გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საახალწლო სანათების მონტაჟი სტალინის გამზირზე მიმდინარეობს. “სადღესასწაულო დეკორაციებით ქალაქის თითქმის ყველა უბანი გაფორმდება. უახლოეს დღეებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება მთავარი ნაძვისხის მონტაჟიც”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გარცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება შპს “გაყინულ ხორცთან” გააფორმა, რომელმაც სოფელ ოკამში სპორტდარბაზს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტაროს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სამუშაოებისთვის მერია აღნიშნულ კომპანიას 27 135 ლარს გადაუხდის, საიდანაც 20 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო 7 135 ლარი ადგილობრივიდან. შესყიდვის პირობების მიხედვით, აღნიშნულ კომპანია ვალდებულია სამუშაოები დაასრულოს 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიის იურიდიული მისამართი კასპის...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე მანქანების გაჩერებისთვის საშვების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აღნიშნული საშვების დამუშავების ინიციატივით, თვითმმართველობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა, დავით მოსიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა მშობელთა კავშირის ,,ლამპარი” ხელმძღვანელმა ნინო მაისურაძემ მიმართეს. დავით მოსიაშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტი არის კახეთში პირველი, სადაც მსგავსი სახის საშვების გაცემა ხდება. მისივე თქმით, თელავში...
25 ოქტომბერს მარნეულში მოქმედი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა და საბიუჯეტო ინიციატივები დაარეგისტრირა. ამის შესახებ "რადიო მარნეულთან“ საუბარში პლატფორმა სალამის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რაბილ ისმაილმა განაცხადა. მისი თქით, მარნეულში მოქმედმა რადენიმე ორგანიზაციამ ჩატარებული საჭიროებების კვლევის შემდეგ გაერთიანდნენ და ბიუჯეტის პროექტის მომზადება გადაწყვიტეს. "სხვადასხვა ორგანიზაციები, ჯგუფები ერთ აზრზე არიან, რომ მარნეულში მომსახურეობები უნდა განახლდეს. ეს მომსახურეობები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი უნდა იყოს. წლებია ერთ რამეს...
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, საახალწლო სოფელში აქტივობები 23 დეკემბრიდან დაიწყება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საახალწლო სოფელი მხოლოდ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარედ იქნება. „23 დეკემბრიდან აქტივობები დაიწყება საახალწლო სოფელში, რომელიც წელს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარედ იქნება. მთავარი ნაძვის ხე მოეწყობა პარლამენტის წინ, ტრადიციულ ადგილზე. წელს გამოკვეთილი თემატიკა არ იქნება. საახალწლო სოფელი მოეწყობა ყველა იმ ტრადიციული აქტივობით, რაც არის სანტას სახლი,...
გასული წლებისგან განხვავებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ნაწილი მუდმივად ბიუჯეტიდან დახმარებას საჭიროებს და მოგებაზე გასვლას ვერ ახერხებს, თუმცა, 2021 წელი საწარმოების ნაწილმა მოგებით დაასრულა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა მოგებამ (დაბეგვრამდე) 376 მლნ ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებით იყო განპირობებული. რომ არა...
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, შენდება ხიდები და ხელოვნური ნაგებობები. წელს დასრულდება გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება. ხულო-ზარზმის განახლებული გზა დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს როგორც მაღალმთიან აჭარას, ისე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება კურორტი გოდერძი და ტურიზმი მაღალმთიან აჭარაში. ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის,...
საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი,  ...
დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ინიციატივა მოაგვარებს სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომანქანების გადაადგილების შეფერხების პრობლემას.  „მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ჩვენმა გუნდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის დახმარების მიზნით. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. ამჯერად, მინდა,...
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება, რის გამოც, პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.  „მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია...
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც.  "საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი გზა მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს) გვერდს აუვლის. შესაბამისად,...
წინა სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის ოპოზიციის რიგებიდანაა, პარტია "საქართველოსთვის" წევრი. დეკლარაცია შეროზიას ექვსჯერ აქვს შევსებული. მათ შორის, 5 დეკლარაცია - 2014-2018 წლებში ყოველწლიურად, როცა "ქართული ოცნებიდან" ჯერ რუსთავის მერის მოადგილე, შემდეგ კი მერის პირველი მოადგილე იყო. მეექვსედ კი ახლა, 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას...
შემდეგი სტატია "არაფერი ჩვენ გარეშე" - ამ დევიზით ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტას ერთობლივად სთავაზობენ. მათ, განზე დგომასა და ნიჰილიზმს, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ამჯობინეს. ამ ჯგუფებმა ყველაზე უკეთ იციან, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, ამიტომაც, მიიჩნევენ, რომ ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია, თავად იაქტიურონ, ჩაერთონ ადგილობრივ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დააანონსა. ამჯერად, სტუდენტებისთვის უფასო საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით აშენდება. რიჟვაძის თქმით, სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა გარგკვეულ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც აჭარის მთავრობა საზღვაო აკადემიასთან ერთად იზრუნებს საერთო საცხოვრებლის აშენებაზე. „მინდა აღვნიშნო ახალი ინიციატივები, რომელსაც უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გავითვალისწინებთ. უკვე განვაცხადეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან...
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და "ხალხის ძალას“ დეპუტატმა, საბა კბილაშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის პოსტის ქვეშ დაწერილი სავარაუდოდ შერაცხმყოფელი კომენტარის გამო, მოქალაქე ნიქო გორგილაძეს პირად შეტყობინებაში უცენზურო შინაარსის ტექსტი გაუგზავნა. დეპუტატი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ყველას „გასცემს საკადრის პასუხს, ვინც შეურაცხყოფას მის სარწმუნოებას და ოჯახს მიაყენებს“. დეპუტატის უცენზურო სიტყვების და სავარაუდოდ, მუქარის შემცველი შეტყობინების ე.წ. სქრინები "ტვ პირველმა“ გაავრცელა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ