https://www.youtube.com/watch?v=LIq1AN9JhLI საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თამარ ჩიქოვანის გადაცემაში "თვითმმართველობა 2017", ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის რაობას და მის ფუნქციებზე  საუბრობენ.
ახალციხის მერიასა და გამგეობაში კომისიები შეიქმნა, მათ მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავ–მოძრავი ქონება უნდა აღწერონ; ახალციხის მერიასა და გამგეობაში შექმნილ კომისიებში თითქმის ყველა სამსახურის წარმომადგენლები არიან. მერიაში კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილია, გამგეობაში კი გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე. როგორც ზარდიაშვილი ამბობს, კომისია 6 სექტემბერს შეიქმნა, თუმცა ამ დრომდე მუშობა არ დაუწყია. მისი თქმით, კომისია მომავალ კვირაში შეიკრიბება. „არ იქნება რთული, რადგან პირველადი დოკუმენტები,...
ქალაქ დმანისის #1 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლებულ ბაგა-ბაღში დღეს დაიწყო. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა ოთახების სრული კოსმეტიკური რემონტი, კედლები ძველი ნალესისაგან გასუფთავდა, მოეწყო ახალი ელექტრო გაყვანილობის სისტემა, იატაკებზე დაიგო ლამინატი, შეძენილია ახალი ინვენტარი. საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რითაც, როგორც დმანისის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაწყდა და შენობის ქვეშ...
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ნაძალადევის #21 მაჟორიტარული ოლქის  (თემქა) კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, ნაძალადევში გოჩა მსხილაძე იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და  ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, 10 რაიონული გამგეობის ნაცვლად 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას. უნდა დაინერგოს პირადი საჯარო მოხელის ინსტიტუტი, რითაც ქალაქი გახდება...
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, კრწანისში გოჩა ბურდიაშილი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და  ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე  ორიენტირებული. „დღეს, თბილისში, მმართველობითი სისტემა არის ქაოტური. ის უნდა გახდეს მობილური...
,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ გორის მერისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს. დავით მახნიაშვილი მერის კანდიდატია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მოსახვედრად  ,,ევროპული საქართველოდან" შემდეგი კანდიდატები იბრძვიან: ქალაქიდან: ზურაბ ღვინიაშვილი - ჭალა-სადგური, გორი ანა ირემაძე - ცენტრი, გორი გივი წვერავა - ვერვხვები-კვერნაკი, გორი რუსუდან ოქროაშვილი - წმინდაწყალი, გორი მზევინარ ცარიელაშვილი - კომბინატი, გორი სოფლებიდან: იოსებ ღვინიაშვილი - ახალუბანი ვახტანგ გაგნიძე - ბერბუკი ოთარ...
15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირმა სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა. პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანი ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაა და   სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალურ  თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს ანალოგიურ პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე...
„საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილები შედის. წარმოდგენილი კანონპროექტით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილი ხდება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს,  გასცეს წერილობითი თანხმობა ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, იმ შემთხვევების გარდა, თუ ხე-მცენარეები მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზეა, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზეა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და...
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო უბანში მერობის კანდიდატად გოგიტა ბიგვავა დაარეგისტრირა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ოყუჯავამ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატი არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ წარმოუდგენია. 67-ე საოლქო საარჩევნო უბანში მერობის კანდიდატად საინიცატივო ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ დომენტი (ზვიად) სიჭინავა დაარეგისტრირა. წყარო: რადიოათინათი
მარნეულში ,,ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი შეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამირან გიორგაძის სარეკლამო ბანერები ქალაქში უკვე განთავსებულია, პარტიამ გიორგაძე თემურ აბაზოვით ჩაანაცვლა. ”ამირან გიორგაძე იქნება ”ქართული ოცნების” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო, ხოლო თემურ აბაზოვი იქნება მერობის კანდიდატი მარნეულში’’, - აცხადებენ ,,ქართულ ოცნებაში“. წყარო: ინტერპრესნიუსი
აგურის ქარხნის დასახლებაში, სამხედროს ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, საქანელა, სასრიალო, აიწონა-დაიწონა, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის საფარი. ინფორმაციას ქალაქ მცხეთის მერია ავრცელებს.
„ასე უწყობენ გილიოტინებს ახალგაზრდებს რეგიონში. კარგად შეინახეთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები თაროებზე...“- ამ სიტყვებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს სოციალური ქსელის საშუალებით ქალაქ წნორში არსებული „ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამოქალაქო ინიციატივა“ წევრმა ნანა ბაგალიშვილმა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის ამ პრეტენზიას ფართო განხილვა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ახალგაზრული პოლიტიკა აქვს და ახორციელებს კიდეც. „ცოდნის კაფესთვის“ შექმნილ პრობლემებზეც თავისი არგუმენტები...
ახლად რეაბილიტირებული ბაღის შენობა დღეს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის მერის მოადგილემ, დავით ლობჟანიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა: ნინო ლომიძემ, გოჩა შავაძემ და ,,მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის’’ დირექტორმა კარინა მელიქიძემ დაათვალიერეს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ააიპ „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, 2015-2017 წლებში,...
იხილეთ დოკუმენტი: კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის
სოფელ არალში ამბულატორიის სახურავი მთლიანად განახლდა, შეიცვალა კარ-ფანჯარები, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტო გაყვანილობა, გაკეთდა თაბაშირ-მუყაოს ჭერი და შეიღება კედლები; ასევე განახლებული ამბულატორია აღიჭუვა ინვენტარითაც. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 6 281 ლარი გამოიყო.ლ წყარო: სამხრეთის კარიბჭე  
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება. "ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ საკითხის მოკვლევა, როდესაც მივიღეთ ინფორმაცია. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ