თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ალეკო ელისაშვილის შტაბის უფროსმა სამგორის პოლიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. ვანო ნორაკიძემ საჩივარის შეტანის მთავარ მიზეზად ყალბი ვიდეოს შესახებ გამოძიების არდაწყება დაასახელა.
საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს როგორ აგროვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ადამიანები ხელმოწერებს ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს...
"პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა ორშაბათს გაიხსნება". ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პეკინის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია, რამდენიმე დღეში კი ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ქუჩას შესაბამისი ნიშნებით დახაზავს.
ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე ველობილიკებიც იქნება.
რაც შეეხება ავტომობილების ცალმხრივად მოძრაობას, თბილისის მერი ამბობს, რომ ცალმხრივად მოძრაობის გამო, სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. "გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ...
"რესპუბლიკურმა პარტიამ" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის - ხათუნა სამნიძის განცხადებით, მეორე ხუთეულში არიან: ტრისტან ჯინჭარაძე, რომელიც ამჟამადაც საკრებულოს წევრია, ნინო ბოლქვაძე - სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა გელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.
რაც შეეხება "რესპუბლიკელების" თბილისის მერობის კანდიდატს, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ჰყავს.
"რესპუბლიკელებს" მერობის კანდიდატი არც ბათუმში ეყოლებათ.
6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "რესპუბლიკელების"...
”რესპუბლიკურმა პარტიამ” თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტიის” მეორე ხუთეულში იქნებიან: ტრისტან ჯინჭარაძე, ნინო ბოლქვაძე, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა ღელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.
”ტრისტან ჯინჭარაძე, არის საკრებულოს მოქმედი წევრი. ის ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წარმომადგენელია.
ნინო ბოლქვაძე არის ”რესპუბლიკური პარტიის” მეგობარი და ერთ-ერთი პირველი ვინც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას თავისუფალ სივრცესთან დაკავშირებით. როდესაც...
"კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წლიდან გვებრძოდა, გვივარდებოდა ოჯახებში, გვარბევდა, გვემუქრებოდა, დღესაც იმავე მეთოდებით გვებრძვის", - აცხადებს დმანისის მოქმედი გამგებელი, "ქართული ოცნების" წევრი გოგი ბარბაქაძე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა.
ბარბაქაძე პარლამენტის დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ოქრიაშვილს მასზე და სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დმანისის გამგებელი droa.ge-ს დაუკავშირდა და მოუყვა, რომ ოქრიაშვილი და მისი გუნდი მას და...
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ახალი ბავშვთა-გასართობი მოედნების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ "თბილსერვისი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე საბავშვო ატრაქციონები ექვს ლოკაციაზე დამონტაჟდა: ვერის ბაღში, ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში, 9 აპრილის (ზედა და ქვედა) ბაღში, ვაკის პარკში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. ასევე, მოეწყო დეკორატიული ფორმის სათამაშო სივრცეები, სილის მოედნები, შშმ პირთათვის...
ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი 2400 მეტრზე დაიგო. სამუშაოები ივნისში დაიწყო და დღეს დასრულდა. მოეწყო 30 გრძ.მ. გაბიონი, 148 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 1718 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 87 გრძ.მ. ლითონის მილი. გზის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონ 69 ათას 290 ლარი გამოიყო.
"2017 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ სულ...
ევროპულმა საქართველომ ქუთაისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. წარდგენა ცენტრალურ ბაღში გაიმართა
ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
ევროპული საქართველოს ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე იქნება,საკრებულოში კი გამარჯვებისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ: ვაკის უბანი-სულხან საბა - ნანა ქუმელაშვილი, ძელქვიანი - ელისო დათუსანი, ავტო მშენებელი - გიორი ხუციშვილი, ავტოქარხანა - მერაბ მეშველიანი, გამარჯვება - რევაზ გვამბერაძე, ქალაქ-მუზეუმი -...
ავტორი:
კოკა კიღურაძე - მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
თითქმის 25 წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დამოუკიდებლობა, ანუ თვითმმართველობის უფლება, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და, ამავდროულად, ვიყოთ ღირსეული პარტნიორი სხვა სახელმწიფოებისთვის, უზარამაზარ სივრცეში მოტრიალე პატარა დედამიწაზე. თვითმმართველობის უფლება, ჩემი აზრით, არის ბუნებითი უფლება, იმადგვარი, როგორიც არის სიცოცხლის, საკუთრების, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუცია, არც მოქმედი...
კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ სპორტსმენებმა მყინვარწვერზე აიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ბანერებს სლოგანით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ, - ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის,...
საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იგება ასფალტის საფარის პირველი ფენა, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა.
ცინცაძის ქუჩა N81-ის და N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყობა.
რაიონში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა გაეცნო.
წყარო: ინტერპრესნიუსი
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები
ახალციხის მერიასა და გამგეობაში შექმნილ კომისიებში თითქმის ყველა სამსახურის წარმომადგენლები არიან. მერიაში კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილია, გამგეობაში კი გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.
როგორც ზარდიაშვილი ამბობს, კომისია 6 სექტემბერს შეიქმნა, თუმცა ამ დრომდე მუშობა არ დაუწყია. მისი თქმით, კომისია მომავალ კვირაში შეიკრიბება.
„არ იქნება რთული, რადგან პირველადი დოკუმენტები, ფაქტობრივად, ყველაფერია. ეს უნდა გადამოწმდეს და მის სისტემატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ილია...
საქართველოს მთავრობამ ქალაქ ქუთაისს 4 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გამოუყო. მთავრობის შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, ქუთაისის მერიას მიეცა უფლება, დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე უპროცენტო სესხის აღების თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს 4 მილიონი ლარი შემდეგი პირობებით გამოუყო: სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის...
„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისში, "ქართული ოცნების ოფისთან" აქციებს აანონსებს. მისი თქმით, შპს „პარკინგსერვისი“ავტომფლობელებს უკანონოდ აჯარიმებს.
წულაია განმარტას, რომ მან კომპანიის საქმიანობით დაინტერესების მოთხოვნით პროკურტურას არაერთხელ მიმართა, თუმცა საგამოძიებო ორგანო თემით არ დაინტერესებულა.
"მოვუწოდებ ქუთაისის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭიღვარიას, რომ ამოიღოს ხმა და გააკეთოს განცხადება არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოყვება, აქციებს გავმართავთ....
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე ვალდებულება არ უნდა იყოს. კვიციანის განცხადებით, საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ.
"ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































