ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგებაშვილის, კ. გამსახურდიას, საითნოვასა და ქუთაისის ქუჩებზე დაზიანებული ქვაფენილის აღდგენა განხორციელდა. მოიხრეშა ფილები და შეკეთდა ბორდიურები. სამუშაოები ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა განახორციელა.
წყარო: ბათუმის მერია
✔ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლაშა გოგიასთან და მერიისა და სპორტის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, რეაბილიტირებული ძიუდოს დარბაზი გახსნა.
✔ დარბაზის რეაბილიტაცია, ქალაქ ზუგდიდის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტით განახორციელა, რისთვისაც 108 000 ლარი გაიხარჯა.
✔ დარბაზში ფუნქციონირებს ძიუდოსა და სამბოს სექცია, რომელიც 130 სპორტსმენზეა გათვლილი.
✔ მომავალაში დარბაზის ბაზაზე, ძიუდოსა და სამბოს ქალთა ჯგუფების შექმნა იგეგმება.
წყარო: ქალაქ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საარჩევნო სიის გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
30 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებულია ცვლილებები პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, პარტიულ სიაში ყველა მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ცესკოს კი ენიჭება უფლებამოსილება, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პარტიის რეგისტრაციის განაცხადს ხარვეზი დაადოს, ხოლო თუ პარტიები ხარვეზს არ გამაოსწორებენ, უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
გარდა...
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა ჟურნალისტებს სადამკვირვებლო მისიის როლი და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
"მე-14 არჩევნებია, რომელსაც ეუთო აკვირდება. აქ ხელისუფლების მოწვევით ვიმყოფებით. მისიის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შევხვდებით. ჩვენი მთავარი როლია დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ ანგარიში მოვამზადოთ.
ჩვენ შედეგი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს. არამედ გვაინტერესებს, როგორ იქნება დემოკრატიული...
დედაქალაქის მერია თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიცინეტის შეზღუდვის მოხსნას არ გეგმავს. განცხადება დავით ნარმანიამ გააკეთა.
კოეფიციენტის შეზღუდვა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში თითქმის 2 წელია მოქმედებს და თბილისის მერის განმარტებით, სწორედ ამ შეზღუდვის შედეგად მშენებლობებმა თბილისის ცენტრალური უბნებიდან, სხვა უბნებში გადაინაცვლეს.
თბილისის მერის თქმით, გენერალური გეგმის ჯგუფი მერიას კოეფიციენტის შეზღუდვას სხვა უბნებშიც სთავაზობს, რაც საკრებულოს მსჯელობის საგანი გეგმის საბოლოო ვერსიის წარდგენისას გახდება.
გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ინიციატივით, ქალაქის სამომავლო...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცხადებს. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოების დასაწყებად ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება.
„გადაწყვეტილება მიღებულია და მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცხადებს ტენდერს ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა,...
21 ოქტომბერს, საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. კენჭისყრის დღემდე 39 დღე რჩება. იციან თუ არა ამომრჩევლებმა რისი არჩევნები მოდის - ეს კითხვა ქუჩაში ადგილობრივებს დავუსვით. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა არჩევნების შესახებ ინფორმირებული არ არის. რა ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობაში და რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, ნახეთ სიუჟეტში
https://www.youtube.com/watch?v=MGY-uoxKojU
წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი აცხადებს, რომ 200 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც მიცკევიჩისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე აშენდება, მთლიანად უზრუნველყოფს იმ ავტომობილების მომსახურებას, რომლებისთვისაც პეკინის ქუჩაზე საპარკინგე ადგილები გაუქმდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად საჭირო არ გახდება ახალ რეაბილიტირებული პეკინის ქუჩაზე გზის ახალი საფარის აყრა, რადგან სამშენებლო სამუშაოები გვირაბული წესით ჩატარდება.
პროექტთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას რამდენიმე წინადადებები...
წინასაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაშია, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბორჯომის მერობის კანდიდატები საზოგადოებას უკვე წარუდგინა, პარტიების ნაწილი შეხვედრებს ატარებს და ამომრჩეველს პროგრამას აცნობს.
ამ დროისთვის ბორჯომში მერობის მხოლოდ 4 კანდიდატის ვინაობაა ცნობილი, საბოლოოდ რამდენ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება მაოსახლეობას 21 სექტემბერს გახდება ცნობილი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე კანდიდატების დარეგისტრირების ვადა იწურება.
წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი
მეტროსადგური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ამუშავდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ფონდში აცხადებენ, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურში ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და 20 სექტემბრამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა...
"ლეიბორისტული პარტიიდან“ თბილისის მერობისთვის გიორგი გუგავა იბრძოლებს.
პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად გუგავა დღეს 12:00 საათზე წარადგინა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გიორგი გუგავა „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანია.
წყარო: იმედინიუსი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის, გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლისა და საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვს.
ამის შესახებ ადგილობრივებმა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს განუცხადეს.მერეთის ადმინისტრაციულ თემში შემავალ სოფლებში სახალხო დამცველი გუშინ, 13 სექტემბერს, იმყოფებოდა. უჩა ნანუაშვილმა ჯარიაშენში არსებული პრობლემებიც მოისმინა.
მისი თქმით, მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი იმ მხარეს მოხვდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ხოლი იქ, სადაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შესვლა შეუძლია, მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება.
,,არ არის...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგი გამართა და გარეუბნებში პოლიკლინიკების ამოქმედება მოითხოვა.
ზუმბაძის თქმით ნასაგურში, დიდ ლილოში, ვარკეთილის მეურნეობაში, წინუბანსა და ორხევში მცხოვრებ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისებზე. აქ არსებული ძველი პოლიკლინიკები კი გაუქმებულია.
ზუმბაძე ამბობს, რომ 2014 წლიდან დღემდე არაერთხელ მიმართა ქალაქის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა.
ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს საკითხზე...
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობასთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი სოფლების - კაბალის, კართუბანის, კავშირის, შრომისა დაქალაქ ლაგოდეხში კავკასიონის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.
მდივნიშვილის თქმით, მისი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მთლიანად მოწესრიგდეს ძირითადი ინფრასტრუქტურული გამოწვევები - გზა,წყალი, ელექტროსისტემა, მოხდეს ყველა სოფლის გაზიფიცირება. „პარალელურად, ცენტრალურ ხელისუფლების დახმარებით, მინდა დაიწყოს აქტიური მუშაობა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ყვარლის მერობის კანდიდატმა, როსტომ სესიაშვილმა, მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და მათი საჭიროებების შესწავლა დაიწყო. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრები სამ სოფელში: გრემში, შაქრიანსა და ალმატში გამართა და ამომრჩეველს იმ ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა, რომელზეც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მუშაობას გეგმავს.
სესიაშვილის თქმით, მოსახლეობის ჩართულობა და მათი აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომში საქმიანობაც სწორედ მათ მოსაზრებებზე...
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ქედაში 4 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. მაჟორიტარ დეპუტატობისთვის მახუნცეთში ორი კანდიდატი, მანუჩარ დავითაძე და ნანული ყურშუბაძე დარეგისტრირდა.
საინიციატივო ჯგუფებმა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე კანდიდატები წარადგინეს დაბა ქედასა და მერისშიც. დაბა ქედაში დეპუტატობისთვის, ასლან შაქარაძე, ხოლო მერისში თეიმურაზ კონცელიძე იბრძოლებს. დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.
წყარო: აჭარის ტელევიზია
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































