”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება უკვე დაიწყო.
გიორგი ბოტკოველმა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების მაგალითად, მუნიციპალიტეტებში სოფლის გამგებლების ხელშეკრულებით გადაყვანა დაასახელა.
„ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის გამგებლები ხელშეკრულებით გადაჰყავთ. როგორც ისინი პირად საუბრებში აღნიშნავენ, შემდგომი გადაწყვეტილება მათი დაკავებულ პოზიციებზე დარჩენის თაობაზე, არჩევნებზე მიღებული შედეგებით განისაზღვრება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს მთავრობის იმ დადგენილებით ხსნიან, რომელიც საჯარო მოხელეთა სახელფასო...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამავდროულად, მიმდინარეობს მონასტრის სახურავისა და გალავნის ნაწილობრივი სარესტავრაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, უბისის მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სპორტულ მოედანზე გამონაცვალი ხალიჩა დააგეს. ადგილობრივ ახალგაზრდებს "საჩუქარი" მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გაუკეთეს.
ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ხალიჩა გორის ,"დილას" ახალგაზრდული გუნდის სტადიონიდან აიღეს და ქვახვრელში ჩაიტანეს.
სამუშაოები გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, "დემონტირებული" ხალიჩა იმ ადგილას დააგეს, სადაც მინი სტადიონის ე.წ. მწვანე საფარი დაზიანებული იყო.
წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა სამი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 1 343 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 143 950 ლარი. 1 343 სამართალდამრღვევი პირიდან 616 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 1 294 ფიზიკური და 49 იურიდიული პირი.
"თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის...
ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში, აჭარაში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატებაა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
ბოტანიკური ბაღის სტუმრების რაოდენობა გაზრდილია 6 თვის მონაცემებითაც. 2017 წლის, იანვარ-ივნისში გასული წლის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში და სოფლებში ცემსა და ჭობისხევში გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი. გამგებლის განმარტებით, დაბა წაღვერში ასფალტის საფარი ფიროსმანისა და თამარ მეფის ქუჩებზე დაიგება, არმირებული ბეტონი კი სოფელ ჭობისხევში და სოფელ ცემში მოეწყობა. გზის დაგება ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე მოხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ დასახლებებში გზის საფარი არასოდეს ყოფილა, წლების...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში ორ 12-სართულიან კორპუსში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სამუშაოები თორის ქუჩა №118 და №120-ში განხორციელდა. მისივე განმარტებით, ორივე მრავალბინიან შენობაში შეკეთდა როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ლიფტები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამანქანო ნაწილს და სრულად განახლდა კაბინები.
”ლიფტები ავარიული მდგომარეობის გამო წლებია უმოქმედო იყო. სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსახლეობას უსაფრთხოდ შეეძლებათ ლიფტებით სარგებლობა”, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ორივე პროექტისათვის ბორჯომის...
არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოსკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ორგანიზაციები თვლიან, რომ ხელისუფლების ინიციატივა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას შეამცირებს. ამასთან, მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა "თვითმმართველობის კოდექსის" მოთხოვნა საკითხის ადგილობრივ მოსახლეობასთან განხილვის შესახებ. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა "თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.
https://www.youtube.com/watch?v=KEl691AeJ2c&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=asrOpw4-7Oo
რამდენს ხარჯავს ბათუმის მერია მაწანწალა ძაღლების მოვლა-პატრონიბისთვის და რამდენად საფრთხის შემცველია უპატრონო ცხოველები ქუჩაში? ჩემი კოლეგა ნაზი ქობულაძე დაინტერესდა, როგორ ხვდებიან თავშესაფარში და საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ სად გადაჰყავთ ქუჩის ძაღლები?
წყარო: ტვ25
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს საარჩევნო შტაბში თავისი გუნდის ახალი წევრები წარადგინა.
ელისაშვილის საარჩევნო შტაბს ვანო ნორაკიძე უხელმძღვანელებს, ხოლო საარჩევნო გუნდის პრესსპიკერი და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლაშა მესხი იქნება.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის გუნდის დანარჩენ წევრებს პერიოდულად გააცნობს საზოგადოებას.
რაც შეეხება მის მიზნებს, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ ის არცერთ პარტიაზე და ბიზნესზე არ არის დამოკიდებული და საარჩევნო მარათონში...
23 ივლისს ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გურიის ტურიზმის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი პროექტის - "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" ფარგლებში ტარდება.
ფესტივალი წარმოადგენს სანახაობრივ, შემეცნებით და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობას. სტუმრები დაათვალიერებენ ეთნოგრაფიულ კუთხეს, გაეცნობიან გურიის ტურისტულ პოტენციალს, ბევრ საინტერესო და უძველეს ტრადიციას.
გარდა ფესტივალისა, 24, 25 და 26 ივლისს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით გაიმართება შეხვედრა, რომელზეც გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე...
ვეტო თუ კანონპროექტზე ხელმოწერა - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში უნდა მიიღოს. საქმე ეხება "თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლითაც 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება და სათემო მუნიციპალიტეტებთან ერთიანდება.
მარგველაშვილს ვეტოს გამოყენებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ, ხელისუფლება კი, რომელიც ცვლილებებს დეცენტრალიზაციის გაძლიერებით ამართლებს, ვეტოს დასაძლევად ემზადება.
https://www.youtube.com/watch?v=eWY7suVHCmM&feature=youtu.be
ჩვენი შეთავაზებაა ელიავას ბაზრობის ტერიტორია რეკრეაციული და გამწვანებული ტერიტორიის სტატუსით გვქონდეს, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის სამომავლო ტერიტორიის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიამ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განვითარდება აღნიშნული ტერიტორია.
„ქალაქის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი შეთავაზებაა, ელიავას...
ფეხით მოსიარულეებს უნდა მიენიჭოთ მეტი უპირატესობა, ვიდრე ეს დღემდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გემერალური გეგმის პროექტიდან გამომდინარე საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაზე კომენტარი გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, უნდა განვითარდეს ველობილიკები, ქალაქი უფრო მეტად მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ავტომობილებზე.
”გენერალურ გეგმაში ასევე კარგად არის წარმოდგენილი ტრანსპორტის ნაწილი. ძირითადი აქცენტი მუნიციპალური ტრანსპორტის შემდგომ განვითარებაზე კეთდება,...
თბილისის გენგეგმის პროექტით რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ 70 ჰექტარ ტერიტორიაზე საავტომობილო გზატკეცილის, ასევე ტრამვაის მოწყობის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია დიდუბიდან ნავთლუღამდე მონაკვეთში არსებული რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ სარკინიგზო მეურნეობის 70 ჰა-მდე ტერიტორიაზე. ”ჩვენ ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფანს ვტოვებთ. გვინდა, რომ რკინიგზისგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის გასწვრივ საავტომობილო გზატკეცილი გაკეთდეს. ქალაქმა თავად...
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მის მიერ გაცემული საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როდის აპირებს მერი მისი და საქალაქო სამსახურების მუშაობის ანგარიშის შეჯამებას.
"მე ვაპირებ, ცალკე შემაჯამებელი ანგარიშის გაკეთებას, სადაც ვისაუბრებ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამაზე, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და რაც შევასრულეთ....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































