მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე  შარაშენიძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე შარაშენიძემ პარტია ,,ქართული ოცნების“ მიერ პარტიიდან გარიცხვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არცერთ საჯარო თუ პირად შეხვედრაზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ,,ქართულ ოცნების“ კანდიდატი. ,,მხოლოდ ჩემი პირადი რესურსის და მხარდამჭერების იმედი მქონდა. ვერ და არ დავეყრდნობი პარტიულ რესურსს. მე ვარ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი, სახალხო კანდიდატი, რაც ძალიან კარგად...
პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. ორივე საკითხი ერთად იყო წარდგენილი. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული საკითხების განხილვას საკრებულოს...
დღეს, 29 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“, ასპინძელ ამომრჩეველს მერობის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძე წარუდგინა. დაბა ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვასხვა სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეები 14:00 საათისათვის შეიკრიბნენ. როსტომ მაგრაქველიძე მხარდამჭერებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა წარუდგინეს. „ჩემთვის დიდი პატივია ჩამოვიდე იმ კუთხეში და ადგილობრივებს ვესაუბრო, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს კარიბჭე და მისი დამცველი. მე...
კახა კალაძე მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო.თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა.მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით. „2012 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა,...
მე საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევალ 21 ოქტომბრის შემდეგ და ვაჩვენებ, თუ როგორ უნდა მიწების გადაცემა,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, საკრებულოში ხდება უკანონობა, როდესაც საკრებულოს დეპუტატები ცდილობენ საჩუქრის სახით გადასცენ ბიძინა ივანიშვილს ქონება. თითქმის საათნახევრიანი ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ თბილისის საკრებულოში სხდომა განახლდა. დარბაზში 29 დეპუტატი იმყოფება. კვორუმით 26...
გუშინ თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ ,,სიტი-პარკის" საჯარიმო ავტოსადგომთან აქცია გამართა. მან მოუწოდა "სიტი-პარკისგან" დაზარალებულ მოქალაქეებს, ჯარიმის ქვითრები მიიტანონ ,,დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" ოფისებში, სადაც მათ კვალიფიციური იურისტები დაეხმარებიან ჯარიმის გასაჩივრებაში https://www.youtube.com/watch?v=AxzXLF9ImQo&feature=youtu.be
გარდაბნის მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნული სოფლების 30 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების...
ლანჩხუთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი ამუშავდება. ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და რეჯიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე იმყოფებოდნენ. როგორც დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება. სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით, ექთნებით, მძღოლი-მაშველებით,...
თბილისის საკრებულოში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ამის შესახებ ტელეკომპანია"იმედის"ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ცნობილი გახდა ისიც, რომ თბილისის საკრებულოში დაპირისპირება"ევროპული საქართველოს" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საკრებულოში სხდომა ამ დრომდე უნდა დაიწყებულიყო, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო, სხდომის დაწყება ისევ ვერ ხერხდება. პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 946 კვ. მეტრი ფართისთვის ზონის შეცვლის საკითხს საკრებულოს წევრების და თბილისის მერობის კანდიდატების მხრიდან პროტესტი...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და...
ევროპულმა საქართველომ ნინოწმინდაში მერობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მოსახლეობას კანდიდატად არაიკ ბდოიანი წარუდგინა. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პირველ რიგში გაზიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს და მძიმე სოციალური ფონი გაუმჯობესდეს. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. პარტიის ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები, ეს თანხა კი მთლიანად პენსიის ზრდას მოხმარდება. ნინოწმიმდაში პენსია...
საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მისამართზე სრულდება. ბოლო ათეული წლების შემდეგ პირველად, კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მწყერიციხიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 120 282 ლარია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას...
2017 წლის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ცესკომ და სწავლების ცენტრმა პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის  ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგი  69 მონაწილემ გაიარა, ისინი  გაეცნენ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა  მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის: არჩევნებში გენდერული თანასწორობის საკითხები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საარჩევნო სისტემა; პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების მექანიზმები; არჩევნების შედეგების შეჯამება და მანდატების განაწილება; წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები; საარჩევნო დავები. მონაწილეებს გადაეცათ...
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. გადაწყვეტილებას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს მთავრობა 50-წლიანი იჯარით კომპანია "ბიზნეს დეველოპმენტს" გადაცემს. კომპანიის უკან კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბაგიროების მოწყობას გეგმავს. https://www.youtube.com/watch?v=Mf59WxFQSX8&feature=youtu.be
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან და ქალაქის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე  რუსთავის 70-მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და ახლო მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, მაჟორიტარობის კანდიდატი უბნის საჭიროებებს გაეცნო და მოსახლეობისგან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სოციალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, აუცილებელად მოეწყობა და რეაბილიტირდება სკვერები და შიდა ეზოები. ავთანდილ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ