არ მგონია, რომ ელიავას ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელი იყოს გამწვანებული სივრცის მოწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  განაცხადა, რითაც ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ელიავას ტერიტორია სამშენებლო ნაგვით არის დაფარული და იქ მწვანე საფარი ვერ მოეწყობა. თბილისის მერი შპს “მულტიტესტის” მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა და განმარტავს, რომ დღემდე არავის უნახავს, რას ეყრდნობა ეს კვლევა. “მეეჭვება ეს კვლევა...
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ  პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო" ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ "თავისუფალი საქართველოს" ინიციატივით დაიწყო ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები, რომლის მიზანიც იყო ოპოზიციას (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) წარედგინა თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი. "კონსულტაციები გაიმართა "დემოკრატიულ მოძრაობასთან", ლეიბორისტულ პარტიასთან, "პატრიოტთა ალიანსთან", სხვა პარტიებთან, რაც გაშუქდა მედიით. სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ იგნორირებით უპასუხა ჩვენს ინიციატივას. განსაკუთრებით...
წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მანქანების ნაკადებთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა და იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური შედეგი დადგება, პეკინზე ავტომობილები ცალმხრივად იმოძრავებენ. დავით ნარმანიას თქმით, კვლევის ამ დროისთვის არსებული შედეგებით, პეკინის ქუჩის გაცალმხრივების მომხრე არიან როგორც მძღოლები, ისე ცალკეული მოქალაქეები. „მოქალაქეთა გამოკითხვამ პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით, ისევე,...
ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის წიგნსაცავი ოთახები, მოწესრიგდება სველი წერტილები. დაწესებულებაში უკვე შეიცვალა კარ – ფანჯრები. რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის ორ ოთახს. ერთ – ერთში კი სამომავლოდ უსინათლო ადამიანებისთვის შესაბამისი კუთხე მოეწყობა. ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულების სტადიაშია. ქალაქის საავტომობილო გზებზე ვახუშტი ბატონიშვილის, 300 არაგველის და ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევში რეაბილიტაცია უტარდება გზის საფარს და სანიაღვრე სისტემას.  300 არაგველის ქუჩის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 161285 ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებიც და მისი ღირებულება 398 400 ლარს...
ტურისტული სეზონის პარალელურად, მახუნცეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო სავაჭრო დახლები, შენდება ტურისტული ცენტრი, ღია სცენა, ხელოვნური საფარით მინი სპორტული მოედანი, სველი წერტილების ობიექტები, კეთილმოეწყო ავტოსადგომი და მიმდინარეობს კიდევ ერთის მოწყობა, ეწყობა ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორია დეკორატიული ხიდით, დაგეგმილია ჩანჩქერის მიმდებარედ ადაფტირებული ბილიკების მოწყობა და ა.შ. მახუნცეთის კეთილმოწყობისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 700 000 ლარია გათვალისწინებული.
 ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაობი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე იმყოფებოდნენ. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული....
აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მარანსა და სოფელ პირველ მაისში გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები  ხორციელდება. მიმდინარე პრექტები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს.   სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს:   მაცხოვრისკარიდან სოფელ ძველი აბაშის მიმართულებით,  გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევში და  აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფელ კოდორის მიმართულებით. მეორე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 163 179...
თბილისის მერობის კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" თენგიზ შერგელაშვილის აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხრიდან საქმე ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს ან კიდევ უფრო უარესთან. შერგელაშვილი პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს: "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ორწუთნახევრიან ვიდეომონოლოგში, რომელიც ქალაქში პარკირების პრობლემას შეეხება, იმდენ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ეს არაკომპეტენტურობაა, თუ კიდევ უფრო უარესი? პირველი, პარკირების ადილების რაოდენობას თბილისის მერია განსაზღვრავს...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ქუთაისის, გაპონოვის ქუჩის მოსახლეობის პორტესტს პასუხობენ. კომპანიის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, განცხადებით. გაპონოვის ქუჩაზე სამუშაოებს 10 დღეში დასრულდება და გზის საფარიც დაიგება. "გაპონოვის ქუჩაზე არ დასრულებულა პროცესი. რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, გადაერთების სამუშაოები ტესტირების რეჟიმით, და დაიწყება საფარის დაგება. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ ,,ეს ემ კა"-ს საქმიანობას და ხარვეზების შემთხვევაში მივმართავ. მათ ჯერ უარი არ უთქვამთ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისთვის დასრულდა წერეთლის ადმინისტრაციულში,  სოფელ ნორგიულის შიდა გზების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  მოასფალტდა   1 808 მეტრი სიგრძის  გზა. პროექტი განხორციელდა   რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან და  ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  318 588 ლარია.  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების   ფონდიდან გამოყოფილია 172 038 ლარი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი  146 550 ლარი. აღნიშნულ სოფელში, გზის რებილიტაციის პროექტი,...
მარნეულის მუნიციპალიტეტში,  შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შაუმიანის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 263 მეტრი სიგრძის გზა, სრულად მოასფალტდება №52, №20, №8  ქუჩები და №1  ქუჩის ნაწილი.  პროექტი ხორციელდება  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის  თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება შედგენს 396  343 ლარს.   რგპ  ფონდიდან გამოყოფილია   167 649,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი  142 812  ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვესაგები...
ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია იწყება. სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი“ აღადგენს. დაზიანებული გზის საფარი დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყება.
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის განმარტებით, დიდ დიღომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარდა და პეკინის ქუჩის მსგავსად, ველობილიკის მოწყობა მირიან მეფის ქუჩაზეც არის დაგეგმილი. "’დიდ დიღომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და პეტრიწის ქუჩებზე. ველობილიკის მოწყობა მირიან მეფის ქუჩაზეც არის გათვალისწინებული", - განაცხადა...
ბოლო 3 წლის განმავლობაში 7 ათასი თბილისელი დარჩა სახელმწიფოს დახმარების გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მაცივარი ან ფერადი ტელევიზორი შეიძინეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები არ დასრულდება მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. "თბილისში ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად ელოდება სახელმწიფოს დახმარებას. დღეს არსებობს ძალიან მახინჯი პოლიტიკა სოციალურად დაუცველთა მიმართ -...
"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა. თუმცა,  მერის თანამდებობაზე კენჭისყრა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას არ გამოიწევს. "საარჩევნო კოდექსი" იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომელთა საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატად დასახელება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. ეს შეზღუდვა პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ