მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტებისპროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი. გვსურს, გამოვეხმაუროთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია  და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები მმართველმა გუნდმა  წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის გარეშე დაგეგმა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მის დეცენტრალიზაციაზე. დაჩქარებულ რეჟიმში, ყოველგვარი საგნობრივი მსჯელობისა და მუნიციპალიტეტების...
პოლიტიკურ პარტიებს ცესკო-ში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით განცხადების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ. ცესკო-ს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, ამ დროისთვის 2 საარჩევნო ბლოკია რეგისტრირებული. "დღეს ბოლო ვადაა, როდესაც რეგისტრირებულ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბლოკის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მომართონ. ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრაციაში 2 საარჩევნო ბლოკია გატარებული. კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებული პარტია ცესკო-ს თავმჯდომარეს...
ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 2017 წლის 2-4 სექტემბრის...
”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, საქართველოში, 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, გამოვლინდა რიგი დარღვევები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 82 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების ორი, ზეწოლა-მუქარის ორი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – ერთი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – სამი, დამკვირვებლისთვის ხელისშეშლის – ერთი...
”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცვლილებები მასიურად შევიდა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ”სამართლიანმა არჩევნებმა“ მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ცვლილებების დაკვირვება ივნისის თვიდან განახორციელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტებში ცვლილებები ფორმალურად საარჩევნო კოდექსის დაცვით განხორციელდა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ცვლილებების შედეგად ინიცირებული პროექტების განხორციელება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვევა, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გაგრძელებაა. ”ამ პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას 24 ივლისიდან ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში მოიცავს ძირითადად ა/წ 24...
ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია, - ასე დაიწყო თავისი მიმართვა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი კანდიდატურის მხარდამჭერებისთვის წარდგენისას. მისი თქმით, ქუთაისი ყველა პატრიოტის საზრუნავი უნდა გახდეს. ის ქუთაისელებს ჰპირდება, რომ, მისი გამარჯვების შემთხვევაში, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ პრეზიდენტი და სამინისტროების უმრავლესობაც ქუთაისში გადავა. მან ასევე, პირობა დადო, რომ გადაწყვეტილებებს ფართო პოლიტიკური კონსენსუსითა და მოქალაქეთა ჩართულობით მიიღებს, ხოლო მერიაში პრემიებს ვეღარავინ...
ჩოხატაურში "ქართული ოცნების" წევრების ნაწილი გამგებლობის კანდიდატის შეცვლას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა და პარტიას კანდიდატის შეცვლის თხოვნით მიმართა. ჩოხატაურის მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მათ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სხვა კანდიდატურით შეცვალონ. "დარწმუნებული ვარ, არჩევნებს ირაკლი კუჭავა, რომელსაც პარტია გამგებლობის კანდიდატად წარადგენს, ვერ მოიგებს და "ქართული ოცნება" დარჩება წაგებული. ჩვენ, ვინც დღეს ამ აქციაზე ვდგავართ, ყველა "ქართული...
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ მერობის კანდიდატის შესწორებული საბუთების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა ხვალ იწურება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშია აღნიშნული. გრაფიკის თანახმად, შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში წყდება. გარდა ამისა, ხვალ იწურება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ...
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი განმარტავს, რა სახის იქნება პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ. კერძოდ, როგორც კუბლაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”დღის თემა” განაცხადა, რეაბილიტაციის შემდეგ პეკინის ქუჩაზე მოეწყობა ველობილიკები, ავტობუსის ახალი გაჩერებები, ახალი ტროტუარები და ა.შ. ”გზის სავალი ნაწილი თითქმის დასრულებულია, 100-მეტრიანი მონაკვეთი დარჩა და დილისთვის დასრულდება ეს სამუშაოები. სრულად ვართ გადართული ტროტუარების კეთებაზე. მარცხენა მხარეს დღეს ეს სამუშაოებიც...
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანამ ოთხი ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. შედეგად, ფორმალურად არსებული თვითმმართველობები კვლავაც დედაქალაქიდან – თბილისიდან იმართება. 21 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მერები და საკრებულოს წევრები 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში უნდა აირჩიოს, თუმცა არჩევნებამდე 3 თვით ადრე მხოლოდ დედაქალაქში დასახელდა მერობის კანდიდატები. ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არ იციან, თუ ვინ არიან მათთან საარჩევნო კანდიდატები, არადა, არჩევნებამდე 1.5...
ავტორები: ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი ირაკლი ხვადაგიანი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია თემის თვითორგანიზების, თვითმოქმედების და მობილიზების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საბჭოთა საქართველოში (1921-1991 წწ),  ცენტრალიზებული მართვის პირობებში, არ არსებობდა; სათემო განვითარებასა და თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყო. უკვე 25 წელია, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საკითხებზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია მუშაობს; თემა და სამუშაო მეთოდოლოგია გარდამავალ პერიოდში...
დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 1 დეკემბრისთვის თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო იქნება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში განუცხადეს, "ქონების მართვის სააგენტოს" მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს „კონსალტინგ გრუპმა“ გაიმარჯვა. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. ”აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე...
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს. "ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს არის...
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, კახეთსა და თუშეთს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით შესანიშნავი პოტენციალი აქვს ტურიზმის კუთხით. „თითოეული ჩამოსული ახალი...
"რესპუბლიკურმა პარტიამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა. საკრებულოს დეპუტატობისთვის ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია  და ლაშა ომარაშვილი იბრძოლებენ. სიის ხუთეული ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა წარუდგინა. ბერძენიშვილის განცხადებით, მომდევნო ხუთეულს პარტია შემდეგ კვირას დაასახელებს. წყარო: 1tv.ge

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ