განვითარების სკოლის“ მონაწილეებს დღეს ცესკოს თავმჯდომარე მიესალმა. აღსანიშნავია, რომ...
ცესკოს ვებგვერდი უკვე მცირემხედველი პირებისთვისაც ხელმისაწვდომია. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, ვებგვერდი მცირემხედველი მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული. გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: ფონი - მუქი შავი ფერის; შრიფტის ფერი - მწვანე, ყვითელი, თეთრი; შრიფტის ზომა - განუსაზღვრელი. შესაბამისად, მცირემხედველ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის სასურველი შრიფტი, შრიფტის ზომა და ფონი.
ვებგვერდი, ასევე, სრულად არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის.
აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახლი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. მუნიციპალიტეტმა 13 და 7 კუბიანი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი მანქანa და 100 ერთეული ნარჩენის კონტეინერი, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.
ნაგვის ახალი კონტეინერები უკვე გადანაწილდა ქალაქ აბაშასა და სოფლებში. ამ ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტს სულ სამი ნაგავმზიდი ემსახურება, რაც საკმარისია სოფლებში დამატებული ახალი ლოკაციებიდან ნარჩენების...
https://www.youtube.com/watch?v=MM86hHtPWzU
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი პირველი სკულპტურა დაიდგა.
ცენტრალურ პარკში არსებულ ტბის ნაპირთან, ესპანელი მოქანდაკის, ამანსიო გონსალესის სკულპტურული ნამუშევრის ,,ადამიანი ღამურა’’ სამონტაჟო სამუშაოებს, ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქიაც დაესწრო.
ესპანელმა მოქანდაკემ რკინის კონსტრუქციაზე 10 დღე იმუშავა. ქანდაკების სიმაღლე ექვსი მეტრია, ხოლო სიგანე სამ მეტრს შეადგენს.
რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო...
დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს ქალაქის საკრებულოში შედგა. მერიის ცნობით, დაგეგმილია 4 საჯარო შეხვედრა, სადაც საზოგადოებას გენგეგმის დეტალებს გააცნობენ. გარდა ამისა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენაც შეეძლებათ.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე "სითი ინსტიტუტი საქართველომ" იმუშავა.
გენგეგმის კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილია "მდინარე და ქალაქი", რომელიც მტკვრის სანაპიროზე რეკრეაციული ზონების გაშენებას...
თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ახალი საბაგიროები უნდა აშენდეს, თუმცა გენგეგმის ავტორები პირველ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში სამ საბაგირო დერეფანს ასახელებენ. ესენია: სამგორი - ვაზისუბანი, ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო და ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება. სამივე დერეფანს საერთო კრიტერიუმი გააჩნია - მასიური პოტენციური ტრანზიტი. ინფორმაციას ახალი საბაგირო დერეფნების შესახებ 1tv ავრცელებს.
დოკუმენტში მოცემულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯამში მოიცავს...
თბილისის გენერალურ გეგმაში, რომელიც საკრებულომ დღეს განიხილა, დასახელებულია ის სივრცეები, რომელთა ფუნქციაც, ავტორების აზრით, სასურველია გადაკეთდეს და უფრო ხელსაყრელი გახდეს საზოგადოებისათვის. მათ შორისაა:
ბარათაშვილის ხიდსა და ორთაჭალას შორის მდებარე მდინარისპირა გზა, ლესელიძის ქუჩა, ელიავას ბაზრობა და ქორწინების სახლის წინ მდებარე სკვერი.
თბილისის გენერალური გეგმის ავტორთა აზრით, ცვლილებების მიზანია საფუძველი ჩაუყაროს თბილისში არსებული ქუჩების მორგებას ქვეითებზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს იცხოვრონ ფიზიკურად...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები დედაქალაქიდან რკინიგზის გადატანას მხარს უჭერენ.
გენგეგმის მიხედვით, თბილისში არსებული რკინიგზის მაგისტრალი ართულებს შიდასაქალაქო განივ კავშირებს, სარკინიგზო მომსახურების ობიექტები კი ქალაქის მეტად ღირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეჩერებული სამუშაოების გაგრძელებისა და რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, დედაქალაქში სატრანზიტო მოძრაობა შემეცირდება, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და გამოთავისუფლებული ტერიტორია უფრო ეფეტქურად იქნება გამოყენებული.
„ცენტრალურ უბანში მიწების გამოთავისუფლებით ქალაქს საშუალება მიეცემა, მნიშვნელოვნად გაზარდოს...
მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება და ეზოს კეთილმოწყობა. ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. შენობა...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხვალ NDI-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო გარემოზე. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება საკმაოდ დაძაბული და ხელისუფლება ყველანაირი მეთოდებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ძალის გამოყენებაზე. მისივე განცხადებით, ამის დასტურია ისიც, რომ ამ დრომდე არ არის გამოძიებული...
ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქ. N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდება ბორდიურები და დაიგება დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოებს კომპანია შპს „მეფური“ ახორციელებს. სკვერის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, კიდევ 6 ახალი სკვერი შეემატება.
https://www.youtube.com/watch?v=2jzy1Lik1ho&feature=youtu.be
სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება სამ სასწავლო ჯგუფზეა გათვლილი. დღეს ბაღში მხოლოდ 28 აღსაზრდელი მიიღეს, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის ის ხუთ სოფელს მოემსახურება.
ბაღის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და სამუშაოებისთვის 598 ათას 413 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს ხელვაჩაურში სამი ბაღი აშენდა, ამჟამად სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება შენდება ორთაბუმში.
წყარო: აჭარის ტელევიზია
https://www.youtube.com/watch?v=l1aJOFmDXVM&feature=youtu.be
50 წლის შემდეგ პირველად ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების საწნევო კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბენზეს, თამარის, გოროდოკისა და ე.წ. ჭაობის დასახლების წყალარინების სისტემიდან საკანალიზაციო მასები ადლიის გამწმენდ ნაგებობაში გადაიტუმბება, შემდეგ კი კილომეტრი და 100 მეტრის მოშორებით, 40 მეტრის სიღრმეზე ზღვაში ჩაიღვრება. პროექტის ღირებულება 3,5 მილიონი ევროა და სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.
წყარო: აჭარის ტელევიზია
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მცხოვრებლებმა ადგილზე გზის საფარის დაზიანების გამო შექმნილი პრობლემები გააპროტესტეს.
მოსახლეობის განცხადებით, გამსახურდიას გამზირზე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით მოძრავი პირებისთვის გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ქუჩაზე წყალი და კანალიზაცია იღვრება.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათ პრობლემებს ყურადღებას არავინ აქცევს.
მოსახლეობის აქციას "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა.
თავის მხრივ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნეს, რომ გამსახურდიას გამზირზე წყლის ახალი სისტემის დატესტვა...
ქობულეთში, სოფელ საჩინოში მოსახლეობა უწყლოდ არ არის, - ამის შესახებ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა. გამგებელი ამბობს, რომ წვიმის დროს წყლის რეზერვუარებში ქვიშა ილექება და მისი გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რაც წყლის მიწოდებას მცირე დროით აფერხებს.
სულხან ევგენიძის განცხადებით, სოფელ საჩინოში წყლის რეზერვუარებზე გამფილტრავი მოწყობილობების დასამონტაჟებლად სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.
„ძლიერი წვიმის დროს რეზერვუარები ქვიშით ილექება, რომლებსაც ვკეტავთ და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































