2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი, ასევე, მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო...
”ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმში გადადის, - ამის შესახებ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
უდუმაშვილმა დღეს გამართული აქცია და მისი შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მერიამ შეაჩეროს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს თბილისის ქონება 1 ლარად გადაეცეს.
”დღეს მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა თუ რას პასუხობს ”ქართული ოცნების” ხელისუფლება...
თბილისის მერიამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შემდეგ ტერიტორიაზე არსებული ვითარების ფოტომასალა გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის'' თბილისის მერობის კანდიდატის, ამავე პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად დაზიანებულია პანდუსი და მწვანე ნარგავები.
აციაზე "ნაცმოძრაობის" წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 6 პირი დააკავეს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის მერობა ექვს კანდიდატს სურს. ერთ მათგანთან, პარტიის - „ერთობა – ახალი საქართველოს“ კანდიდატთან, არზუმან ზოროღლიანთან, მედია დაკავშირებას ვერ ახერხებს, დანრჩენი ხუთი კანდიდატიდან ოთხი ფიქრობს, რომ ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, გაუქმებით ხელისუფლებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა. მმართველი პარტიის კანდიდატი კი, რომელიც მოქმედი გამგებელია, თავდაპირველად ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტის გაყოფას იწონებდა, თუმცა, როდესაც მათი გაუქმების საკითხი...
ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მიმართეს, ხვალ, 3 ოქტომბერს, პრესკონფერენციას გამართავენ და გაასაჯაროებენ, თუ რომელი კანდიდატები შეუერთდნენ დეკლარაციას.
პრესკონფერენცია ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ ოფისში 16:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ფონდის - „ღია საზოგადოება -...
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, მის მოადგილეს ბექა ყანჩელს და დვალის მძღოლს რევაზ კუტალაძეს ბრალი წარუდგინეს. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგდოებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა.
სულხან ქობულაძე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მისი ადვოკატისგან შეიტყო. ქობულაძე განმარტავს, დავით დვალს, ბექა ყანჩაველს და რევაზ კუტალაძეს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა 2000 ლარიან გირაოს...
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე თავისი გათავისუფლების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს.
გელა კაპანაძე დავით ონიაშვილმა თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. კაპანაძე, რომელიც "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გორის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია, მიაჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
კაპანაძემ დახმარებისთვის საიას უკვე მიმართა და გამგებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
გარდა ამისა, გელა კაპანაძის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული ხარჯებთან დაკავშირებულ დარღვევებზე განცხადების გაკეთებას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ ამ...
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, წინასაარჩევნოდ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით ჩატარდა.
საქართველოს 10 რეგიონში, 27-29 სექტემბერის პერიოდში 1 000-ზე მეტი ქალი გამოიკითხა. პროცესში ქსელის წევრი 23 არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო.
კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ...
წინამდებარე ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ. დელეგაციის მიზანია: ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება; ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი; იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერად წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია და რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისა და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით წარმოებულ დიალოგსა და კონსენსუსის მიღწევას ემსახურება. NDI გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფებს აგვისტოში...
დღეს ”ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველადი მიგნებები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში უახლოვდება.
"პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან და გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ როგორც უსაფრთხოს,...
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია, რომელმაც დღეს დილით პოლიტიკურ დევნაზე განცხადება გააკეთა, დღის ბოლოსთვის ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ ხდება და, თურმე, მეგობარმა იხუმრა.
ამის შესახებ დარასელიამ მას მერე განაცხადა, რაც პოლიციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ის ამბობს, რომ ტელეფონზე სმს მოუვიდა, მაგრამ ნომერი ვერ იცნო. შემდეგ კი გაარკვია, რომ სმს-ის ავტორი მისი მეგობარია.
https://www.youtube.com/watch?v=auy8eu40_4Y&feature=youtu.be
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ საკრებულოს დატოვება „პოპულისტური და პიარული ნაბიჯია“.
ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილის მიერ საკრებულოს დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მამუკა ახვლედიანის თქმით, ალეკო ელისაშვილის საქციელი არასწორია მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება. ახვლედიანმა ამის მაგალითად საკრებულოს ბოლო სხდომა...
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2017 წლის 25 სექტემბრის სხდომა)
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2017 წლის 31 ივლისის სხდომა)
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2017 წლის 17 ივლისის სხდომა)
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































