2015-17 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობამ საერთო ჯამში 986 ერთეულს მიაღწია. ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 2015 წელს 274 პროექტი განხორციელდა, 2016 წელს 277, ხოლო 2017-ში - წლის ბოლომდე 435 პროექტი დასრულდება. ბოლო სამი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში პროექტების შესრულების ტენდენცია ასეთია: მომდევნო წლის პრიორიტეტული პროექტების ნუსხა წინასწარ მუშავდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ადგენს მოსახლეობის საჭიროებებს, შემდეგი ეტაპი შესაბამის...
გორის საოლქო საარჩევნო კომისია გორის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა კაპანაძის მიმართ 2000 ლარით დააჯარიმების მოთხოვნას დაეთანხმა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას გორის სასამართლო მიიღებს, რადგან გელა კაპანაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ის, როგორც საჯარო მოხელე, საარჩევნო შტაბში ,,თრიალეთის" ჟურნალისტის თხოვნით მივიდა. ,,21 სექტემბერს დამირეკა თრიალეთის ჟურნალისტმა, რომელიც გახლავთ ,,შენების მოძრაობის" წარმომადგენლის, ბადრი ნანეტაშვილის ინტრესების გამტარებელი. მთხოვა ინტერვიუ, ასევე, პოლიტიკურ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ხადას ხეობაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობა დაიწყება. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით,  გაკეთდება გვირაბი, რომელიც ხადას ხეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობთან დააკავშირებს. მისი თქმით, გვირაბის მიმართულებას გეოლოგები უკვე იკვლევენ. „ხადას ხეობას გავუკეთებთ იმას, რაც ხეობისთვის არავის გაუკეთებია. ეს იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის შეყვანა ხეობაში. გეოლოგები გვირაბის მიმართულებას უკვე იკვლევენ, რომელიც ხადას ხეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი კობის მოსახლეობასთან დააკავშირებს. გეოლოგიური სამუშაოები...
ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი სადგური ემსახურება. ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთა გიორგი შუხოშვილთან ერთად პირადად დაათვალიერა. ბორჯომ-ბაკურიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენები  კონტეინერში იტვირთება  და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით  ხაშურის  ნაგავსაყრელზე რეგულარულად გადააქვთ. ძველი ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტში ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურა და ახალი სადგური უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს.  სამუშაოები რეკრეაციულ ზონებში ეკოლოგიის დაცვას,...
იაძის ქუჩაზე „ევროპული საქართველოს“ საღებავშესხმული საარჩევნო მასალებზე „სამხრეთის კარიბჭემ“ დღეს, 11 ოქტომბერს, დილით შენიშნა. ამ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან, გელა დემეტრაძე ამბობს, რომ მან პლაკატების დაზიანება რამდენიმე დღის წინ შეამჩნია: „ეს რიგითი მოქალაქის გაკეთებული არ იქნება. მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაკეთებული იქნება. საღებავების შესხმის ეს ერთი შემთხვევაა, დახეული და ძირს ჩამოყრილი პლაკატები კი მრავლად გვხვდება ხოლმე“. „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართულ...
ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, ქალაქის  ქუჩების უმეტესობას პრობლემები შეუქმნა. უასფალტო და ორმოებით სავსე  ქუჩებზე მოძრაობა უჭირთ ქვეითებსაც და  მძღოლებსაც. მოსახლეობის თქმით, ქალაქის შიდა გზები იმდენად არის გაფუჭებული, რომ  უგზოობის გამო ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.  მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პროექტს კერძო კომპანია  ახორციელებს და აღნიშნულ პრობლემას გამგეობასთან კავშირი არ აქვს. ახმეტის...
2018 წელს იმერეთში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=qeLhFL2lj2c&feature=youtu.be უწყების ცნობით, ახალი ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. ამასთან, ორივე რეგიონში მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთი სადგურები. მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და მისი დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. სამინისტროს ცნობით, მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 150 ადამიანი.
რეგიონული ჰაბის შესარჩევად კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში მიმდინარეობდა, რომლის შედეგები უკვე ცნობილია. "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას. ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საქართველოს ათ ...
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალაში, რომელიც მოსახლეობას ურიგდება, ზუგდიდში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოებია აღწერილი. მმართველი პარტიის ბროშურაში მითითებული შესრულებული პროექტების სიის მიხედვით, 2014-2016 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს, მათ შორის, ქალაქის №1 ბაღს. აღნიშნულთან ერთად, ჩამოთვლილია რამდენიმე ბაღი, ჩამონათვალის ბოლოს კი ფრჩხილებში მითითებულია „სრული რეაბილიტაცია“. ბაღის გამგე ხათუნა გულორდავა ამბობს, რომ დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მისივე თქმით,...
რადიო "თავისუფლებამ" თელავის "მერობის კანდიდატ" ცხვარს კლიპი მიუძღვნა. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ თელავს, დანარჩენ 6 ქალაქთან ერთად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად, ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებიც თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ, მერობის კანდიდატად ცხავარი “წარადგინეს” და მოუწოდებენ ამომრჩევლებს, საარჩევნო ბიულეტინს მიაწერონ ცხვარი და შემდეგ სწორედ ის შემოხაზონ. https://www.youtube.com/watch?v=CPFnYta0Mqg&feature=youtu.be კამპანიის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ მჭედლიშვილის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ...
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში, ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობის 13 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, ამომრჩეველს კანდიდატთა ნაწილზე წარმოდგენაც არ აქვს - ამ ადამიანებს საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არ უწარმოებიათ და არც მედიას გამოუჩენია მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. droa.ge-მ გადაწყვიტა, გაგაცნოთ, თუ ვინ არიან თბილისის მერობის ის კანდიდატები, რომლებიც არც ერთ "საარჩევნო გამოფენაში" არ გამოჩენილან. თბილისის მერობის კანდიდატად ტრადიციონალისტთა კავშირმა ნიკოლოზ სანებლიძე წარადგინა....
საარჩევნო სუბიექტებისათვის კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა. სამცხე–ჯავახეთის ექვს საარჩევნო ოლქში, კანდიდატურა მერობის ორმა, მაჟორიტარობის 12–მა და პარტიული სიის 12–მა წევრმა მოიხსნა. როგორც პარტიული სიის წევრობაზე, ისე მაჟორიტარობაზე, უარი ყველაზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა, N39–ე ასპინძის საარჩევნო ოლქში თქვა. აქ კანდიდატურა ოთხმა მაჟორიტარმა მოიხსნა, მათგან ერთი „ევროპული საქართველოს“, სამი კი კახა კუკავას პარტიის სახელით მონაწილეობდა არჩევნებში. კანდიდატურები მოიხსნეს: ლავრენტი შეშაბერიძემ – „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარგავის ოლქში; ნონა ვალიშვილმა –...
დღეს, 11 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა; საარჩევნო ბლოკ „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ბაქარ შირაძემ მედიაცენტრში გამართულ შეხვედრაზე დროის დიდი ნაწილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბარს დაუთმო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში არ არის სასმელი და სარწყავი წყალი, ასევე ტურიზმის განვითარების მიზნით, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ისეთ სოფლებში, რომლებსაც...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზედა თხილნარის მოსახლეობა უგზოობას უჩივის. სოფელში კომპანია "სოკარ-ჯორჯიამ" გაზიფიკაციის პროექტი დაიწყო. მილები სასოფლო გზაზე გაიყვანეს,  თხრილი არ ამოავსეს და გზა არ მოხრეშეს, რის გამოც წვიმიან ამინდში ატალახებულ გზაზე გადაადგილება ჭირს. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზების კეთილმოწყობა გაზიფიკაციის პროექტის ფარგკლებშია გათვალისწინებული, ოღონდ ბუნებრივი აირის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ. გამგეობის ინფორმაციით, კომპანიას სამშენებლო ვადა კიდევ ორი თვე აქვს. კომპანია "სოკარ-ჯორჯიაში" კომენტარს მოგვიანებით...
ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ მთავრობას წარუდგინა. ინვესტორთა საბჭოში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. „ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული“, - აცხადებენ ინვსტორთა საბჭოში. საბჭო რეკომენდაციით მიმართავს...
ზესტაფონი-ხარაგაულის სარკინიგზო ხაზის, საპროექტო მარშრუტის მე-11 გვირაბის მშენებლობის გამო 5 მოქალაქის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.  საუბარია, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში, ბესიკ კალანდაძის, გიორგი კალანდაძის, თამარ კალანდაძის, მაკა ბუიღლიშვილი-კალანდაძისა და ციცინო კალანდაძის კუთვნილ დაახლოებით, 6 984 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთზე. როგორც ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას 2 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ