თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ფურცელაძის N16–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის წესების დაცვით, ავარიული შენობის ორივე ბლოკი დაიშალა და ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, წყალარინების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა.
ისტორიული შენობის ფასადის ერთი ნაწილი შენარჩუნდა და აღდგა პირვანდელი სახით, ასევე, განხორციელდა...
რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ყველა ოჯახს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, შეიქმნა საგანმანათლებლო არხი, რითაც პრობლემა გადაწყვიტეს.
„ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის....
ქობულეთში ძლიერი შტორმის შედეგად ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შტორმის გამო, სასეირნო ბილიკები ქვა-ღირღითა და ქვის ლოდებით დაიფარა.
მოსახლეობის თქმით, ქარისა და შტორმის შედეგად, სანაპიროსთან მწვანე ნარგავებიც დაზიანდა. ისინი ქობულეთის მერიას სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას სთხოვენ.
გორის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჭაბუა ამირეჯიბის სახელის მინიჭება სურთ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული ინიციატივა გორის უნივერსიტეტში გაჟღერდა, სადაც ამირეჯიბის 100 წლის იუბილე აღინიშნა. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის თქმით, ამირეჯიბის ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მერიას ინიცირებით მიმართავენ.
“ღონისძიების ორგანიზატორმა მერაბ რატიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ გორში ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა არსებობდეს. ინიციატივით მივმართეთ საკრებულოს ხელმძღვანელს, ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. გავივლით...
2 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.
2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომიტეტების ფარგლებში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
“შემოსულობების ნაწილი 349 მლნ. ლარით იზრდება. ეს სრულად არის საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. გარდა ამისა, შემცირებულია სესხის აღების მაჩვენებელი - 150 მლნ. ლარით ნაკლებს ავიღებთ. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია. დეფიციტი ნომინალურ გამოხატულებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,...
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 29 151 800 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2022 წელს 3 800 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 6 000 000 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ...
წინა სტატია
დღეიდან, 1 დეკემბრიდან გაზის ტარიფი ზოგიერთ ქალაქსა და დასახლებაში იზრდება. სემეკმა მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილება სწორედ დღეიდან ამოქმედდება.
სად და რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი:
შპს "დიდი დიღმის" მომხმარებებს გაზი 1 თეთრით გაუძვირდება. დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება;
შპს "თელავგაზის" მომხმარებელსაც (თელავის მოსახლეობას) ტარიფი 1 თეთრით გაეზრდება და 1 კუბური მეტრის...
2017 წელს გორის მერიის და გამგეობის შერწყმის პროცესში ნინო გელაშვილისთვის, რეორგანიზაციის შემდეგ, მერიაში სამსახური ვეღარ გამოიძებნა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
იგი 2017 წლამდე მერიაში იყო დასაქმებული. გელაშვილმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მობილობის პროცედურების განხორციელების შედეგად სამსახურში დანიშვნის ბრძანების გამოცემის დავალდებულება და განაცდურის ანაზღაურება.
გორის მერიის ცნობით, გელაშვილის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
“მერიას დაეკისრა 5 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის გაცემა”...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
შოთა რეხვიაშვილი 2018 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა.
2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა.
1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი...
გორში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მერიის განმარტებით, ძველ განათებებთან ერთად დაემატება ახალი განათებებიც, რომლებიც იმ ქუჩებზე განთავსდება, სადაც გასულ წლებში ვერ ხერხდებოდა მონტაჟი.
ინფორმაციისთვის, მერიამ ახალი განათებები წელსაც შეიძინა რაც ჯამში 96 000 ლარზე მეტი დაჯდა.
აღნიშნულ სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტო ასრულებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ 2021...
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში მოქმედი შპს "კერკის" შენობაში გაიმართა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სხდომაზე „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი, გოჩა ბერიძე წარსდგა.
მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 4,9 მილიონ ლარზე მეტია და სამომავლოდ, პროგრამების ბიუჯეტის გაზრდაა დაგეგმილი.
„მომხსენებელმა, კანონმდებლებთან, ასევე ისაუბრა ციტრუსოვანთა ნაყოფის დამზადებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ და უპასუხა მათ...
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იცვლება - პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტი წინა კვირაში გაეგზავნა. მისი მიხედვით, მთავრობის ხარჯები 297 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 19.97 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება, რაც COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება. სამინისტროს დაფინანსება 376 მილიონი ლარით, 6.47 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. კოვიდის მართვასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პენსიონერთა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამითაც არის...
გორში, კვერნაქის დასახლებაში, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, 914 მეტრი სიგრძის გზა მოეწყობა.
„ასფალტ - ბეტონის საფარით დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.
პროექტი გარდამავალია, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
რაზმაძის ქუჩის საგზაო ნაწილი ინტენსიური ცვეთისა და ნალექების...
დღეიდან რეგიონებში ბიზნეს სუბიექტებისთვის გაზის ტარიფი იზრდება. პურუს ქარხნების გარდა ტარიფი ბიზნესისთვის 1,15 ლარი იქნება. "სოკარ ჯორჯია გაზი" ტარიფს 20 თეთრით, ხოლო შპს "ინტერ გაზი", რომელიც 6 თეთრით აძვირებს.
სოკარ ჯორჯია გაზი რეგიონების უდიდეს ნაწილს ფარავს. ასევე თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში არსებულ აბონენტებს ემსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარიფის ცვლილება მათ არ შეეხება.
კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდასა და ლარის...
1-2 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი დელეგაცია კახეთს ეწვევა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ვიზიტის მიზანია „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების დათვალიერება.
მათი განმარტებით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა.
„ვიზიტის მონაწილეები არიან:სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი; მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































