ცხოველთა სახეობების აღდგენის ხელშეწყობისთვის, ასევე სამონადირეო ტურიზმის განვითარებისთვის, რაჭაში სამონადირეო მეურნეობა იქმენა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
პროექტი საპილოტეა და მას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO აფინანსებს. სამუშაოებს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა განახორციელებს.
"რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ თვალსაზრისით ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, - თქვა რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ...
ახალი ინიციატივა, "თვითმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში განათლების (სასკოლო, სამოქალაქო ) ხელშეწყობას იწყებს.
ამ მიზნით, პირველად, 2 თებერვალს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, საკრებულოს წევრებსა და სხვა დაინტერესებული პირებს, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამდენიმე წიგნისა და ნაშრომის ავტორი, გიორგი კილაძე პროექტს, "სასკოლო ლიტერატურას“ წარუდგენს. ინფორმაციას...
თბილისის მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას აანონსებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში 25-ე ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ თქვა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
კალაძის ინფორმაციით, თბილისში 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში უმძიმესი მდგომარეობაა.
"უკვე დავავალე ჩემს მოადგილეს წარმოადგინოს კონცეფცია რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკა საინტერესო იყოს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულება და თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ არსებული მდგომარეობა რაც დღეს არის, შეიცვალოს...
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გენერალურ სპონსორს "კრისტალბეთს", სპონსორობის სანაცვლოდ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ტორპედოს მოედანი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "კრისტალბეთი" ის კომპანიაა, რომელმაც ქუთაისის მერიას 20 000 ლარად შეფასებულ „ჰიუნდაი სონატა“-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი აჩუქა. ამ მანქანით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია გადაადგილდება.
Topnews.com.ge წერს, რომ კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქის ხელისუფლებაში შეთანხმება მიღწეულია. კერძოდ, საკითხს ქალაქის საკრებულოში საკრებულოს...
ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ. ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ წყლის სისტემებს, ამ მიმართულებით პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. ჭიათურის მერმა უცხოელ ექსპერტს მუნიპალიტეტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მერიის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა ქალაქის 24-საათიანი წყალმომარების პროექტზეც ისაუბრეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო USAID –...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს თავმჯდომარეების გარდა, თავმჯდომარის მოადგილეები ეყოლებათ და მათი ანაზღაურება 1000 ლარი იქნება. მრავალწევრიან ფრაქციას შეუძლია, არა ერთი, არამედ, ორი მოადგილეც აირჩიოს. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
საკრებულოს რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ ფრაქციებს, სადაც სამი წევრია, მხოლოდ ერთი მოადგილის დანიშვნის უფლება ეძლევათ. ხოლო, რომელ ფრაქციაშიც ცხრა წევრზე მეტია, შეუძლია ორი მოადგილე დაინიშნოს.
„საქართველოს ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის...
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ზაუტაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, გუბერნატორი ქსანსა და ციხისძირს ეწვია. ლევან ზაუტაშვილთან ერთად, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ქსანში, გიორგი ჯიქია და მერის წარმომადგენელი სოფელ ციხისძირში, აღა ბაბაევი.
მათ შესრულებული სამუშაობი შეაჯამეს და ხალხისგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
"სამხარეო ადმინისტრაციის...
ყვარლის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ თივში, საჯარო სკოლის შენობაში ახლადგარემონტებულ სივრცეში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ყვარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ბიბლიოთეკა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე სხილაძის ინიციატოვით და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ამოქმედდა.
ბიბლიოთეკის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე დაესწრო...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი თეონა მაისურაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 1 თებერვალს დატოვა, საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საკრებულოში თეონა მაისურაძეს პარტიული სიის მიხედვით, გიორგი ტურაშვილი შეცვლის, თუმცა, ოფიციალური განაცხადი საკრებულოს აპარატში ჯერ არ შესულა.
თეონა მაისურაძე დაიბადა 1995 წლის 22 მარტს, ცხინვალის რაიონ სოფელ ქურთაში. 2008 წლამდე ცხოვრობდა ცხინვალის სოფელ აჩაბეთში.
გორის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ცხოველის მიერ ადამიანის კბენა-დადორბლის 1832 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1630 შემთხვევაში ცხოველს პატრონი ჰყავდა. ეს მონაცემები გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშში მოხვდა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გიუნაშვილის თქმით, მოხეტიალე ცხოველმა გასულ წელს 202 ადამიანი დაკბინა-დადორბლა.
,,ყველა პირი შესაბამის მკურნალობას იტარებდა, ასევე, მიმდინარეობდა ცხოველებზე მეთვალყურეობდა. ვაკვირდებოდით ძაღლისგან დაკბენის 694,...
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩის ცხოვრებლები წლებია კანალიზაციის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Topnews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ქუჩაზე კანალიზაცია სანიაღვრე სისტემაზეა მიერთებული, რის გამოც წვიმის შემდეგ ფეკალური მასები ქუჩებში ამოდის. მოსახლეობა ანტისანიტარიასა და ინფექციების არსებობაზე საუბრობს. მათი თქმით, ქუჩაში სპეციფიური სუნია, რის გამოც გარეთ გასვლა შეუძლებელია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ის არხი, სადაც კანალიზაცია ღია სივრცეში მიედინება, წლებია...
სამგორის რაიონის გამგეობა 15-იდან 18 წლამდე ახალაგზრდებისათვის საგანმანათლებლო კვირეულს ატარებს. კვირეულის მიზანია აამაღლოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის საკითხებზე ცნობიერება, ასევე მოტივაცია მისცეს ჩაერთონ ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ კამპანიაში.
3-დღიანი სწავლება ზამთრის ერთ-ერთ კურორტზე ჩატარდება 8 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, სამგორის რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 15_იდან 18 წლამდე ახალგაზრდებს. მათ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.
გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოსაწესრიგებელია. ამის შესახებ გორის მერიის სასმელი წყლის სისტემების სამსახურის უფროსი ბონდო მარუაშვილი ამბობს და დასძენს, რომ ამ მიმართულებით საჭირო ზომებიაი გასატარებელი. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
კერძოდ, სოფელ ბნავისში წყალმომარაგების სისტემა გასაახლებელია. იგივე მდგომარეობაა მარანაში, ყელქცეულსა და საქაშეთში. შიდა ქსელის პრობლემებია მეღვრეკისში, ბროწლეთში, შინდისში, ტინისხიდში, თედოწმინდაში, ქვედა ახალდაბაში, ძევერაში და ახრისში. სასმელი წყლის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, იქ, სადაც რადიაციის კერებია, იწყება ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევა, რომლის აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ მიზნით ანასეულში უკვე იყვნენ ჩასულები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ნაბახტიანი და მთავარი სპეციალისტი გიორგი მასპინძელაშვილი.
სპეციალისტებმა რადიაციის დონის გაზომვის შემდეგ თქვეს, რომ ზედაპირზე გამოსხივების დონე დასაშვებია. რაც შეეხება ვლევებს, სააგენტო პროექტის გახორციელებას...
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საკურორტო ზონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებები განიხილეს. ინფორმაციას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, საუბარი შეეხო საკურორტო ზონებში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს.
გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, პრობლემების გადაჭრას შეეცდებიან.
"მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდნირებული მუშაობით, ის პროექტები...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Ipress-ი ავრცელებს.
საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა ოფიციალურად ორშაბათს, 5 თებერვალს დამტკიცდება.
დებულების თანახმად, ეს თანამდებობა შესაძლებელია რომ შეითავსოს საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილეებმა, ან კომისიის თავმჯდომარეებმა. საბჭოს დებულება საკრებულომ 27 დეკემბერს დაამტკიცა.
ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული საკონსულტაციო საბჭო 2013 წელს მეოთხე მოწვევის საკრებულოს დროს შეიქმნა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































