თბილისში „კრწანისობა 2017“ აღინიშნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სასულიერო პირები და კრწანისელები ესწრებოდნენ. დღესასწაული 300 არაგველის ბაღში მოეწყო, სადაც კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს, ტრადიციულად აკურთხეს პური და ღვინო.
პარაკლისის შემდეგ, თბილისის ისტორიულ გალავანთან, „კრწანისობისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. „კრწანისობა“ თბილისში წელს მეშვიდედ ჩატარდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებთ, 2008 წელს არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ,...
მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლად განხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ჩაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა, რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ, - ამის შესახებ კახა კალაძემ ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენით სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული...
ბათუმში, ევროპის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსმა" საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ქვეყანაში შექმნილ სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება სოციალური პრობლემების მოგვარებას არ შეეცდება, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას, შიმშილსა და მთავრობის გადაყენებას შეეცდებიან.
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია, ბათუმში ევროპის მოედანზე 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
„ერთობა-ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ვაშაძემ ქუთაისელ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მისი განხორციელების გეგმებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქუთაისი რეგიონის ცენტრი უნდა გახდეს.
„ჩემთვის ქუთაისი არ არის უცხო ქალაქი. ქუთაისში ყოველთვის მხიბლავდა საოცარი გულისხმიერება ადამიანების მხრიდან, ის კულტურა, ინტელექტი რომლითაც ქუთაისი ასაზრდოებს მთლიანად საქართველოს. ამიტომ ქუთაისი არის ღირსი, რომ იყოს წარმატებული ქალაქი. სამწუხაროდ,...
რუსთავის ცენტრალურ პარკში,საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი - მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში...
ნაძალადევის რაიონში, ზედამზის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 3000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა - გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.
ზედამზის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 157 000 ლარი გამოიყო. ასევე,...
სამცხე–ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში, მერობისთვის 35 კანდიდატი იბრძვის; აქედან ქალი მოლოდ ერთია – ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდაში. 35 კანდიდატიდან, 33 პოლიტიკური პარტიების მიერაა წარდგენილი, ორი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში მერობის ექვს–ექვსი კანდიდატია, ასპინძასა და ნინოწმინდაში ხუთ–ხუთი, ხოლო ბორჯომში შვიდი.
მერობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდასა და ასპინძაში დარეგისტრირდნენ.რაც შეეხება პარტიულ გადანაწილებას, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაასახელეს მერობის კანდიდატები: „ქართულმა ოცნებამ“,...
"ევროპული საქართველო" აცხადებს, რომ პარტიის ხობის მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდახმა მოხდა. ინფორმაცია პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"22 სექტემბრის საღამოს, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ უცნობი პირები. თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ. სოფელ ქვალონში ჩამოხეულია ევროპული...
ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე გლდანში მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა დოხვაძე წარუდგინა. მისი განმატებით, ის გლდანი-ნაძალადევის უბნის და მთლიანად თბილისის ინტერესებს დაიცავს საკრებულოში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კანდიდატები მათი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და გეგმების მიხედვით. მთავარი გამოწვევა, ეს არის უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელიც თბილისს მოუტანს ახალ...
ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკების განვითარება.
„ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, დაახლოებით, 151 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყოს, განვითარდეს...
„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა - დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინეს. მოძრაობის სახელით მარნეულში ლეილა მამედოვა იბრძოლებს.
მამედოვა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტია. ის წლების განმავლობაში სახალხო დამცველის პარატის წარმომადგენელი იყო ქვემო ქართლში.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „შენების მოძრაობა“ მარნეულში როგორც მაჟორიტარული, ისე პარტიული სიით იქნება წარმოდგენილი. მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ლიდერებმა მიმართეს, მერობის კანდიდატი წარუდგინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"მარნეული არის ძალიან...
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე, რომელმაც დღეს თანამდებობა დატოვა, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ droa.ge-ს აცნობეს.
დღეს კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე მაია ბითაძე, როგორც თავისი გუნდის წევრი, უკვე წარადგინა.
"ქართულ ოცნებაში" ბითაძის გადადგომას ადასტურებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, მერიაში კონკრეტულად რა თანამდებობაზე მოიაზრება ის.
ბითაძე...
ბაღებში აღმზრდელების რაოდენობა საკმარისია, კვება მოგვარებულია და პრობლემა არის ის, რომ ბაღების რაოდენობა მცირეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაღებში არსებულ პრობლემებზე კომენტირებისას განაცხადა.
ნარმანიას განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბაღი იქნება ქალაქში, ვიდრე ახლაა.
რაც შეეხება კითხვას, რა არის დაგეგმილი იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც საბავშვო ბაღების ზოგიერთ ჯგუფში 60-მდე აღსაზრდელის ყოფნას უკავშირდება, ბავშვების დასაძინებლად კი საკმარისი საწოლები...
ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა პეკინზე მიმდინარე ველორბოლაზე გააკეთა, რომელშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად მონაწილეობდა.
ველორბოლა პეკინის ქუჩაზე ორგანიზაციამ - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა და საერთაშორისო დღეს - „დღე ავტომობილების გარეშე“ მიუძღვნა.
კახა კალაძის...
ბოლნისის მუნიციპალიტეტს რამდენიმე თვეში ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ექნება. შენობა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
პროექტის სატენდერო ღირებულება 152 000 ათასი ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
პროექტი მომზადებულია ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით და 22 მუნიციპალიტეტში იგეგმება ანალოგიური ცენტრების გახსნა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მეთაურის, სტივენ ნიქსის განცხადებით, წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას არ შეაფასებს.
"ბიუჯეტის სიმცირის გამო რამდენიმე ადამიანი ჩავა საქართველოში, ეს არ იქნება სრულფასოვანი მისია. ჩვენ წელს არ შევაფასებთ არჩევნების მიმდინარეობას. ამ და სხვა თემებზე ქართველ დეპუტატების შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის დროს ვესაუბრეთ. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































