დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

858

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. გადაწყვეტილებას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს მთავრობა 50-წლიანი იჯარით კომპანია “ბიზნეს დეველოპმენტს” გადაცემს. კომპანიის უკან კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბაგიროების მოწყობას გეგმავს.