საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგზაო თუ სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2018 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამში 1 832.5 მლნ ლარს მიიღებს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაჩვენებელს 574.5 მლნ ლარით აღემატება.
როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 1 283.2 მლნ ლარი, ხოლო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 262.0 მლნ ლარი დაიხარჯება.
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2018 წელს დაგეგმილია შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია:
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) – 250.0 მლნ ლარი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი;
- სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა -150.0 მლნ ლარი;
- ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 70.0 მლნ ლარი;
- ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 45.0 მლნ ლარი;
- ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა – 30 მლნ ლარი;
- ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 30.0 მლნ ლარი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა – ზემო ოსიაური) – 20.0 მლნ ლარი;
- ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 25 მლნ ლარი;
- სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 20.0 მლნ ლარი;
- სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 60.0 მლნ ლარი;
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა – 53.0 მლნ ლარი;
- თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25.0 მლნ ლარი;
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია – 25.0 მლნ ლარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25.0 მლნ ლარი;
- მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 10.0 მლნ ლარი;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში შემდეგი პროექტებია დაგეგმილი:
- მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია – 60 მლნ ლარი;
- მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა);
- საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი – 45.0 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) – ჯამში 7 მლნ ლარი;