თბილისის მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას აანონსებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში 25-ე ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ თქვა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
კალაძის ინფორმაციით, თბილისში 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში უმძიმესი მდგომარეობაა.
“უკვე დავავალე ჩემს მოადგილეს წარმოადგინოს კონცეფცია რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკა საინტერესო იყოს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულება და თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ არსებული მდგომარეობა რაც დღეს არის, შეიცვალოს რადიკალურად. ამ პირობებში შეუძლებელია მუშაობაც და შეუძლებელია ადამიანი მოვიდეს და დაინტერესდეს რამით”, – თქვა კახა კალაძემ.