გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მოსახლეობას წყალი იშვიათად მიეწოდება. ონკანებს თუ თავისი ფუნქცია დღეში ერთი საათით მაინც უბრუნდება, სოფელს ისიც ახარებს. არადა, წყლის სათავე ნაგებობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რამდენჯერმე შეაკეთეს. სოფლის წარმომადგენელი ამბობს, რომ წყალგაყვანილობის ქსელი ათწლეულებს ითვლის, რომლის შეკეთებასაც მილიონ ლარზე მეტი სჭირდება. "ყოველ დილით ხიდისთავის წყლის აუზზე სოფლის ნდობით აღჭურვილი პირი მიდის, ონკანს ხსნის და რამდენიმე საათში ისევ კეტავს....
თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი, თავდაპირველად, ლეღვთახევში იმყოფებოდა, სადაც კლდის გამოფიტული ქანებისგან გაწმენდის სამუშაოები ტარდება და დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მდინარეზე მსუბუქი კონსტრუქციის გადასასვლელები ეწყობა. დავით ნარმანია მარნეულის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კლდისცვენის მონიტორინგის გეოტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობისა...
რუსთავს დღეს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ავსტრიული ჟურნალისტები სტუმრობდნენ. სტუმრებმა რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალური პარკი დაათვალიერეს. ისინი გლობალური მიზნების ფესტივალის ,,მომავალი=შენ” ფარგლებში, ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ ორიგინალურ კომპოზიციებს გაეცნენ. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. იგი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და პარტია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერია. მან თანამშრომლებს, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი პროექტი განახორციელეს. “მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 2015 წელს დაიწყო მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს...
თბილისი დაამსგავსეს ფხენიანს, სადაც ყველა სარეკლამო დაფაზე ერთი და იგივე კანდიდატია გამოფენილი, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა. კუკავა მოუწოდებს საზოგადოებას, არ წამოეგოს ხელისუფლების პროვოკაციას, რომლის მთავარი ამოცანა ოპოზიციურ სპექტრში თავისი სატელიტის, "ევროპული საქართველოს" დამკვიდრებაა. "აუდიტის სამსახურის ბოლო (აგვისტოს თვის) მონაცემებით სულ პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 4 800 000 ლარი მიიღეს, საიდანაც 4 500 000 (93%) მმართველმა პარტიამ,...
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიხედვით, თბილისის მუნიციპალური ავტოპარკი და მეტროპოლიტენი შშმ პირებისთვის ადაპტირდება. როგორც სოციალური პოლიტიკის პროგრამის პრეზენტაციაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლეა დაგეგმილი. ”ჩვენი უმთავრესი მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. ამის განსახორციელებლად აუცილებელია ჩვენ შევისწავლოთ შშმ პირთა საცხოვრებელი გარემო, შევაფასოთ და განვახორციელოთ ინდივიდუალური ადაპტირების პროექტები. საფეხმავლო გზებზე...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით  ეკა ბესელიამ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწვევას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა და აქტიურად ჩაერთო პროცესში. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ...
"ქართულმა ოცნებამ" ადიგენის მაჟორიტარული ოლქების მაჟორიტარები და პროპორციული სიის ათეული წარადგინა. წარდგენა ადიგენში, „ქართული ოცნების“ შტაბში გაიმართა. კანდიდატები ადიგენის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნუგზარ კარკაძემ წარადგინა. ადიგენის 15 მაჟორიტარიდან, ქალი მხოლოდ ერთია – რუსუდან ხობიაშვილი, ვარხნის ოლქში. 1 ადიგენის ოლქი – დავით აბულაძე 2 აბასთუმნის ოლქი – ტარიელ ენდელაძე 3 არლის ოლქი – ლაზარე ჩილინგარაშვილი 4 ბენარის ოლქი – ზაზა მღებრიშვილი 5 ბოლაჯურის ოლქი – მევლუდ ბახტურიძე 6...
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის საარჩევნო პროგრამა
"პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენას ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი დაესწრენ. პარტიის ლიდერებმა  სამომავლო გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. დავით-თარხან მოურავის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანის" არის ერთადერთი პარტია, რომელიც რეალურად ზრუნავს ხალხზე და რომელმაც ეს მცირე დროში დაამტკიცა. ამომრჩევლებს ღირსეული კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ და განაცხადა, რომ ეუხერხულება იმ  პრობლემებზე საუბარი, რაც 30 წელია...
"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული ცნობილია. 1.ნიკოლოზ ლატარია -საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2.  მაია სიმონიძე - სამკერვალო საწარმოს "იმერი" ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი -"მოქალაქეთა კავშირიდან" 3 რამაზ ჩხიკვაძე -სპორტული ჟურნალისტი 4. ალექსანდრე ახალაძე - კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი, საკრებულოს ყოფილი წევრი "აღორძინებიდან" 5. ოთარ ლორთქიფანიძე -"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი 6.  ლაშა გვენეტაძე  - საკრებულოს წევრი, 7. ნანა კოსტავა - "ქართული ოცნების" წევრი 8. დავით წულეისკირი -წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი 9. ვლასი...
"კონსერვატორი" წარადგინა. ნიკა ლატარია 2012 წელს ბლოკში „კონსერვატიული პარტიის" სახელით შევიდა. ლატარია, რომელიც ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რამდენიმე თვის წინ პოლიტიკიდან წასვლას აანონსებდა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა, რითაც მის მიერ აღებული პრემია - დანამატების გამო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ლატარია აცხადებდა, რომ მან ბევრი საქმე გააკეთა ქალაქისთვის და უკვე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა. მოგვიანებით, ის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.  "ნიუპრესის" კითხვაზე,...
"ქართული ოცნების" იმერეთის რეგიონის კანდიდატები მოსახლეობას აქტიურად ხვდებიან და მათ წინასაარჩევნო პროგრამას აცნობენ. ამომრჩეველს შეხვდა და პირადად გაეცნო  ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი მამუკა რიჟამაძე. "ჩვენი პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", მთლიანად არის ორიენტირებული ქვეყანაში ახალი დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებაზე. 2012 წლიდან საქართველომ მიაღწია არსებით წინსვლას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით",- განაცხადა შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხარაგაულის...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართვს. ის უკვე შეხვდა ხონსა და სოფელ დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩევლებს და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. "მე დღეს თქვენთან არ მოვსულვარ მხოლოდ დაპირებებით. მოვედი გაკეთებული საქმეებით და მინდა გთხოვოთ თაქმეებადგომა, რათა ყველა დაწყებული და ჯერაკიდევ დავად და აღმოვფხვრათ ", - განუცხადა ხონის ამომრჩეველს ჯურხაძემ. კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტი...
„ქვეყნის სწრაფი და  თანაბარი  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარება  საქართველოს  ხელისუფლების  ოთტხპუნქტიანი  გეგმის   უმთავრესი  მიზანი  და პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური  განვითარებისთის    კი  განხორციელდება  ინფრასტრუქტურული  და  მეწარმეობის  მხარდამჭერი  პროგრამები,  რაც  მოსახლეობის  ეკონომიურ  მდგომარეობას  გააუმჯობესებ“,- ეს  განცხადება  „ქართული  ოცნების“  ქუთაისი მერობის  კანდიდატმა  გიორგი ჭიღვარიამ  საფიჩხიისა და ავტომშენებლის ტერიტორიული  ერთეულის  ამომრჩევლებთან  გამართულ  შეხვედრაზე  გააკეთა,  სადაც ის  მოსახლეობას  მაჟორიტარი  დეპუტატობის  კანდიდატებთან ერთად  შეხვდა. გიორგი  ჭიღვარიამ  ამომრჩევლებს მომავალი ოთხი ...
კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას და თავშესაფრების ხელშეწყობას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიღმის მასივში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. „ქუჩის ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციის პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ საკითხს. ცხოველებს ჩაუტარდებათ აცრები, ასევე, ხელს შევუწყობთ ცხოველთა თავშესაფრების და ზოგადად, ამ სფეროს თანამედროვე მიდგომებით განვითარებას“, -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ