ქუთაისის ცენტრში 740 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საპატრიაქროს უსასყიდლოდ გადაეცა

848

ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ ტაძრის მშენებლობა იწყება. ადგილი დღეს ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა.

ცერემონიას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა. ტაძარი დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის იქნება.

ადგილზე ორსართულიანი ტაძარი აიგება. 740 კვადრატული მეტრი  ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა.

წყარო: ნიუპრესი