დავით ნარმანია: თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

1368

დედაქალაქის მერია თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიცინეტის შეზღუდვის მოხსნას არ გეგმავს. განცხადება დავით ნარმანიამ გააკეთა.

კოეფიციენტის შეზღუდვა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში თითქმის 2 წელია მოქმედებს და თბილისის მერის განმარტებით, სწორედ ამ შეზღუდვის შედეგად მშენებლობებმა თბილისის ცენტრალური უბნებიდან, სხვა უბნებში გადაინაცვლეს.

თბილისის მერის თქმით, გენერალური გეგმის ჯგუფი მერიას კოეფიციენტის შეზღუდვას სხვა უბნებშიც სთავაზობს, რაც საკრებულოს მსჯელობის საგანი გეგმის საბოლოო ვერსიის წარდგენისას გახდება.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ინიციატივით, ქალაქის სამომავლო განვითარება სხვადასხვა უბნებში სტანდარტული კოეფიციენტებით უნდა მოხდეს.

წყარო: იმედინიუსი