"სამართლიანი არჩევნების"ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლავ ყველაზე პრობლემურ საარჩევნო ოლქად რჩება მარნეულის #22 ოლქი, სადაც, ცალკეულ უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში ფიქირდება ისეთი სახის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე....
მთელი დღეა აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ "იმედს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განუცხადა. "არანაირ განსაკუთარებულ დარღვევებს ადგილი არ აქვს. უფრო პროცედურული დარღვევები ფიქსირდება. ვხედავთ და გვესმის ოპოზიციის ბრალდებები, რაც ყოვლად მიუღებელია. გასაგებია და რთულად შესაგუებელია წაგება"- აცხადებს პატარაძე.
წყარო: იმედინიუსი
ინგირში 46-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამას შორის სიტყვიერი დაპირიპირება მოხდა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გადასატანი ყუთის გაბათილება მოითხოვა.
„ევროპული საქაართველოს აჟორიტარობის კანდიდატის თემურ ლიპარტიას მამამ უბნის ტერიტორიაზე დებოში მოაწყო, რაზეც ვაპირებთ ჩივილს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ფანგანმა.
კომისიის თავმჯდომარის ძმის განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსუდან ფანგანმა ჟურნალისტებთან...
"შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ალუდა გოგლიჩიძემ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე უბანზე ცრუ პრესმედია გამოჩნდა, 112-ე უბანზე ამომრჩეველი არ შეუშვეს მარკირების გამო. გოგლიჩიძე ამბობს, რომ შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ დარღვევები არ აღირიცხოს. მერობის კანდიდატი მოუწოდებს ცესკოს, არჩევნები სამართლიადან და პროცედურების დაცვით ჩაატაროს და დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.
მან ასევე 92-ე უბანზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ გადასატან ყუთზე 13...
ლაშის #48 საარჩევნო უბნის კომისიამ ფოტოგადაღების უფლება არააკრედიტებულ პირს მისცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელს საარჩევნო კომისიამ ნება დართო, რომ ხარაგაულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ხმის მიცემის პროცესში გადაეღო.
აღნიშნულ პირს რომ საარჩევნო უბანზე ყოფნისა და ფოტოგადაღების უფლება არ ჰქონდა, დაადასტურა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ.
წყარო: ჩემი ხარაგაული
ფოტო: ჩემი ხარაგაული
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან გარკვეული ჯგუფების მობილიზება ხდება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის პირადად შეესწრო მსგავს ფაქტს, ხოლო მობილიზებული ჯგუფები ძირითადად ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
"ქართული ოცნების” ხელწერაა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიებთან ხდება გარკვეული ჯგუფების მობილიზება. მობილური ჯგუფების მთავარი არსია, რომ მისულ ამომრჩეველს მოუწოდონ #41-ის შემოხაზვა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე უბანზე 52 საჩივარი, ოლქში 35 საჩივარი და 105 შენიშვნა დაწერეს.
გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები
თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა განმარტა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მისი ნების გარეშე შეიყვანეს.
ვანის #53 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ არის გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მას განცხადება კომისიის სახელზე არ დაუწერია.
გორის #99 უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ...
ასპინძაში, N4 დამალის უბანზე, სადაც“ქართული მარშის“ წარმომადგენლები მივიდნენ, ხმაური მოჰყვა უბნის გარეთ არჩევნებზე მისული ადამიანების სიის აღმოჩენას. უსაფრთხოების მიზნით, კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.
როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი იტყობინება, ასპინძაში, დამალის N4 უბანზე, როდესაც „ქართული მარშის“ წარმომადგენელები მივიდნენ, სამველ თუმასიანს ხელში სიები ეჭირა. გია კორკოტაშვილმა ჰკითხა თუ რა სიები იყო, რაზეც მან კი უპასუხა, რომ არც ქართულად და არც რუსულად არ...
ბათუმის #66 საუბნო საარჩევნო კომისიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ბორის სამსონაძე უჩივის, მისი განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, რადგან ამომრჩევლის მიღება ისე დაიწყეს, რომ რეგისტრატორის ვინაობა ჩანაწერთა წიგნში არ ჰქონდათ შეტანილი, სამსონაძე ხაზს იმ ფაქტსაც უსვამს, რომ კომისიის წევრებს საარჩევნო კაბინებში საწერ-კალმების განთავსება დაავიწყდათ, რამაც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს უხერხულობა შეექმნა. კომისიამ საჩივრის ოქმი წარმოებაში მიიღო.
წყარო: adjaraps.com
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამინის უფლებთა ცენტმა რეგიონში არჩევნების მიმდინარეობის დროს 10-მდე ხარვეზი აღმოაჩინა.
მათ შორიაა თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები, რომელიც სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული.
ადმინის უფლებათა ცენტში ამბობენ, რომ იქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ მობილიზებული არიან პარტიის მხარდამჭერები.
მათთვის მიკროავტობუსით მიიტანეს საკვები, რათა არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 36.7% -ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 1 262 809 ამომრჩეველი მივიდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.
იხილეთ დოკუმენტი სრულად
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ყარაჯალაში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს.
"თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული. აქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული არიან პარტიის მხარდამჭერები. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე...
ფოთის #34-ე საარჩევნო უბნიდან კომისის თავმჯდომარემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევა. თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.
„დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფარანი არ იყო მწყობრში, ვთქვი ამის შესახებ. შეცვალეს ელემენტები, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე ეცნობებინა საოლქოსთვის და შეეცვალა ფარანი, თუმცა ყურად არ იღო. მას შემდეგ რაც სხვებთანაც არ დაფიქსირდა მარკირების კვალი...
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მარნეულში დოკუმენტაციის გაყალბებაზე საუბრობს. ეკა ბესელიას თქმით, საქმე ეხება მარნეულის სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
„საარჩევნო უბანზე ნადიმ გოჯაევის სახელით პიროვნება იყო შესული, რომელიც newsplace ჟურნალისტად იყო წარმოდგენილი. მოხდა მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს პირი იყო ინტიზარ იბრაგიმოვი. ეს არის დოკუმენტების გაყალბება. ამის შემდეგ მან „ევროპული საქართველოს“...
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრების ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზეც, რომელსაც ეს ორგანიზაცია აკვირდება, პარტიის წარმომადგენლები იწერენ მისული ამომრჩევლის საარჩევნო რეგისტრაციის ნომერს. მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, ვინაიდან ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომრის საფუძველზე მარტივადაა შესაძლებელი სიის საჯარო ვერსიიდან ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე, კვლავაც...
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე აღმოიფხვრა აღნიშნული დარღვევა, რაც დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































