ახალციხეში, ცენტრალურ, კოსტავას ქუჩაზე, ტროტუარები შეაკეთეს – დაიგო ახალი ფილები და ფეხით სავალი ნაწილი გაგანიერდა, თუმცა, ტროტუარს აღარ აქვს სანიაღვრე არხი. მერიაში ამბობენ, რომ რეალურად, სანიაღვრეების საჭიროება არ იყო. კოსტავას ქუჩის ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, იმაზე გაცილებით ფართეა, ვიდრე აქამდე იყო. ტროტუარებზე აღარც სავაჭრო დახლებია გადმოდგმული და აღარც ფართე მიშენებები მაღაზიებზე, რაც მოძრაობას ართულებდა. ახალი ტროტუარები ადპტირებულია შშმ პირებისთვის. თუმცა, ახალ,...
ახალციხის მერია, 9 აპრილის ქუჩაზე ცხრა კორპუსის, ხოლო კოსტავას ქუჩაზე ერთი კორპუსის ფასადის შეკეთებას იწყებს. სამუშაოებზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 608 014 ლარი. ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, შპს “ABEKA“ მონაწილეობდა და მან ტენდერი 605 324 ლარით მოიგო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი კორპუსების ფასადების შეღებვა: 9 აპრილის ქუჩაზე №1,№2, №4, №5, №6, №7, №9, №12, №13; (ის...
https://www.youtube.com/watch?v=8hho9e9i2dQ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრისა“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს დისკუსიას თემაზე: „თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“. რას მოუტანს ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა; რა გამოწვევების წინაშე დადგნენ თვითმმართველი ქალაქები ადგილობრივი არჩევნების წინ და რა გავლენას იქონიებს „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე - ეს ის საკითხებია, რომელიც ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი...
გორის სკვერებსა და გაზონებში ძველი ნიადაგი ახლით შეიცვლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო. ადმინისტრაციის ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ადგილზე (გორიდან 15 კ მანძილის მოშორებით) ნიადაგის აღების ნებართვა უკვე გასცა. მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი ტერტორიის გამოყოფის მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებაში პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეც იყო ჩართული. ნიადაგის შეცვლა 14 სკვერში მოხდება, რომლებიც: თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ფურცელაძის, კეცხოველის, გორიჯვრის, აღმაშენებლის,...
გორში, ვერხვების დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში მემორიალი მოეწყობა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო. არქიტექტურის განყოფილების მირ შედგენილი მემორიალური დაფის ნახაზი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. მემორიალი, ძირითადად, აგვისტოს ომში დაკარგულ მოქალაქეებს და სამხედრო პირებს, ასევე, ომის 9 წლისთავს ეძღვნება, თუმცა, მისი მოწყობა 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე ვერ ესწრება. ვერხვების დასახლებაში დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, ფრონეს ხეობიდან...
30 -კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC“ გამოცხადდა. "ჩემი ინფორმაციით, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის წინასწარი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 21 მილიონი ლარია გამოყოფილი. გზა სატრანზიტო მნიშვნელობის იქნება, რაც დადებითად აისახება ახმეტის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. გზის რეაბილიტაციის შემდეგ ახმეტის გავლით გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ყაზბეგის მიმართულებით,ასევე საზღვარგარეთ, რაც...
2018 წლის 1 იანვრიდან ქედის მუნიციპალიტეტს დოლონგის ადმინისტრაციული ერთეული დაემატება. საბოლოო ჯამში, ქედის მუნიციპალიტეტში 9-ის ნაცვლად 10 ადმინისტრაციული ერთეული იქნება. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ცინცაძის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, 2018 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები იქნება: დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: დაბა ქედა, სოფელი ქედა, სოფელი გულები, სოფელი ხუნკუდა, სოფელი ორცვა, სოფელი არსენაული, სოფელი შევაბური, სოფელი ძენწმანი,...
ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა იწყება, რომლის ღირებულება 415 000 ლარს შეადგენს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის შესახებ პროექტი გააცნეს. ქალაქის ვიცე-მერის...
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს. ვანში დაგეგმილია ძველი მუზეუმის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე, მუზეუმი სპეციალური ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს. მოეწყობა ავტოპარკი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ადგილზე უკვე მიმდინარეობს ახალი ოთხ სართულიანი მუზეუმის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში განახლდება საფეხმავლო ხიდიც, რომელიც...
"ქართული ოცნების" დამარცხებისთვის აუცილებელია გაერთიანება, - ამის შესახებ  "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს. მისივე თქმით, მის მოწოდებას პროდასავლური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ადამიანების გამოხმაურება მოჰყვა და დღეს კონსულტაციები იმართება . "პირველი - "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის აუცილებელია გაერთიანება; მეორე - ვფიქრობ, რომ ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების დამარცხება, უნდა გავერთიანდეთ პროდასავლური პროგრესული ჯგუფები, არა მარტო...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს: იმისათვის, რომ მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით...
ბათუმში ავტობუსების გაჩერებების მონიშვნის სამუშაოები დღეს დილის 04:00 საათიდან დაიწყო. თანამედროვე სტანდარტის ნიშნულების მოხაზვა ქალაქის მასშტაბით 200-მდე გაჩერებაზე განხორციელდება და ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. უკვე დასრულდა ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები. 20 ათასი კვ.მ-ის სიგრძის ველოტრასა სრულად შეიღება. სამუშაოების პირველი ეტაპი ბილიკის შეღებვას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპზე კი, ბილიკის სპეციალური ნიშნებითა და გამყოფი ზოლით მოხატვა განხორციელდა. სამუშაოებს მერიის სატანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ახორციელებს.
გურჯაანში, შესაძლოა, ძაღლების თავშესაფარი აშენდეს. ამის შესახებ თელავის მერიაში აცხადებენ. როგორც თელავის ვიცემერი თენგიზ მთვარელიშვილი აცხადებს, თავშესაფარში, საწყის ეტაპზე, 130 ვოლიერი განთავსდება. "ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად თელავში მომრავლებული უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრა დავისახეთ. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორის მოძიების მიზნით, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან. საუბარია ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობაზე, რომელშიც საწყის ეტაპზე დაახლოებით 130 ვოლიერი განთავსდება. თავშესაფარი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრომაციით, სოციალური პროგრამებით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში 595 ბენეფიციარმა ისარგებლა. ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა. გახარჯული თანხა 3200 ლარი: • 2000 ლარი - 2 - 100 წელს გადაცილებულ ბენეფიციარზე (თითოეულს 1000 ლარის ოდენობით). • 400 ლარი - 4 მარტოხელა მოხუცზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). • 800 ლარი - 4 სოციალურად დაუცველი...
სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. გამგეობის მიერ,  როგორც ცენტრალურ ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში, ასევე  საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში, შეიცვალა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა და  შეიცვალა საკანალიზაციო და წყალსადენის ცენტრალური ქსელი. გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარები, რომლებიც ადაპტირებულია შ.შ.მ. პირებისათვის. სამგორის რაიონში სამუშაოები სულ  68 მისამართზე განხორციელდა. წყარო: აიპრესი
ქუთაისში, მწერალთა სახლის დაწვარი შენობის ნაწილის ადგილას სასტუმროს განთავსება იგეგმება. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ინვესტორი, რომელიც იქ სასტუმროს ააშენებს, უკვე მოძიებულია, შენობის ნაწილი კი, აუქციონზე გასატანად არის მზად. "მწერალთა სახლი  ამორტიზებულია, ამასთანავე არაერთხელ იყო საუბარი იქ არსებულ ანტისანიტარიაზე, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან შენობა, მოვიძიეთ ინვესტორი და ჩვენი პირობებით გაგვაქვს აუქციონზე. კერძოდ, იქ არსებული უნიკალური ბაღი უნდა შენარჩუნდეს, მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ