“თბილსერვისმა” ბაღებსა და პარკებში საბავშვო-გასართობი მოედნები მოაწყო

883

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ახალი ბავშვთა-გასართობი მოედნების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ “თბილსერვისი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე საბავშვო ატრაქციონები ექვს ლოკაციაზე დამონტაჟდა: ვერის ბაღში, ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში, 9 აპრილის (ზედა და ქვედა) ბაღში, ვაკის პარკში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. ასევე, მოეწყო დეკორატიული ფორმის სათამაშო სივრცეები, სილის მოედნები, შშმ პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონები და სხვა.