რუსთავს დღეს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ავსტრიული ჟურნალისტები სტუმრობდნენ.
სტუმრებმა რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალური პარკი დაათვალიერეს. ისინი გლობალური მიზნების ფესტივალის ,,მომავალი=შენ” ფარგლებში, ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ ორიგინალურ კომპოზიციებს გაეცნენ.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმას, დეცენტრალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.
როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და ამ პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია. უცხოელი სტუმრები რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ. ქალაქის მერმა ავსტრიელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალზე და ბიზნესგარემოზეც ისაუბრა.