ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრისთვის სამომავლოდ პროფილის შეცვლაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ე.წ. რიყის დოქებს პროფილი არ შეეცვლება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ შენობაში შეიძლება, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს.
„ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება, თეატრი იყოს, შეიძლება – თანამედროვე ხელოვნების ცენტრი,“ – განაცხადა კალაძემ.