საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იგება ასფალტის საფარის პირველი ფენა, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა.
ცინცაძის ქუჩა N81-ის და N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყობა.
რაიონში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა გაეცნო.
წყარო: ინტერპრესნიუსი