ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში თანამედროვე სტანდარტების  კულტურის სახლი შენდება.   კულტურის სახლში განთავსდება დიდი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საბავშვო კლუბი. აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის თქმით, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. "ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში. ვადევდნებთ თვალ-ყურს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ახლა ვიმყოფებით სოფელ რიყეთში. თანამედროვე ტიპის კულტურის სახლიში  განთავსდება ბიბლიოთეკა, არის გათვალისწინებული ძალიან საინტერესო სივრცეები ბავშვთა...
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება: აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის...
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლად მოწყობილი სპორტული მოედანი საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ დაათვალიერეს. სამუშაოების ფარგლებში, სტადიონზე დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და დამონტაჟდა ლითონის ბადე, კალათბურთისა და ფეხბურთის ძველი ფარები და კარები ახლით შეიცვალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ტრენაჟორები დამონტაჟდება. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა. საბურთალოს...
სარემონტო სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება ქალაქ ბორჯომის №1 და დაბა წაღვერის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. შენობებში სრულად შეიცვლება ძველი კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები და ჭერი, მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები, ელ-გაყვანილობა, შეიღებება შენობების გარე-ფასადი, განხორციელდება ასევე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. დაბა წაღვერის საბავშვო ბაღში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობების რეაბილიტაციის შემდეგ, ოთახები ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. უნდა...
ხულოს მუნიციპალლიტეტის სოფელ ბოძაურში საბავშვო ბაღი შენდება. თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოებს შპს ,,ლაპოტი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 8 კაცია დასაქმებული. 50 ბავშვზე გათვლილი ბოძაურის ახალი საბავშვო ბაღის სახელშეკრულებო ღირებულება 283 555 ათასი ლარია. მშენებარე საბავშვო ბაღი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად...
სოფელ რუსთავის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ორი თვის წინ დაშრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალზე პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც „მტკვარი ჰესმა“ სოფელ საყუნეთიდან რუსთავის მიმართულებით გვირაბის გათხრა დაიწყო. ვერც ჰესის ხელმძღვანელობა და ვერც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წყლის დაწყვეტის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს. როგორც „მტკვარი ჰესში“ განმარტავენ, რუსთავში წყლის შეწყვეტის მიზეზებს კომპანია დაადგენს. მოკვლევა უკვე დაიწყო. „ეს ჩვენ ავიღეთ თავზე, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ნაკლები...
ხულოს მუნიციპალიტეტში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  დაანონსა. ზურაბ პატარაძის თქმით, მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. "სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. ზაფხულში უკვე იწყება ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გატანას ევროპულ ბაზარზე, ასევე ჩვენი ბაზრების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით ბათუმის და ზოგადად დასავლეთ საქართველოსი",-აღნიშნა ჟურნალისტებთან ზურაბ პატარაძემ. წყარო:...
ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მერია ბიუჯეტის 4 მილიონით გაზრდით წინასაარჩევნოდ მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. ”ოპოზიციას 3 წელზე მეტია ეჭვები აწუხებს და არ ასვენებს, განსაკუთრებით საბიუჯეტო ცვლილებების დროს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ გვერდნახევრიან საბიუჯეტო ცვლილებებში ისინი ვერ გაერკვნენ,...
ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები, - თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დავით ნარმანიას განმარტებით, ვაკის პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ. ”რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“, -...
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება, - თბილისის მერის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. კერძოდ, საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე. თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრესთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა. „ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს...
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა მას შეთავაზება. "ვნახოთ, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რა და როგორ არის. ვიცი, რომ უფლებამოსილების ვადა აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსს დღეს ეწურება. მოადგილე შეასრულებს მოვალეობას დადგენილი წესით", - განაცხადა დავით ნარმანიამ. კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 მილიონამდე ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან კორუფციული გარიგების შედეგად უმიზნოდ გაიხარჯა. „საქმე ეხება 2016 წლის აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღის შემდეგ შექმნილმა კომპანიამ გაიმარჯვა. „გამწვანება 2016“-მა სულ 4 ტენდერი მოიგო, სანაცვლოდ კი 3 მილიონამდე...
დღეიდან, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორ მხრივად. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ქ. თბილისში ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას. წყარო: აიპრესი
https://www.youtube.com/watch?v=7PsRb8Hz9KQ ქობულეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“  ხუცუბანში წყლის პრობლემას გამოეხმაურა. განცხადება ლელა ვერულიძერმ გააკეთა. მან  აღნიშნა, რომ დახარჯული ორი მილიონი ლარის ფონზე სოფელში შედეგი არ ჩანს. ონკანებიდან სასმელად უვარგისი წყალი მოდის. საკრებულოს წევრმა წყალი სხდომაზე ნიმუშად   მიიტანა და  ქობულეთის გამგებლის მოადგილეს შეუსრულებელი დანაპირებიც შეახსენა, რომელიც,  მისივე თქმით აცხადებდა, რომ პრობლემას შეისწავლიდა და წყალსადენებზე ფილტრები დამონტაჟდებოდა. მალხაზ რომანაძემ აღნიშნა, რომ ფილტრაციის სისტემის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ