სოფელ ქვახვრელში ,,მილიონიანი პროექტის" დასრულების მიზნით გამოცხადებული მეორე ტენდერი ჩავარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გამგებლის მოადგილეებმა - გელა კაპანაძემ, ალექსი ვეშაპურმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ, იურიდიული სამსახურის უფროსმა რევაზ გოგიაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა და შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა ერთობლივად მიიღეს. კომპანია ,,გეოპლასტს" დისკვალიფიკაცია მისცეს იმ მოტივით, რომ სპეცტექნიკის 50% არ გააჩნია, ასევე, კომპანიამ ვერ წარადგინა 100 000 ლარის ღირებულების სამუშაოეზე, სხვა დამკვეთისგან...
გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საბავშვო ბაღები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს გაიხსნება. ამის შესახებ ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტო წერილობით იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია, სწავლის დაწყების დაგვიანების მიზეზად, ჭურჭლის უქონლობა სახელდება. როგორც ცნობილია, საბავშვო ბაღები ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 18 სექტემბერს გაიხსნა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღიდან 7 საბავშვო ბაღში სწავლა რემონტის გამო, გვიანდება. სინამდვილეში კი, ამ 7 ბაღიდან...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ურთმელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. როგორც დავით ურთმელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შეგნებულად გავრცელებული ჭორია. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ბაჩო ახალაიას პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, რაც მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეგნებულად გავრცელებული ჭორია, რათა მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატსა და ჩემ გუნდს გვავნონ....
საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“,  მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. მათივე ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მათი კანდიდატი იქნება გურამ ფალავანდიშვილი, ხოლოს მთაწმინდის რაიონში - ბადრი ხურცილავა. წყარო: ინტერპრესნიუსი
ადიგენში, სოფელ არალში, ახალაშენებული სკოლის შენობა ისე ნადგურდება, რომ შენობაში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა. მოსწავლეები კი, სამი წელია, ნათხოვარ, ავარიულ შენობებში, ორ ცვლაში სწავლობენ. არლის ახალ, თუმცა, სანახევროდ აშენებული სკოლის ეზოში კედლებიდან ჩამოცვენილი აგურები ყრია. უმინებლო ფანჯრებიდან წვიმას ოთახებში შეუსხამს და ლამინატი ადგილ–ადგილ აბერილა; ეზოში სამშენებლო მასალა ყრია, იქვე, პირუტყვისგან დაბინძურებული ადგილები ჩანს და შიგადაშიგ, ეზოში მობალახე ძროხებსაც ვხვდებით. სკოლა, რომლის...
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია სოფელ ცაცხვის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩევლებს გააცნო პროექტი, რომლის მიხედვით, სოფელში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. „ცაცხვი გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. აქ მოეწყობა სარბენი ბილიკები, ამფითეატრი, სკვერი, ბავშვებისთვის სათამაშო სივრცეები, კულტურის სახლი და ასევე გაკეთდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება ცაიშის არქოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ექსპონატები“, - განაცხადა ლაშა გოგიამ. მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ამომრჩევლებთან ისაუბრეს ცაცხვის...
აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის 4 100 ხელმოწერა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა. ხელმოწერებს თან ერთვის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე შედგენილი წერილი, რომლის თანახმადაც, ზარალის დათვლას და ანაზღაურებას ითხოვენ. ლელა ქებურიას თქმით,  რომ პირველ რიგში მთავარია დაიწყოს საუბარი კომპენსაციაზე, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, თუ რა სახით მოხდეს მისი გაცემა. „ჩვენ ვითვლით შარშანდელ მოსავალს, რაც იყო სამეგრელოს რეგიონში. ამ მოსავლის მინიმალურ...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ქცევის კოდექსი გაფორმდა. ცესკოს ინფორმაციით, კოდექსი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანოზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს. "ეს კოდექსი ითვალისწინებს ეთიკისა და ქცევის წესებს, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის მიზნებისთვის. შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს ხელს შევუწყობთ საქმიანობაში, არ ჩავერევით ისეთ საქმეში, რომელიც ჩვენს...
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის" ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართება. პიკნიკზე წარმოდგენილი იქნება “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების”  ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე მორგებული გამოფენები. დამთვალიერებლებს  უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტის და გამოგონების ნახვა შეეძლება.  მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გახდეს ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. პიკნიკში მონაწილეობაა მიიღებენ ბრიტანული სამეცნიერო შოუს წარმომადგენლები. ღონისძიება 27...
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ვაკისუბნის და სულხან-საბას ოლქში მამუკა რიჟამაძე მოსახლეობას გუნდის სამომავლო გეგმებს ყოველდღიურად აცნობს. ამჯერად ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაბუკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის,  გამსახურდიას ნომერ 22-ე  და თაბუკაშვილის ნომერ მე-18 ბინის მცხოვრებლებს შეხვდა. ,,ჩვენი გუნდი შეძლებს  მოაწესრიგოს ინფრასტრუქურული საკითხები ქუთაისში, საბოლოოდ დასრულდეს პროექტი და 2018 წლიდან მოსახლეობას მიეწოდოს 24 საათიანი რეჟიმით წყალი, მოხდება გზის საფარის...
პეკინის ქუჩაზე მოწყობილ ე.წ. ბას ლაინსა და ველობილიკებზე მოძრაობის გამო, როგორც ავტომობილების მფლობელები, ისე ფეხით მოსიარულეები დაჯარიმდებიან. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ დროისთვის არ არის ცნობილი სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი მძღოლი ან ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, როგორც ”ბას ლაინის”, ისე ველობილიკის გადაკვეთისას ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით და ეს შესაძლოა იყოს ჯარიმა არასწორი...
თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე,...
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის თამარ დიასამიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა მოხდა, ქალთა სათემო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგას“, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტი „მეორე სიცოცხლე“-ს ფარგლებში გახორციელებული სამუშაოები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ დაათვალიერა. ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000, ხოლო...
https://www.youtube.com/watch?v=wVa8lQUyJfs სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი,  რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, 27-დან 29 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნოდ გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება.  უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს პროექტი? თემაზე დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი საუბრობს. წყარო: tv 25
კონსტიტუციაში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი განმტკიცდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას განაცხადა. ”კონსტიტუციაში განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი. ახალ რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სუფსიდირებისა და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფის შესახებ”, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. წყარო: ინტერპრესნიუსი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ