ახალდაბის საჯარო სკოლის შენობაში ელექტროსისტემის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, სკოლაში არსებული ელექტროსისტემა 1992-93 წლებში მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან, მას შემდეგ კი ელექტოენერგიის შეყვანა სკოლის მხოლოდ სამ კაბინეტში მოხერხდა.
„ ფაქტობრივად, ორ ათეულ წელზე მეტია სკოლას ელექტოენერგია არ აქვს, რაც სასწავლო პროცესს რიგ პრობლემებს უქმნის. ადგილობრივი რესურსებით ჩვენ გადავწყვიტეთ მოვახდინოთ არსებული ამორტიზებული ქსელის დემონტაჟი და სკოლის...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სია და მაჟორიტარობის კანდიდატების შემადგენლობა მნიშვნელოვნად განახლდება.
როგორც თალაკვაძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კონსულტაციები დასრულებული არ არის და შესაბამისად, კანდიდატის ვინაობა ცნობილი არ არის.
“დღეს “ქართული ოცნება“ წარადგენს კანდიდატებს საკრებულოს არჩევნებისთვის. შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ...
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, წაღვერში ახალგაზრდული ცენტრი და მასთან არსებული ხის საამქრო გაიხსნა. ცენტრში ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ, საწარმოში კი ხის სათამაშოებსა და სუვენირებს დაამზადებენ.
მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ცენტრის გახსნის იდეა წაღვერში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით. როგორც პრეზენტაციაზე მათ აღნიშნეს, ცენტრის მთავარი მიზანი დაბაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა...
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული თბილისის პარტნიორ ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს ანდრეი კრუშევიჩს შეხვდა. შეხვედრას, რომელზეც ვარშავისა და თბილისის ზოოპარკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი თბილისში ახალი ზოოპარკის განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში,...
არაოფიციალური ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, ჩაჩანიძე სამსახურში ორი დღეა არ გამოჩენილა.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციით, ჩაჩანიძე ერთკვირიანი შვებულებით სარგებლობს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, პოსტზე აღარ დაბრუნდება.
დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩაჩანიძე ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და ამ გადაწყვეტილებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.
„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, შესაძლოა, ჩაჩანიძემ თვითმმართველობის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკე - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი - თემურ გორგაძე; ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორი - გიორგი დოხტურიშვილი,...
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. რეგიონის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, დასრულებულია სკოლებში ინვენტარის შეტანის პროცესი.
დღეს, შუახევის რესურსცენტრში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს სულიკო თებიძეს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებმა ახალი სასწავლო წლის სამზადისთან დაკავშირებით სკოლებში არსებული მდგომარეობა გააცნეს.
დირექტორების ცნობით შუახევის მუნიციპალიტეტში ყველა საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია და...
ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, მაღაროს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, საგზაო სამუშაოები გრძლედება ავშნის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღეში მეორე ფენა ასფალტის საფარი დაიგება და ამით ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდება.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხევისუბნის ქუჩაზეც - გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის პარალელურად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს...
ქუთაისში 30 წლის წინ უსახსრობის გამო გაჩერებული პროექტი წელს დაიწყო.
სულხან საბა- ვაკისუბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2017 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მილიონ რვაასი ათასი ლარი ჯდება. აღნიშნული გზა ნიკეას ქუჩაზე გამავალ ავტობანს უკავშირდება. პროექტი ორ წლიანია. სამუშაოების მთავარი ნაწილი წელს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. მისი თქმით პროექტის მიზანი ჭავჭავაძის ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში "მე ვირჩევ!" იწყებს იმერეთის რეგიონის 6 ოლქის ჩართვას წინასაარჩევნო ინფორმირების, ყველასთვის საინტერესო, ნოვატორულ, საგანმანათლებლო, საცნობარო ტურში.
ჩვენ ერთად მოვივლით ქალაქებს: ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას, ტყიბულს, თერჯოლას და ადგილობრივ მოსახლეობას გავუზიარებთ ცოდნას, რათა მათი უპირატესი ხმის უფლება დაცული იყოს! რათა მათთვის ნათელი გახდეს არჩევნებზე მისვლის აუცილებლობა და აქტივობის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, იმ...
ახალციხეში საბარგო სადგურზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობა გზის სამშენებლო სამუშოებისა და მტვრის გამო გაუსაძლისია. ადგილობრივები გზის მორწყვას ითხოვენ;
ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურის დასახლებაში, სადაც გზა 2 კილმეტრსა და 600 მეტრზე იგება, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
„დაგვაავადმყოფა ამ მტვერმა, ორ თვეზე მეტია ასე ვიხრჩობით, გარეთ ვერ გამოვდივართ, ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ, ფანჯარას ვერ ვაღებთ, სარეცხს სახლში ვაშრობთ. ასე როდემდე უნდა ვიყოთ?!“ –...
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, საინიციატივო ჯგუფმა, თვითმმართველობის არჩევნებზე, ასპინძის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა.
ხუთკაციანი ჯგუფის განცხადება, რომელსაც თან ლევან ცაბაძის თანხმობა ერთვის, ასპინძის საარჩევნო ოლქმა უკვე დაარეგისტრირა. ოლქის თავმჯდომარის, როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, ლევან ცაბაძის საინიციატივო ჯგუფს ყველა შესაბამისი დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.
ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, ასპინძის მოსახლეობამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებიდან“ აირჩია. რატომ გადაწყვიტა არჩევნებში...
„ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა, მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საოლქო და საუბნო კომისიებს „ ქართული ოცნება“ აქტივისტებით, კონკურსის გარეშე აკომპლექტებს.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, აღნიშნული პირები ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისში გადიან რეგისტრაციას და შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შესაბამისი ვიდეო-მასალა წარუდგინა.
„ჩვენ ვიდეო მასალა გვაქვს, რომლითაც დასტურდება, რომ...
2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი. 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე სულ შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა...
ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში 15-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოსახლეობას სასმელი წყალი დაახლოებით ოცი დღეა არ მიეწოდება, რის გამოც წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.
„ოც დღეზე მეტია სასმელი წყალი საერთოდ არ მოგვეწოდება, მოსახლეობა გაწამებულები ვართ, რამდენიმე კილომეტრიდან წყალს ხელით ვეზიდებით, ბავშვისთვის კი ვყიდულობთ, ასე გაგრძელება და ცხოვრება შეუძლებელია.“- განაცხადა სოფელ ოქრუაშვილებში მცხოვრებმა მანანა ცეცხლაძემ.
„სასმელი წყლის პრობლემა...
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულად მოქმედებენ.
მისივე თქმით, ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ვერცერთ პროცენტს ვერ მიიღებს.
"ალეკო ელისაშვილი თავიდანვე იყო ასოცირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". მთელი მისი ქმედება, რასაც ის გეგმავდა იყო შეთანხმებული "ნაციონალურ მოძრაობა"-სთან. ასე რომ არც შემთხვევითი კადრებია, არც შემთხვევითი ამბავია, არც დამთხვევა. ისინი ერთნი არიან, უბრალოდ სხვადასხვა როლებში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































