მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი 260 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს მინიჭებული, ხოლო დამატებითი სოციალური შეღავათით მოსარგებლეა 87470 ბენეფიციარი, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშში წერია. 2017 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, კანონით პირდაპირ განსაზღვრული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების (ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა), მაღალმთიანი დასახლების სტატუსი...
ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს შიდა საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და რემონტი. სამუშაოების პროცესი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი ღავთაძესთან ერთად დაათვალიერეს. პროექტს ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და ა. წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკაში განთავსდება: თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით; საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება...
ფოთის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია, დღის წესრიგში დადგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ფოთის ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ქალაქის შემოსვლელი ხიდისა და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით ორ წლიან პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგოც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხიდის მშენებლობა თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის არსებული გზის გამტარ უნარიანობას. ძველი...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდანაც შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, პარტია ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას. როგორც კალაძემ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო დონის ფეხბურთელები მიიღებენ. ''მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ,...
გვალვიანმა ზაფხულმა სოფლების წყალმომარაგების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. ქვეყნის უმეტეს რეგიონში მესამე თვეა, წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა. ამ პირობებში ჭაბურღილებში წყლის დონე იმდენად შემცირდა, რომ ასობით სოფელს წყალი კვირაში ერთხელ, მცირე რაოდენობით მიეწოდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ჯერ კიდევ  საბჭოთა კავშირის დროინდელი "ცისტერნა" დადის და ერთ "ბიდონ" სასმელ წყალს 2 ლარად ყიდის. ზემო ქედის, ქვემო ქედის და არხილოსკალოს მოსახლეობა გვიყვება,...
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI) ACCESS-ის პროექტმა დაიწყო დისკუსიების ციკლი თბილისის მერობის კანდიდატებთან. დისკუსიების მიზანია თბილისის ურბანული და გარემოსდაცვითი პრობლემების (მწვანე საფარის, ჰაერის დაბინძურების, ტრანსპორტის, პარკირება, ქალაქის იერსახისა და სხვა) გადაწყვეტის გზებზე კანდიდატების მოსმენა. დისკუსია დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, თბილისის მედიათეკის ნაძალადევის ფილიალში, ვეტერანთა (კიკვიძის) პარკში გახსნა. https://www.youtube.com/watch?v=XO4TX5hMK4I წყარო: ალექსანდრე ელისაშვილი
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის, მიმართვა ოზურგეთის მოსახლეობას. "ჩემო ოზურგეთელებო! მთელი გულწრფელობითა და გაასმაგებული პასუხისმგებლობით მოგმართავთ, უკვე მეორედ, ამჯერად გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. უპირველეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს ცალკე და ყველას ერთად უდიდეს მადლობას მოგახსენებთ იმ ნდობისთვის, რომელიც 2014 წელს გამომიცხადეთ და რითაც საშუალება მომეცით ჩემი მცირე წვლილი შემეტანა იმ ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც ასეთი...
დაბა ხულოს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორც "აიპრესთან" ხულოს გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე აცხადებს, წყლის პრობლემა გვალვამ გამოიწვია. მისი თქმით, თუ გვალვა გაგრძელდება, დაბა ხულოში სასმელი წყლის პრობლემა დარჩება. „წყლის დებეტი, რომელიც დაბა ხულოს და მიმდებარე სოფლებს მიეწოდება, არის მაქსიმუმი, რისი მიწოდებაც ამ ეტაპზე მუნიცილაპიტეტის წყალკანალს შეუძლია. ჩვენ თვითონ ვიმყოფებოდით ადგილზე და იქ არსებული ყველა წყარო, რომელიც ახლო-მახლო მდებარეობს, არის...
19 სექტემბერს,  ზუგდიდში,  მერობის კანტიდატად ევროპულმა საქართველომ, ლელა ქებურია წარადგინა. ქებურიამ ისაუბრა  რეალობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ზუგდიდში. ამბობს, რომ ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელიც მზად არის ცვლილებებისთვის და გადადგამს ნაბიჯს ევროპისკენ. დავით ბაქრაძემ მერობის კანდიდატი სიამაყით წარადგინა, რომელიც ზუგდიდისა და ზუგდიდელების დასაცავად ყოველთვის წინა ხაზზე იდგება. რაც შეეხება უგულავას, მან საუბარი დაასრულა იმ ევროპულ ნაბიჯებჯზე, რომელიც ზუგდიდიდან...
პოლიტიკური პლატფორმა „ერთობა - ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, მოსახლეობასთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ხელაძეს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ყოფილ მე-15 სკოლაში შესახლებულ ადამიანებს აწუხებთ. „სოციალურად დაუცველი ოჯახები, ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებული პრობლემა კი ანტისანიტარიაა, ვინაიდან პირველი სართული სავსეა ვირთხებით და ქვეწარმავლებით. მნიშვნელოვანი პრობლემაა...
შსს-მ და ცესკომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შსს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ. მემორანდუმით შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საარჩევნო კანონის დაცვა უმთავრესი პირობაა. ”არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის, უმთავრესი პირობაა...
თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს. დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სწავლის დაწყება პატარებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა გია ვოლსკიმ და რიმა...
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, რაც საჯაროდ მხოლოდ კანდიდატთა შეცვლით ჩანს, რეალურად შიდა დაპირისპირების, ბრძოლისა და ლობირების შედეგია და თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი ფრთა თუ უწყება იმარჯვებს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. აბაშა და მარნეული ის მუნიციპალიტეტებია, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატები წარდგენის შემდეგ ოფიციალურად შეცვალა. რამდენიმე დღის წინ აბაშის მერობის კანდიდატი გელა ხოშტარია ლევან მაკალათიათი ჩანაცვლდა, ხოლო მარნეულში -...
,,ხალხის პარტიის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ანა კეკენაძემ, მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთავში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებული 720 სტუდენტია. აქციის მონაწილეები მერიას მოუწოდებდნენ, სტუდენტები დააფინანსონ, რათა მათ შეძლონ სწავლის გაგრძელება. აქციის მონაწილეებს რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის უფროსი, თამარ აქუბარდია შეხვდა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თვითმმართველობა სტუდენტებს არ...
ბათუმის ქუჩებში საგზაო მონიშვნის სამუშაოები გრძელდება. წერეთლის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დილის 04:00სთ-ზე დაიწყო. გზის გამყოფი ზოლების, პარკირების ადგილებისა და ზებრა გადასასვლელების განახლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება. სამუშაოებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ასრულებს. წყარო: ბათუმის მერია
საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე, კომიტეტმა 26 სხდომა გამართა. კომიტეტის წევრებმა განიხილეს 66 საკითხი, მათ შორის, 28 კანონპროექტი, 17 სარატიფიკაციოდ წარდგენილი ხელშეკრულება და შეთანხმება, 9 აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული ინფორმაცია და ანგარიში, 1 პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადება. ანგარიშის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ