თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა, უარყოფს სტუდია მონიტორის გამოძიებაში გაჟერებულ ბრალდებებს და მათ "არასერიოზულს" უწოდებს: "მსგავსი ტიპის დავალება არასოდეს გაცემულა სააგენტოდან და არც გაიცემა. აღნიშნული ჩანაწერებიდან არ ჩანს, რომ ესენი არიან საბავშვო ბაღების დირექტორები. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე და იქ იკვეთება ერთი სახელი მარი და ამ სახელით არავინ არ მუშაობს ჩვენთან". სტუდია მონიტორის გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ თბილისის 170-მდე ბაღის ხელმძღვანელს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა...
"დავსხდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და მერე პირობას გაძლევ, რომ აირჩიე სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები", - თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი თავის კონკურენტს, კახა კალაძეს დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. ელისაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მერობის კანდიდატები ტელედებატებში შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან აქ თანაბარი მოცემულობაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ უფრო მდიდარია ან ღარიბია. მისივე თქმით, ის მთელი ცხოვრება თბილისის პრობლემების კვლევით...
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და ქუთაისში ეგზიტპოლი ჩატარდება. გამოკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია - "ედისონ რისერჩი" ჩაატარებს. "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით საქართველოში 2010 და 2012 წლების არჩევნების დროსაც ჩაატარა და მაშინ შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს თითქმის სრული სიზუსტით დაემთხვა. "ედისონ რისერჩი" ატარებს ყველა კვლევას აშშ-ში 2004 წლის შემდეგ, ანუ არ...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილისგუნდის გეგმით: მშობლებს, ბავშვის მუნიციპალურ ბაღში მისაყვანად, აღარ დასჭირდებათ ჩაწყობა და რეგისტრაციაზე ღამეების თენება, ხოლო კერძო ბაღები, აღარ იქნება ფუფუნების და ოცნების საგანი. ყველა ბავშვი მიიღებს 2 100 ლარიან, ხოლო ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი 3 500 ლარიან ვაუჩერს. მშობლები კი თავად აირჩევენ მუნიციპალურ ბაღში ატარონ საკუთარი შვილი თუ კერძოში.
როგორც თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, მისი გუნდის გეგმით: გააოთხმაგდება გამწვანება შექმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტური ქსელი და შევმცირდება საცობები ყველა სოციალურად დაუცველი გარანტირებულად მიიღებს 100 ლარიან დახმარებას და 60 ლარიან სადაზღვევო პაკეტს მედიკამენტებისთვის.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს გაბედულად და ისარგებლოს იმ ინიციატივებით, რაც "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვიდან ჩამოაქვს. "ჩემი გზავნილი ხელისუფლებისადმი: იმოქმედე გაბედულად, ისარგებლეთ იმ მესიჯებით, იმ ინიციატივებით რაც ჩამოგვაქვს ჩვენ მოსკოვიდან. გაუწიეთ წინააღმდეგობა ბოკერიების ფორმულებს. მხარი დაუჭირეთ სრულიად ახალ პოლიტიკურ ფორმატს საქართველო-ნატო-რუსეთი. ეს ფორმატი გავძლევს შანს ვილაპარაკოთ უსაფრთხოების მექანიზმებზე, საზღვრების დაცვის საკითხზე. ისარგებლოს ამითი...
წინა სტატია ზემო იმერეთი (საჩხერე) -რაჭის (ონი) საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 2020 წლამდე, სავარაუდოდ, 145 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 50-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის წელს 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომავალ წელს დაფინანსება 25 მილიონს შეადგენს, 2019 წელს 40 მილიონს, 2020 წელს კი 70 მილიონ ლარს. ამ გზის მეშვეობით ზემო იმერეთი რაჭას უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება. ამასთან, შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით...
პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ყაზბეგში ამომრჩეველს მერობის კანდიდატად ვიქტორ სუჯაშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყაზბეგის მოსახლეობას სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა აქვს. გიგი უგულავამ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო, რომლის თანახმადაც, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება. პარტიის წევრების თქმით, ყაზბეგში პენსია 50 ლარით გაიზრდება. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წყარო: იმედინიუსი
პარტია „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათისა და ჯურყვეთის ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი ამირან გიგინეიშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა, რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, სასმელი წყლის, სოფლებამდე მისასვლელი გზის და გაზიფიკაციის პრობლემის გადაჭრას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვერც აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული თხილის მოსავლის კომპენსაცია მიიღეს. მერობის კანდიდატი მოსახლეობას ამ პრობლემების გადაჭრაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს პარტიის წინასაარჩევნო გეგმაც...
ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული...
სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება https://www.youtube.com/watch?v=YlbbsdgUeec&feature=youtu.be
„400 ათასი თბილისელისთვის, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო და დაფინანსება შეუმცირდა, ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის დაზღვევისთვის გამოყოფა იგეგმება“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა თემქის მოსახლეობასთან შეხვდრისას განაცხადა. მან ამომრჩევლებს მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, სადაც ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებაზე. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 400 ათასზე მეტ თბილისელს დაფინანსება შეუმცირდა, რამაც მოქალაქეთა სოციალური...
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო განწყობების კვლევის შედეგი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება. ამის შესახებ დღეს, 4 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგია Edison Research-ისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენლებმა საზოგადებას გააცნეს. Edison Research-მა წინასაარჩევნო განწყობების კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარა. Edison Research-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა რობ ფარბმანმა განაცხადა, რომ პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 18...
გურჯაანში, ახტალას პარკში 6 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხების მიერ დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების წამროებული 50-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო. ფესტივალზე მოწყობილი იქნება მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ისტორიის პავილიონები, ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 6 ოქტომებრს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიება ღვინის ეროვნული საგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით,...
ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქ. #34-ში სავარჯიშო და გასართობი მოედნები მოეწყო. საბავშვო ატრაქციონები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ხოლო ტრენაჟორები თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაკვეთით დამონტაჟდა. ინფორმაციას ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
"ქართულო ოცნების" აგვისტოს თვის ტოპ-შემწირველთა შორის, შპს "ზღვის პროდუქტებია", რომლის დამფუძნებელი და დირექტორი, ფოთელი ბიზნესმენ გურამ წიწილაშვილის ვაჟი დავით წიწილაშვილია. კომპანიამ "ქართულ ოცნებას" 100 ათასი ლარი შეწირა.  გარდა ამისა, დავით და გურამ წიწილაშვილებმა "ქართულ ოცნებას", გასულ წელს, ჯამში, 120 ათასი ლარი შეწირეს. გურამ წიწილაშვილი მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიც იყო, მან 2012 წელს იმჟამინდელ მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი ჩაურიცხა. გურამ წიწილაშვილის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ