ფეხით მოსიარულეებს უნდა მიენიჭოთ მეტი უპირატესობა, ვიდრე ეს დღემდეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გემერალური გეგმის პროექტიდან გამომდინარე საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაზე კომენტარი გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, უნდა განვითარდეს ველობილიკები, ქალაქი უფრო მეტად მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ავტომობილებზე.
”გენერალურ გეგმაში ასევე კარგად არის წარმოდგენილი ტრანსპორტის ნაწილი. ძირითადი აქცენტი მუნიციპალური ტრანსპორტის შემდგომ განვითარებაზე კეთდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ავტომობილებიდან კომფორტულ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაჯდებიან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი