სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ბორჯომში, კი, „ოცნების“ კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს მხოლოდ 24 ხმით მოუგო და აქ მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება საკრებულოებს, რეგიონის ექვსი საკრებულოდან ხუთში უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს, ერთში - ბორჯომში კი, ოპოზიციას. ბორჯომს ეყოლება, ასევე, ყველაზე მრავალპარტიული საკრებულოც.
სამცხე–ჯავახეთი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში...
2018 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 254.9 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს გაგრძელდება ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი. პროექტების ჩამონათვალშია, აგრეთვე, მესტიის, ანაკლიის, ურეკის, ფოთის, ზუგდიდის, ჯვარის, ჭიათურის, გუდაურის, ბაკურიანის, ბოლნისის, მარნეულის და სხვა მუნიციპალიტეტების სასმელი წყლის გაუმჯობესებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები. წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე, დაგეგმილია კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგზაო თუ სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2018 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამში 1 832.5 მლნ ლარს მიიღებს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაჩვენებელს 574.5 მლნ ლარით აღემატება.
როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 283.2 მლნ ლარი, ხოლო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 262.0 მლნ ლარი დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2018 წელს დაგეგმილია შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია:
...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი 5 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. უწყების ცნობით, მშენებლობის პირველ ეტაპი საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთი იწყება საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე (გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონი), საჩხერედან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 1.5 კმ-ზე. ყველაზე მაღალი წერტილი ამ მონაკვეთზე ზღვის დონიდან 569.11 მეტრია.
დღეისათვის გზის ამ მონაკვეთზე 3-5 მეტრის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლიდან გააუქმა, 2018 წელსაც არ აღდგება. მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ამ პროგრამის განსახორციელებლად თანხები კვლავაც არ არის გათვალისწინებული.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 8 წლის განმავლობაში არსებობდა. მისი განხორციელება 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან კი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
პროგრამა მიზნად ისახავდა...
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კვლავ 260 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ბიუჯეტის ამ მუხლში აკუმულირებული თანხები ხმარდება როგორც მუნიციპალურ და ინტერმუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე სტიქიებით გამოწვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და ინტერმუნიციპალური პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში.
როგორც რეგიონული...
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი ბეგლარ სიორიძის მომხრეებს მოსახლეობის დაშინებასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით შარაშენიძის შტაბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტში დამატებითი დამკვირვებლები მიავლინონ.
"ოზურგეთში, არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას, შეიქმნა საკმაოდ არაორდინარული სიტუაცია, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის კონკურენტის მომხრეთა მხრიდან მოსახლეობის დაშინება-დატერორებასა და მოსყიდვის მცდელობაში.
კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი მიმართავს...
3 მილიონამდე ლარი ქონებისა და მიწის გადასახადიდან - სულ ესაა, რასაც ფოთის პორტიდან ქალაქის ბიუჯეტი იღებს. სულ სახელმწიფო ბიუჯეტში ფოთიდან შენატანი კი, დაახლოებით, 45 მლნ ლარია, ხოლო ადგილობრივი შემოსავლები ჯამურად 15 მლნ ლარს შეადგენს. ანუ ადგილობრივი შემოსავლების 75 % ცენტრს მიაქვს. ქალაქს კი მოუწერიგებელი აქვს ქუჩები, არ აქვს გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო, არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის წყლის სატუმბი სადგურები, რის...
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ნებართვა მისცა. გარდა ამისა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა....
საქართველოს პარლამენტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტს განიხილავს. კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, რომლითაც გრანტის მიმღები, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გარდა, ასევე შეიძლება იყოს ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოც. კანონპროექტის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც გრანტის...
საგზაო მოძრაობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილები განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა, კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირა, რადგან ის არასაკმარისად მომზადებულად ჩაითვალა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დეპუტატები - კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა არიან. მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არ ითვალისწინებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამის რეგულაციას. მათი მოსაზრებით, მიზანშეწონილია, ადგილობრივი...
საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, დგინდება მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს საბავშვო ბაგა-ბაღი. კერძოდ:
1. დაწესებულების შენობა განთავსებული უნდა იყოს ავტომაგისტრალებიდან, ცხოველთა სადგომებიდან და ფერმებიდან, ასევე გარემოს დამაბინძურებელი ნებისმიერი წყაროდან დაშორებულ (ავტომაგისტრალებისა და სამრეწველო საწარმოებისთვის − არანაკლებ 300 მ-ით, ხოლო ცხოველთა სადგომებისა და ფერმებისთვის − არანაკლებ 100 მეტრით) მიწის...
როგორ უნდა იკვებონ საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები – მთავრობამ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და ნორმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკური რეგლამენტი − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმები“ დაამტკიცა.
ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ზოგად მოთხოვნებს კვების უზრუნველყოფისადმი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, განურჩევლად...
საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ეს სტანდარტები განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე, განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს.
სტანდარტი სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისათვის,...
საქართველოს მთავრობამ, საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, სპეციალური კრიტერიუმები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შედის.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლიდან ბაგა-ბაღების გამგეების სტატუსი უქმდება და მის ნაცვლად დირექტორის სტატუსი შემოდის, რომლის მოსაპოვებლადაც გამგეებს ტესტირება ან გასაუბრების გავლა მოუწევთ.
გარდა ამისა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, საგანმანათლებლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბაღის აღმზრდელებსაც მოუწევთ. არსებული კანონმდებლობით, საბავშვო ბაღებში მუშაობა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელისთვის ნებადართულია. მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები...
სენაკში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო გალერეა გაიხსნა.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შიდა ინტერიერს, განახლდა ფასადი, სრულად რეაბილიტირდა შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეები და სადემონსტრაციო დარბაზები. შეიცვალა ელგაყვანილობის და წყალმომარაგების ქსელები, იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 126 080 ლარი დაიხარჯა.
1979 წელს აგებული გალერეის შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. გალერეის ფონდში 300-ზე მეტი ფერწერა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































