ბორჯომში დღეს, მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შენობის გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე...
ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, თანამედროვე და ახალი სისტემის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი 38 მილიონ ლარამდე აფინანსებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად გაეცნო.
ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ჭიათურას წყალი პერიოდულად, შეზღუდული...
თიანეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს.
ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ 6 ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.
„მე მივიღე სააპელაციო სასამართლოს შედეგი, მაგრამ ახალი, უხეში სამართალდარღვევა ფიქსირდება. მე მაქვს თიანეთის ოთხი...
‘ამბობენ, რომ მე თუ ამირჩევთ, ბორჯომში ფული არ წამოვა. ბორჯომს თავისი ფული აქვს და თუ ვამბობთ, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ ოპოზიციონერი მერი უნდა ავირჩიოთ’ – „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ამომრჩეველს მეორე ტურში მხარდაჭერა სთხოვა
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ, რომელიც ბორჯომის მერს არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან ლიპარტიას უპირისპირდება, დღეს, 27 ოქტომბერს, ბორჯომში, სპეციალური...
ქობულეთში რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირების დამაკავშირებელი 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ტროტუარების მოწყობა, დეკორატიული ფილებისა და ასფალტის საფარის დაგება იგეგმება, რისთვისაც 614 551 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც დამონტაჟდება. ქუჩების კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
წყარო: აჭარის ტელევიზია
ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
მაღაროს ქუჩაზე 80 წელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2740 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, 774 გრძივ მეტრზე კი მოეწყო ბორდიურები. ასევე, ქუჩის ბოლოში აშენდა გზის დამჭერი...
საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო", ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მიღებულ შედეგებს ასაჩივრებს.
პარტიაში ამბობენ, რომ შემაჯამებელი ოქმები სრულყოფილად შევსებული არ არის. გარდა ამისა, ციფრები გადასწორებული, უბნებზე კი ასობით ბათილი ბიულეტენი ფიქსირდება.
იურისტებმა უბნების გადათვლა მოითხოვეს, თუმცა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ პარტიის იურისტებმა ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში სარჩელი 25 ოქტომბერს შეიტანეს, იგივე მოთხოვნით, ახალქალაქის...
ფოთის საქალაქო სასამართლომ ,,ევროპული საქართველოს’’ საქალაქო ორგანიზაციის სარჩელი 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ოპოზიცია 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.
მათი თქმით, აღნიშნულ უბანზე თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში 100 -მდე ბიულეტენი ჩაყარა.
,,ევროპული საქართველოს“ წევრები ასევე მოითხოვდნენ 31 -ე უბანზე მყოფი მათი დამკვირვებლის, გრიოგოლ სტურუას საჩივარი 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას განხილვაში მიეღო, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
”საოლქო - საარჩევნო კომისიის მიერ...
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ამომრჩეველთა სამაგიდო სიის საჯარო ვერსია და ის არ გაიცემა საჯარო წესით. - ასე პასუხობს ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომლებიც სამაგიდო სიების გადაცემას უკავშირდება. ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის.
" სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების...
საქართველოში გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და"ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძე დაუპირისპირდებიან.
მედიასთან გაკეთებული კომენტარით, სიორიძე მეორე ტურს არელოდებოდა, თუმცა მისივე თქმით, ეს შედეგები გაერთიანებულ ბოროტებას, ანუ ოპოზიციას უკავშირდება:
სიორიძისგან განსხვავებით, უპრეცედენტოდ მიიჩნევს ასეთი მაღალიპროცენტით პირველ ტურში მიღებულ ხმებს კოტე შარაშენიძე და მიიჩნევს, რომ ეს სწორედ იმ ხალხის პასუხია სიორიძის მისამართით, ვისაც ქალაქის მერის მმართველობა არ მოსწონდა დააპროტესტებდა:
ოზურგეთში საკუთარი არჩევანი 35 ათას 639 ამომრჩეველმა გააკეთა. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 57, 21%-ია. ხმების 43, 36%-ი, სულ 14 ათას 801 ხმა სიორიძემ, 41, 87%-ი, 14 ათას 294 ხმა შარაშენიძემ მიიღო.
როგორ აფასებენ ოზურგეთელები პირველი ტურის შედეგებს და როგორია ადგილობრივების მოლოდინი მეორე ტურთან დაკავშირებით, "გურიის მოამბემ" ქუჩს გამოკითხვა ჩაატარა:
”მე ვფიქრობ, რომ მაინც დამოუკიდებელი კანდიდატი გაიმარჯვებს. არ მინდა, რომ მოქმედი მერი გავიდეს ,იმიტომ რომ უკეთესობისკენ არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით, უარესობაა. თუ ისევ მერობას ფიქრობდა,...
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასპინძის #4 უბანზე, ბიულეტენების გახსნას და ხელახლა გადათვლას ითხოვდა.
ამ უბანზე მაჟორიტარების ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 50–ია. იურისტებმა საჩივარი ჯერ #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაწერეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
https://www.youtube.com/watch?v=rExKrp9Zw1Y
წყარო: TV9
ფოტო: TV9
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთობა - ახალი საქართველოს" სარჩელი ისნის 49-ე ოლქში ხმების გადათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პარტიაში აცხადებენ, რომ მოსამართლე ნანა აფციაურმა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გამოიტანა.
"ახალი საქართველოს" პოლიტკური მდივანის თქმით, საარჩევნო ოქმში მონაცემების შეცვლის არანაირი სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარტია ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"სასმართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება,...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე–19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ და ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდნენ. ოთხივე...
გიორგი მაღლაფერიძე ინდმეწარმეა, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა სახელწოდებით ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობა. მუნიციპალიტეტმა უკვე გააფორმა მასთან ხელშეკრულება და როგორც მაღლაფერიძე ამბობს პირველ ჩამოსვლაზე მარნეულიდან დაახლოებით 20-25 ძაღლი ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა.
“ჩვენ ვიყავით მარნეულში ჩამოსული, წავიყვანეთ ძაღლები და ოზურგეთის ძაღლთა თავშსაფარში გადავიყვანეთ”
გიორგი მაღლაფერიძის საქმიანობას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის სამსახური ადევნებს თვალყურს და აკვირდება იმ პროცედურებს თუ რა უკეთდებათ...
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მარნეულში საარჩევნო უბნებს სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საჩივრებს წერდნენ. საჩივრების განხილვა 25 ოქტომბერს დასრულდა, როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძე ამბობს სულ 11 საჩივარი მიიღეს.
დამკვირვებლებს შორის იყვნენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, შოთა თუთბერიძეს ვესაუბრეთ ის ამბობს, რომ მათი მხრიდან სამი საჩივარი დაიწერა. ერთ-ერთი ეხებოდა ყიზილაჯლოს...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილს მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამბავს მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მომარაგდება შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: შულავერი, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეითგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, მარეთი, არაფლო და იმირი.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს.
რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































