ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი“ აღადგენს. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერა. მისი თქმით, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ზაქათლის ქუჩაზეც დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქს. მდივნიშვილის თქმით,  დაზიანებულ გზის საფარს ყველა იმ სოფელში აღადგენენ, სადაც სასმელი წყლის...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლისხევზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 378 გრძივი მეტრის დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და მისთვის 349 000 ლარია გამოყოფილი.
გახსოვთ კამპანია „წყალი ყველას“? - ის 2011 წელს დაიწყო და მიზნად, პირველ რიგში, ქუთაისის უწყლოობის მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრას ისახავდა.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდი ქუთაისში წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ გაცემული დაპირებების კარგი მემატიანეა - პირველი დაპირება 2010 წელს გაიცა, როცა ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ჩავიდა და სამუშაოები მოინახულა. მაშინ ითქვა, რომ 40 ათას აბონენტს წყლის მიწოდების გრაფიკი...
ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი იგება. ბათუმის მერიის ცნობით, დაგეგმილია გარეგანათების მოწყობაც. უწყების ინფორმაციით< ადლიის ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 268 ათას 599 ლარია. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ანგისის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა და ანდრია პირველწოდებულის #54ა-ს მიმდებარე ტერიტორიიდან ზღვაზე გასასვლელის კეთილმოწყობა. სამუშაოები, სრულად, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება მეტრზე 1200, რისთვისაც რეგიონებში განსახორცილიელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 000 ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დროს გზის საფარი 500 მეტრზე დაიგო.
ფოთში 112-ის ცენტრი შენდება. სამშენებლო სამუშაოები ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. . სამუშაოებს შპა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ახორციელებს. მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 339 ათასი ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 17 ათას ლარს შეადგენს.
ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრისთვის სამომავლოდ პროფილის შეცვლაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ  ე.წ. რიყის დოქებს პროფილი არ შეეცვლება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ შენობაში შეიძლება, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს. „ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება, თეატრი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში, ყულიშკარში, ალერტკარსა და ჯიხაშკარში საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ყულიშკარში, ყულიშკარი-უჩაშონას დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო ხიდის სარეგულაციო კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ალერტკარში, საკიკალიშვილოს უბანში საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, ჯიხაშკარში, წმინდა გიორგის ქუჩაზე, ღელე ჯაბახიაზე კი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 62 526 (სამოცდაორი ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარი...
ქუთაისის რაგბის სტადიონზე, "აია არენაზე" ყოფილმა პარლამენტარმა გოგი წულაიამ საქართველოს დროშა დაკიდა. ინფორმაციას რაგბის ფედერაცია ავრცელებს. ამასთან, ფედერაციამ გოგი წულაიას ყველა რაგბისტის ხელმოწერილი მაისური აჩუქა. 10 თებერვალს ,"აია არენაზე" საქართველოს ბელგიას დაუპირისპირდება.
მეტროსადგურ "მარჯანიშვილში“ მოკლე ჩართვისგან გამოწვეულ მცირე კვამლს მეტროსადგურის მუშაობა არ შეუფერხებია. შესაბამის განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. "მეტროსადგურ "მარჯანიშვილში“, სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური "მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით...
ახალციხის რაიონული სასამართლო ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმის განხილვას იწყებს. პირველი პროცესი დღეს, 9 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურებაა.  ამ საქმეზე პირველი სხდომა პირველ თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით გადაიდო. ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა...
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მოეწყო. ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღონისძიების მიზანია, რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს,...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.  საჯიჯაოს საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, პარლამენტარებთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. უწყების...
ქუთაისში, საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 992 801 ლარი შეადგინა. შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. უწყების ცნობით ეს გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რეაბილიტირებული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გორის მერისა და მოადგილეების ხელფასების გაზრდას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გორის მერის ხელფასი 3200 ლარი იქნება, მისი მოადგილეების ალექსი მარიამიძე და ეკა სუხიშვილი კი 2050 ლარის ნაცვლად 2350 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად, რაც შეეხება მესამე მოადგილეს გელა კაპანაძეს მისი ხელფასი 2150 ლარის ნაცვლად 2500 ლარი იქნება. დეპუტატების უმრავლესობამ აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი წინადადება მოიწონა....
ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძის თქმით, ბათუმის მერიამ, ანგისის ბაზა გასული წლის ბოლოს ჩაიბარა, თუმცა შენობაში სარემონტო სმაუშაოები გრძელდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ბათუმის მერიას შეუსრულებელი პროექტის ჩაბარებას აბრალენე დუმბაძის ინფორმაციით, მოუწესრიგებელია სადრენაჟო სისტემა და სტადიონზე წვიმის წყალი დგება. ანგისის ბაზის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 116 ათას 170 ლარი  დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია "მონოლითი 2005" ასრულებდა. ბათუმის მერიის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ