რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 452 703 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 2 ინფრასტრუქტურული პროექტუ გაკეთდება. დაგეგმილია დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 310,203 ლარია გამოყოფილი. დასრულდება, ასევე, სტადიონების მშენებლობაც. მეორე ფაზისთვის რეგფონდიდან 142,500 ლარი გამოიყო. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ ეტაპზე 140 მილიონ 800 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) დაფინასნებით 4 კმ-მდე მონაკვეთი კეთდება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში, როხისა და სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლების როხის და სალომინაოს გზის ორ მონაკვეთი სრულად აღდგება. ამ ეტაპზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა გრუნტის სანიაღვრე არხები და...
ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მაღალმთიან სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟება დაიწყო - ახალი პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩნა გერმანელი მწარმოებელი რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს. ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით 25 000 ევროს ფარგლებშია და 200-300 მეტრის სიგრძის", - განაცხდა კვირიკაშვილმა. საპილოტე პროექტი უკვე განხოციელდა უშგულში, უშხვანაში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტენში.ყვეელა ბავშვს შეუძლია...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 2 პროექტი, მათ განსახორციელებლად კი 2 090 000 ლარი გამოეყო. 2018 წელს დაგეგმილია სოფლების - ბარი–მრავალძალის გზის მოასფალტება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,330,000 ლარი დაიხარჯება. ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე, სოფლების - პიპილეთი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევის მიმართულებით. გზას გაუკეთდება ბეტონის სანიაღვრე არხებიც. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 760,000 ლარი გამოიყოფა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი პროექტი დაუფინანსდა. მათ შორის, გაგრძელდება სოფელ ურავში ყოფილი სამთო ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. ამისათვის რეგფონდიდან 263,435 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ქალაქის საჭიროებებისთვის გამოიყო თანხა. მუნიციპალიტეტის სოფლებში კი რეგფონდიდან პროექტები, ჯერჯერობით, არ დაფინანსებულა. 2018 წელს ქალაქ ამბროლაურში (გამსახურდიას 04 ჩიხი, 05 ქუჩა,...
ხაშურის მერს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს. მისი ხელფასი, დარიცხვით 3100 ლარია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. მერის ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება ხაშურის საკრებულოს 6 თებრვლის სხდომაზე მიიღეს. გიორგი გურასპაშვილის ხელფასი 550 ლარით აღემატება გორის, კასპისა და ქარელის მერების ანაზღაურებებს. საკრებულოს სხდომაზევე დამტკიცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურის ოდენობა. მას 2800 ლარი ექნება, დარიცხვით. ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილია, ხოლო საკრებულოს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად გათავისუფლებულ 47 თანამშრომელზე კომპენსაცია გასცა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მერიის ცნობით, კომპენსაციები 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაიცა, რომელიც ჯამში 145 919 ლარს შეადგენს. ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ამ დროისთვის სულ 351 ადამიანი მუშაობს. გაერთიანებამდე, ქალაქისა და თემის თვითმმართველობის ორგანოებში 400-მდე საჯარო მოხელე იყო დასაქმებული.
ამბროლაურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. პროექტის ღირებულება 571 111 ლარს შეადგენს.  მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს. სპორტული მოედნის დასრულების შემდეგ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს როგორც სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სპორტულ შეკრებებს, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონის ტურნირებს. სპორტული მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის მხოლოდ 2 პროექტი დაუფინანსდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 993 600 ლარს მიიღებს. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგფონდიდან გამოყოფილი 500 000 ლარი დაიხარჯება. მეორე პროექტით კი დაბა სტეფანწმინდაში ელიის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებს ცენტრალური ბიუჯეტი 493,600 ლარით დააფინანსებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 15 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 3 839 483 ლარს მიიღებს. 15-დან 13 პროექტი მცხეთის სოფლებში, ხოლო 2 ქალაქ მცხეთაში განხორციელდება. ქალაქისთვის გამოყოფილი თანხიდან 1 274 750 ლარი დაიხარჯება, ხოლო 2 564 733 ლარი სოფლებს მოხმარდება. 2018 წელს ქალაქ მცხეთაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 806,750 ლარით დაფინანსდება. გარდა ამისა, ქალაქში, ასევე, მოეწყობა გარეგანათება, რაზეც...
სამშენებლო კომპანიები ვალდებულები იქნებიან სამშენებლო პროექტები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებთან შეათანხმონ. ამის შესახებ საქალაქო სამსახურის უფროსებმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე თქვეს, სადაც კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ. ეს კვლევები განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა ეტაპზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას,...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 15-მდე ხელმძღვანელი დღეს მერიაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მოზაიკა"ავრცელებს. რადიოს ცნობით, გორის მერის მოადგილე და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იმ დირექტორებს ხვდებოდნენ, რომლების გათავისუფლების საკითხიც დღის წესრიგში დგას, თუმცა ეს ინფორმაცია გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა არ დაადასტურა. ბაღების დირექტორებთან ერთად შეხვედრას პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების ხელმძღვანელები ორგანიზაციის წევრები არიან,...
გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას სპორტისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება. ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თიანეთის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 5 ინფრასტრუქტურული პროექტი დაუფინანსდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტს წელს პრიორიტეტად საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქვს. გარდა ამისა, დაგეგმილია ხიდის მშენებლობა და სახოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაც. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ ღულელებისა და სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტებისთვის თანხის გამოყოფა უკვე გადაწყვეტილია.  სოფელ ღულელების საბავშვო ბაღზე სახელმწიფო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ-ებში პრლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატების თენგიზ ხუბულურის და იოსებ მაკრახიძის, ასევე გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილისა და მისი მოადგილეების ახლობლები და ნათესავები საქმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "თრიალეთი" ავრცელებს. "თრიალეთის"  ინფორმაციით გორის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე თავზარაშვილმა თანაშემწედ ბავშვობის მეგობარი ქეთევან არსენიძე დანიშნა, მისი მეუღლე იოსებ ხაბელაშვილი კი სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნა. ამასთან, "თრიალეთი" წერს, რომ ხაბელაშვილი ნასამართლევია, თუმცა...
დუშეთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის მხოლოდ ორი პროექტი დაუფინანსდა. პროექტებიდან ერთი წყალმომარაგების, მეორე კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერით სოფელ ქუბრიაანთკარის წყალმომარაგებისქსელის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელზეც რეგფონდნიდან 357,304 ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება მეორე პროექტს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება წითელსოფლი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის კმ-1 მონაკვეთს. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 142,241 ლარით დაფინანსდება. ჯამში, ამ ეტაპზე, დუშეთის მუნიციპალიტეტს 499 545 ლარი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ