"ქართულმა ოცნებამ" ახალქალაქში მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი გუნდის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღების და სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლები. მოსახლეობას კანდიდატები წარუდგინა ენზელ მკოიანმა. მერობის კანდიდატად "ქართული ოცნებიდან" წარადგინეს იურიკ იუნანიანი. სოფელ ზაკის დეპუტატობის კანდიდატია ჰამლეტ მოვსინაიანი, ასევე კანდიდატები არიან აშოტ საარიანი, გრიგორ ცორმუტიანი, მელკოლ მაკარიანი. წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა იყო ახალი სახე.
მერობის კანდიდატი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და იმედების...
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში, ადგილობრივების წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. ადგილზე უკვე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Jnews.ge ავრცელებს.
როგორ გამოცემა Jnews.ge წერს, სოფელ კუმურდოში ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება პოლიციამ იმ მოტივით არ მისცა, რომ მათ ასეთი...
ქალაქ რუსთავში მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი და ავარიული შენობის ადგილას, ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.
საბავშვო ბაღი...
„ბაქრაძე - უგულავა ევროპული საქართველო“ საკრებულოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და პირველ ოქტომბერს აქციის გამართვას გეგმავს.
პარტიის წევრებმა და მერობის კანდიდატმა ბრიფინგი თაბორის მთაზე, სწორედ იმ ადგილას გამართეს, რომელთან დაკავშირებითაც დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადაცემა იგეგმება და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ფართობი უკვე შემოღობილია.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილს...
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს. დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას მიერ წარმოდგენილ პროგრამულ პრიორიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების, აგრეთვე კონცერტებისა და ვერტიკალური ბაღებისთვის გათვალისწინებული ხარჯის ამოღება მოხვდა.
კანდიდატები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პრობლემების გადაჭრას ჰპირდებიან, მათ შორის არის გამოსახლების, უფასო სასადილოების, სოციალური სახლებისა და მედიკამენტების პრობლემები.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ პარტია „სითი...
2 ოქტომბერს 14:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ დღს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“...
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) შეფასებით, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მონაწილეობა მრავალ რისკს შეიცავდა და მოუწოდებდა კახა კალაძეს, თავი შეეკავებინა დღევანდელ ღონისძიებებში მონაწილეობისგან.
კახა კალაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ მას სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარო: ნეტგაზეთი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში კვირაცხოვლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 1კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი მოეწყო.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და მასზე 442 429 ლარი დაიხარჯა.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ფოტო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თაჯდომარემ ნიკა მელიამ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხონში მერობის კანდიდატად ქალბატონი ნაზი გეგია წარადგინეს. ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო გეგმა გააცნო, მან ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ხონის მოსახლეობისავის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.
მერობის კანდიდატმა ნაზი გეგიამ ხონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები...
საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისში აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ გუშინ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი ტყემელაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ნამდვილად არ აქვთ მანდატი და საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ მიგვაჩნია,...
„ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან აქციას გამართავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის არ შეეგუება, რომ „ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი“.
„იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არ არის წინასაარჩევნო რიტორიკა, ეს არის ჩვენი...
ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის პირველ საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის წევრი აგიტაციის გამო მოხსნა
ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრი, მარინა ჟღენტი საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა, რაც კანონდარღვევაა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ქალბატონი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფლაერებს არიგებდა, რის გამოც მარინა ჟღენტი პარტიის წევრი კომისიაში აღარ იქნება.
"დღეს ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. პირველ საუბნო საარჩევნო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარინა ჟღენტი...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ოფისის კარი გატეხილი დახვდათ.
როგორც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი რევაზ სხულუხია აცხადებს, ოფისიდან წაღებულია კომპიუტერი, სკანერი, ასევე დოკუმნტები, დამტვრეულია ავეჯი.
"ძალია სამწუხაროა, რომ არჩევნებამდე ოცი დღით ადრე მსგავსი ფაქტები ხდება. იმედი მაქვს, რომ ადგილზე მყოფი სამართალდამცველები დაადგენენ რა მოხდა.",- აცხადებს კანდიდატი.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინლისტები მუშაობენ.
წყარო: 1tv.ge
ფოტო: 1tv.ge
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თორნიკე შონიასთან ერთად, ამჯერად, მემედ აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანია. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომ თანდათან ჩვენი...
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის წართმევა გააძლიერებს თვითმმართველობას, თუ პირიქით, ეს კითხვა დაისვა ზუგდიდის მერობის კანდიდატის და საარჩევნო შტაბების წარმომადგენელთა მისამართით დღეს, ორგანიზაცია „თანაზიარის“ მიერ გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ზვიად (დომენტი) სიჭინავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით ქანთარიამ აღნიშნა, რომ ის ფორმა, რომელიც აქამდე იყო, უფრო სწორი და გამართლებულია, რადგან ვსაუბრობთ ორ, სხვადასხვა ურბანული მოთხოვნების და სურვილების მოსახლეობაზე.
„სოფლის მოსახლეობას აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნები, დღის...
დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი არის საქველმოქმედო და ვთხოვ ყველას, ნუ გავხდით ამას დამატებითი არასწორი ემოციების გაჩენის საფუძვლად, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს დაგეგმილ ვარსკვლავურ მატჩს, რომელშიც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.
"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ამ საქველმოქმედო მატჩისთვის ფედერაციის ფინანსური რესურსი გამოყენებული არ არის. საქველმოქმედო ღონისძიება არ უნდა მოინათლოს წინასაარჩევნო კამპანიად. კახა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































