გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

174

გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საახალწლო სანათების მონტაჟი სტალინის გამზირზე მიმდინარეობს.

“სადღესასწაულო დეკორაციებით ქალაქის თითქმის ყველა უბანი გაფორმდება. უახლოეს დღეებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება მთავარი ნაძვისხის მონტაჟიც”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.