ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მერობის კანდიდატად ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან“ გიზო სტურუა დაარეგისტრირა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მასზე ინფორმაცის მოპოვება შუძლებელი აღმოჩნდა. სახელი და გვარის გარდა უცნობია თუ ვინ არის და რას ჰპირდება მერობის კანდიდატი ზუგდიდელებს გამარჯვების შემთხვევაში. გიზო სტურუას საკონტაქტო ნომრის მოწოდებაზე  უარი განაცხადა ბლოკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამარა ჯინჭარაძემ. მისი სიტყვებით „ყველა კანდიდატს არ აკეთებინებს კომენტარს“...
საოლქო საარჩევნო კომისიამ ქუთაისის მერობის კანდიდატებს კანდიდატად დარეგისტირების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის პოსტზე კენჭისყრის სურვილი ათმა კანდიდატმა დააფიქსირა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საოლქო კომისიამ ისინი ოფიციალურად დაარეგისტრირა. ქუთაისს არჩევანის გაკეთება ათ კანდიდატს შორის მოუწევს. შენების მოძრაობა–ალუდა გოგლიჩიძე საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო"–ზვიად ბაღდავაძე პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი–გრიგოლ ბახტაძე საქართველოს ლეიბორისტული პარტია–შალვა ნათელაშვილი–სამსონ გუგავა ქართული ოცნება–გიორგი ჭიღვარია ახალი ქრისტიან–დემოკრატები –გიორგი გოგელაშვილი საარჩევნო...
ღია მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები თბილისის მერობის კანდიდატებს ღია მმართველობის დეკლარაციაზე ხელმოწერას სთავაზობენ. ამის შესახებ ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" წარმომადგენელმა და ღია მმართველობის პროექტების ხელმძღვანელმა ანა ცინცაბაძე ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. https://www.youtube.com/watch?v=ZNU2uhkr6-g წყარო: მაესტრო  
ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ ტაძრის მშენებლობა იწყება. ადგილი დღეს ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა. ცერემონიას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა. ტაძარი დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის იქნება. ადგილზე ორსართულიანი ტაძარი აიგება. 740 კვადრატული მეტრი  ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა. წყარო: ნიუპრესი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთში ასფალტ–ბეტონის გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. რისთვისაც ბიუჯეტიდან 6096 70 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში კახარეთში 1492 მეტრ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.ხოლო რკინა–ბეტონის კონსტრუქციის ხიდზე გამაგრდა შუა ბურჯი და განახლდა კოჭებს შორის ნაკერი, რომელიც 41 მეტრი სიგრძის და 7,25 მეტრი სიგანის არის. სამუშაოები მიმდინარე წლის 31 მაისს დაიწყო და 18...
"ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენის გამო, რომელიც საღამოს 8 საათზე უნდა გაიმართოს, დილიდან ახალციხეში, ქალაქის ცენტრსა და მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩა და ჩიხი გადაკეტილია. ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეუძლებელია, ჩიხებში კი საცობებია. დილის 09:00 საათიდან, ორმხრივად არის გადაკეტილი თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ქუჩები, კოსტავა და დიდიმამიშვილი, ასევე ყველა ის შიდა ქუჩა, რომელიც ცენტრალურ ქუჩებს: კოსტავასა და რუსთაველს უკავშირდება. პერიმეტრს აკონტროლებს საპატრულო პოლიცია....
ქალაქ ახალციხის N1 მაჟორიტარული ოლქი: მალხაზ გიქოშვილი – N2 საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა–ევროპული საქართველო“; მარინა ირიციან – N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; თემურ თაქთაქიძე – N8 „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; არუთუნ ელოიან – N31 „თავისუფლება–ზვიად გამსახურდიას გზა“; ზოია ბალიაშვილი – N41 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“; ქალაქ ახალციხის N2 მაჟორიტარული ოლქი: ეკა ტატალაშვილი – N2 საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა–ევროპული საქართველო“; ბესიკ...
ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით, მოგმართავთ წინადადებით, ხელი მოაწეროთ ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციას. დეკლარაციაზე ხელმოწერა წარმოადგენს წინასაარჩევნო პოლიტიკურ გზავნილს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერის უფლებამოსილების განხორციელებისას, სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ღია მმართველობის სფეროს რეფორმებს. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამა მიზნად ისახავს, გააძლიეროს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა, უზრუნველყოს მმართველობის ღიაობა, გამჭირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის...
სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ბორჯომის პირველ საჯარო სკოლაში პოლიტიკური სკანდალის მიზეზი ხდება. ღონისძიებამ სახელწოდებით „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, რომელიც მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა 27 სექტემბერს მიუძღვნეს, „ქართული ოცნების“ დროშების ფონზე ჩაიარა. მეშვიდე კლასელმა მოსწავლეებმა კედლები და ქუჩები მოხატეს, რა დროსაც მათ ხელში მმართველი პარტიის დროშები ეკავათ. ღონისძიების ამსახველი ვიდეო მასალა გუშინ ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა. ხელოვნების პედაგოგმა, ნათელა ღლონტმა ახსნა-განმარტება სკოლის დირექციას...
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ბიძინა ივანიშვილის სატელიტია და ამის ფიქრის საბაბს პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები აძლევს. "ქართული ოცნების“ რიგებში არსებობდა გარკვეული პრობლემები. რამდენიმე დეპუტატი თავს იკავებდა კონსტიტუციაზე მხარის დაჭერისგან და ხელისუფლებას სჭირდებოდა დამატებითი ხმები, რათა კონსტიტუცია არ ჩავარდნილიყო. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 4 ხმით გავიდა აღნიშნული კონსტიტუცია და მათ შორის გახლდათ "პატრიოტთა ალიანსის" ხმებიც", - თქვა...
ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის ფაქტი ფიქსირდება - შენობაში, სადაც 27-ე საარჩევნო უბანი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია განთავსებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოტე იოსელიანმა განაცხადა. კოტე იოსელიანი ცესკო-ს მოუწოდებს, გამოავლინოს და დასაჯოს კანონდარღვევაში მონაწილე პირები და პოლიტიკური სუბიექტები, ხოლო აუდიტის სამსახურს მიმართავს, შემოწირულობების კანონიერებით დაინტერესდეს. „ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე, სადაც მმართველი პარტიის ოფისი...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები და ხარვეზები და სოფლები პროგრამის შეწყვეტის შემდეგ.  მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის ერთადერთი, პირდაპირი დემოკრატიის ფორმა, რომელიც მთავრობამ ისე გააუქმა, რომ მისი ალტერნტივა არ შეუქმნია. ახალციხიდან სოფელ სვირამდე მისასვლელად მანქანა ჯერ ახალდაგებულ ასფალტს, შემდეგ კი მოხრეშილ გზას მიუყვება. როგორც კი ასფალტი სრულდება,  მტვრის ისეთი კორიანტელი დგება, რომ ფანჯრებს ვკეტავთ. სვირში არ ჩივიან, ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, მაშინ,...
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატებთან შეხვედრა სურთ. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მზადაა ამ შეხვედრებს ხელი შეუწყოს, მათი წარმომადგენელი აგიტ მირზოევი აცხადებს, რომ რამდენიმე კანდიდატმა თანხმობა უკვე განაცხადა, ნაწილთან კი მოლაპარაკებები გრძელდება. "ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა შევხვდეთ და დავუსვათ კითხვები კანდიდატებს. თავად კანდიდატებსაც ექნებათ შესაძლებლობა გვითხრან, თუ რა გეგმები აქვთ და რატომ უნდა მისცენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ხმა მათ და არა რომელიმე...
თბილისში, მიმდინარე წლის ბოლომდე, 35 შენობა-ნაგებობა გამაგრდება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, რომ თბილისში 2013 წლიდან დღემდე დაზიანებულის ხარისხი 713 კორპუსს აქვს მინიჭებული, მათგან დღემდე 142 გამაგრდა. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ეს მონაცემები თბილისის რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან აღნიშნული შენობები მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე შემოწმდა. ”ეს არ არის თბილისის რეალური მონაცემები, ესაა შემოსულია განცხადებები. შენობა-ნაგებობებს განცხადების საფუძველზე ვამაგრებთ”, - აცხადებენ კეთილმოწყობის...
ზესტაფონის მერობისთვის ყოფილი პოლიტპატიმარი იბრძოლებს. გიორგი გოგლიჩიძემ დღეს ზესტაფონელებს თავი წარუდგინა და საარჩევნო შტაბი გახსნა. კანდიდატის თქმით, დამოუკიდებლად კენჭისყრა "ქართული ოცნების" კანდიდატის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რადგან, მისი თქმით, კახა მახათაძე ყოფილი ნაციონალია. გოგლიჩიძის მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა. მან ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ზესტაფონელებს აწუხებს. ,,არ დავმალავ, მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ კენჭი მეყარა" ქართული ოცნებიდან". თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე,...
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ