თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიების – “ქართული ოცნების” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები უბანში მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ. კერძოდ, პარტიის წარმომადგენელი დგება რეგისტრატორთან და როდესაც მიდის ამომრჩეველი, ინიშნავს მის მონეცემებს, ანუ აღრიცხავს, ყველა ამომრჩეველს. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე იხილეთ სრულად: ნეტგაზეთი
დღეს დილიდან ოზურგეთის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებია მობილიზებული. როგორც "გურიის მოამბეს" სხვადასხვა უბნებიდან ატყობინებენ, მიკროავტობუსებში მყოფი ადამიანები, სიების აღრიცხვას აწარმოებენ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრიდან გვატყობინებს, ამავე სოფელში "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ნიჟარაძე მასთან საუბარში აცხადებს,  მიკროოავტობუსებში მათი მხარდამჭერები ზიან და იმ სიას ადგენენ,  ვინ ვერ მოახერხებს ხმის მისაცემად მოსვლას, რომ უზრუნველყონ მისი ტრანსპორტირება. "ჩემი მხარდამჭერები ზიან მარშუტკაში....
შიდა ქართლის მასშტაბით საარჩევნო უბანზე, დილის 10 საათის მონაცემებით, 13 686 ამომრჩეველი გამოცხადა, რაც საერთო მაჩვენებლის 5,8%-ია. სულ რეგიონში 236 003 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შიდა ქართლის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში 234-ვე უბანი გახსნილია. კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე უკვე 2 203 მოქალაქე მივიდა, რაც 5.5%-ს შეადგენს. გორში 110 174 ამომრჩევლიდან - 6 197 მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყველაზე მაღალი აქტივობა ქარელის...
სუს-ის ჩართულობა არის ტყუილი, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას "ქართული ოცნების" ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა. მისი თქმით, სუს-ის მაღალჩინოსნების საარჩევნო პროცესებში ჩართულობა "ქართული ოცნების" პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა. ჭეიშვილის თქმით, არჩევნები აჭარაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "სუს-ის ჩართულობა სიცრუეა. ისინი ცხრა წლის განმავლობაში, რასაც აკეთებდნენ, ამას ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უთხრა - არა. "ქართული ოცნება" უკვე მეხუთე არჩევნებს ატარებს და...
საჩხერეში 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2688 ამომრჩეველმა გააკეთა. 50-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მანანა მუმლაძის განცხადებით, ეს ამომრჩევლის დაახლოებით 7%-ია. მისივე თქმით, საჩხერის 47 უბანზე 42 654 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საჩხერეში ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა და ამ დროისთვის დარღვევა არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა. წყარო: ინტერპრესნიუსი
ქუთაისის N40 საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ადგილზე უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი მივიდა.  როგორც გაირკვა, ამომრჩეველს მარკირება მხოლოდ ამომრჩევლის ბარათის საფუძველზე, N41 საარჩევნო უბანზე გაუკეთეს, თუმცა ამომრჩეველი მოცემულ უბანზე საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. იმ უბანზე კი, სადაც მას ხმა უნდა მიეცა, არ შეუშვას. დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია "ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა" საჩივარი უკვე დაწერა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, მათმა წარმომადგენლებმა 43 საჩივარი უკვე დაწერეს. როგორც ქამადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო პროცესებში სუს-ი აქტიურად არის ჩართული, რომლებსაც კომისიის წევრებთან კომუნიკაცია აქვთ. "10:00 საათის მონაცემებით 43 საჩივარი გვაქვს დაწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ კენჭისყრა დარღვევებით მიმდინარეობს. სხვადასხვა ტიპის დარღვევებს ვაწყდებით. 26-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომ იმ მოქალაქეს მიაცემინეს ხმა, რომელიც რეალურად ხელვაჩაურში...
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ გაავრცელა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა შუალედური ანგარიში. ანგარიში მიმოიხილავს სამონიტორინგო პროგრმის მიზნობრივ საარჩვნო ოლქებში არსებულ ზოგად პოლიტიკურ და ელექტორალური ხასიათის ტენდენციებს, ისევე როგორც პოლიტიკური მიზნით ინსტიტუციონალური, აღსრულებითი, მარეგულირებელი და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკას. პროგრამაში ასევე ასახულია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში, რამდენიმე უბანზე „პრეს-მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი, ცესკო-ს აკრედიტაციის გარეშე ცდილობდა უბანზე შესვლას. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მათი აკრედიტაციები სავარაუდოდ, გაყალბებული იყო, რის გამოც „პრეს-მედიის“ წარმომადგენლები უბნებზე არ შეუშვეს. ანა მიქელაძე საარჩევნო საკითხებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. „ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრეს-მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის...
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 19 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის # 20, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის # 36, ახალციხის # 37,...
ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე დმანისის 33-ე უბნის კომისიის მდივნის ავარიაში მოხვედრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, კომისიის ახალი მდივანი კომისიის წევრებმა აირჩიეს და დმანისის 33-ე უბანზე არჩევნები დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. „სამწუხარო ფაქტი მოხდა. დმანისის 33-ე უბნის კომისიის მდივანი დილით ავარიაში მოყვა. კანონმდებლობის თანახმად, კომისიის მიერ არჩეული იყო კომისიის ახალი მდივანი. ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე“, -...
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა...
საარჩევნო პროცესი თავისუფალ, მშვიდ, დემოკრატიულ პირობებში ტარდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დილიდან საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრტიულ ვითრებაში მიმდინარეობს. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ. საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩენო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო...
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. იხილეთ დოკუმენტი სრულად
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: ქვეყნის...
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჩაჩავას ინფორმაციით, 10:30 საათისათვის გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნებებზე საარჩევნოო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში. ჩაჩავას ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევების ერთეული შემთხვევები. საადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ შექმნიათ არავითარი დაბრკოლება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნებებზე დაშვების კუთხით, რაც გასულ წლებთან შედარებით დადებითი ტენდენციაა. იხილეთ პრესრელიზი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ